რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტი საქართველოში

EN ქარ
 
 
 
 
   
     
 
ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სარგებლის პოტენციალის გამოსაყენებლად რესწ-ის ფართო განხორციელების გზით, პროექტი მხარს უჭერს რესწ-ის მეინსტრიმინგს და გაფართოებას ბენეფიციარ ქვეყნებში შემდეგი სამი აქტივობების მეშვეობით:

ეროვნული ექსპერტების კადრებიმომზადება რესწ-ის მეთოდებსა და ტექნიკებში, და მექანიზმებიშემუშავება მათი მომსახურების მიწოდებისთვის საწარმოებსა და სხვა ორგანიზაციებში: საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს ტრენინგები ეროვნული ექსპერტებისთვის რესწ მეთოდებსა და ტექნიკებში და ასწავლეს მათ საწარმოებში და სხვა ორგანიზაციები ა მეთოდების გამოყენება;

სამიზნე სექტორების საწარმოებისა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერა რესწ მეთოდებისა და ტექნიკის დანერგვით, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური სარგებლის მისაღწევად: დასრულებულია რესწ-ის დეტალური შეფასებები საქართველოში 18 საწარმოსთვის ქიმიური, აგროსასურსათო და სამშენებლო მასალების წარმოების ქვესექტორებში. განხორციელების შედეგები, დაკავშირებულ ეკონომიკურ და გარემოსდაცვით სარგებელთან ერთად, დაფიქსირდა საწარმოს დონის ინდიკატორების სტანდარტული ნაკრების გამოყენებით და ფართოდ გაშუქდა. პარალელურად იზრდება რესწ-ის შესაძლებლობებისა და სარგებლის შესახებ ინფორმირებულობა და გაგება დაინტერესებულ მხარეთა უფრო ფართო ჯგუფში, მათ შორის ბიზნეს სექტორში, ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში.

სამიზნე სექტორებში რესწ-სთვის ძირითადი ხელშემწყობი ტექნოლოგიების/აღჭურვილობის გადაცემისა და დანერგვის მხარდაჭერა: საწარმოს დონეზე მიღებული შედეგების საფუძველზე, შერჩეულ კომპანიებში ჩატარდა ტექნოლოგიური ხარვეზების ანალიზი და გამოვლინდა საერთო ტექნოლოგიური საჭიროებები. მოხდება შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მოძიება და პოპულარიზაცია, მათ შორის ბიზნეს და საინვესტიციო გეგმების შემუშავებისა და ხელშეწყობის გზით.

  
 

 

 
 
 
 
 
 

  

 

This information is also mirrored on the eecgeo.org/recp website.