მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

 

 

აღმოსავლეთ ევროპის კლიმატის ცვლილების ქსელის პროექტი

გერმანულმა კომპანიამ MVV Consultants & Engineers GmbH, ჰოლანდიურმა Tebodin Consultants & Engineers და ADEME–მ, საფრანგეთის გარემოს დაცვისა და ენერგორესურსების ეროვნულმა სააგენტომ, მოსკოვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგო სააგენტოსთან ერთად ერთობლივად განახორციელეს ერთწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა კიოტოს მოქნილობის მექანიზმების წარდგენას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ ქვეყნებისათვის.

პროექტი განხორციელდა ევროგაერთიანებაში ასოცირებული და დსთ-ს 11 ქვეყნის ადგილობრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის მხარდაჭერას ახორციელებდა ევროკომიიის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატი DG TREN, სინერჯის პროექტის - საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკის თანამშრომლობის ფარგლებში. აღმოსავლეთ ევროპის კლიმატის ცვლილების ქსელის პროექტის მიზნები იყო:

  • ენერგო მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა პროექტში მონაწილე ქვეყნებში ენერგოეფექტურობის გაზრდის ხარჯზე;

  • წვილილის შეტანა UNFCCC კიოტოს პროტოკოლის განხორციელებაში პროექტში მონაწილე ქვეყნებში;

  • საინვესტიციო პროექტების განხორციელების მოსურნე კომპანიების დახმარება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ ქვეყნებში, AIJ/JI მოქნილობის მექანიზმის მხარდაჭერით.

  • კლიმატის ცვლილების აღმოსავლური ქსელის დაარსება ადგილობრივი ენერგო ცენტრებისა და სააგენტოების ბაზაზე;

  • კლიმატის ცვლილების აღმოსავლური ქსელის წევრების პოზიციების გამყარება სწრაფად ზრდად ბაზარზე, რომელიც შეიქმნა კიოტოს პროტოკოლის მოქნილობის მექანიზმებით: ერთობლივი განხორციელება (JI), სუფთა განვითარების მექანიზმი (CDM), საერთაშორისო ემისიებით ვაჭრობა (IET);

  • აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ ქვეყნებში გაზების ემისიის შემცირებაზე გამიზნული პრიორიტეტული პროექტების მონაცემთა ბაზის მომზადება და შექმნა;

  • ნოუ-ჰაუს გადაცემა, ინფორმაციის გაცვლა და ტრეინინგი ადგილობრივი რესურსების გასაძლიერებლად

  • კლიმატში გაზების შემცირების სერტიფიკატების ფორმატების და პროცედურების დისემინაცია

  • ქსელის შიგნით და შესაძლო ინვესტორებთან დადგენილი გაორმაგების განვითარება

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო იყო პროექტის მონაწილე და აქტიურად მონაწილეობდა ყველა შეხვედრასა და ღონისძიებაში. სასწავლო სემინარის შემდეგ, რომელიც ჩატარდა მოსკოვში 2002 წლის აპრილში, 2002 წლის 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ბონში ჩატარდა სამდღიანი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდა კონსორციუმის ყველა წევრი.

პროექტის ღონისძიებების შედეგად: 

  • შეიქმნა ECCN წევრების ზოგადი ვიზუალური იდენტურობა;

  • აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში ემისიების შემცირებაზე გამიზნული პრიორიტეტული პროექტების მონაცემთა ბაზა მომზადდა და შეიქმნა. შეგროვდა 150-ზე მეტი PIN–ი ემისიის შემცირების პროექტებისათვის.

  • უზრუნველყოფილი იქნა ღირებული ინსტრუმენტი აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში პოლიტიკის შემქმნელთათვის და ეკონომიკური ექსპერტებისათვის;

  • ჩატარდა ინფორმაციული მიმოცვლა და ტრეინინგი; 

  • ორგანიზებულ იქნა და მომზადდა სემინარები, შეხვედრები, ადგილობრივი პუბლიკაციები, საინფორმაციო ბიულეტენები დაინტერესებული ორგანიზაციების მოსაწვევად. 

    აღმოსავლეთ ევროპის კლიმატის ცვლილების ქსელის პროექტის ვებ-გვერდის მისამართია:
    http://www.eclimnet.com 

 | მთავარი გვერდი | პროექტები |