რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტი საქართველოში

EN ქარ
 
 
 
 
   
     
 

რესწ ფორუმები

რესწ მრავალმხრივი ფორუმების სერია არის ცნობიერების ამაღლებისა და რესწ-ის დანერგვის პროცესის მთავარი საშუალება. ფორუმების მეშვეობით რესწ-ის უპირატესობები განიხილება და გამდიდრებულია საწარმოების, მთავრობების და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების გამოცდილებისა და პერსპექტივების გაზიარებით. ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერებულია მედიის ჩართულობით და ძირითადი გამოცდილების, განცხადებებისა და შეტყობინებების (წერილობითი, ვიდეო) აქტიური გავრცელებით სხვადასხვა საინფორმაციო არხებით, მათ შორის ვებ-გვერდის, სოციალური მედიის, მედიის განცხადებების და ა.შ. საშუალებით.

2015 და 2016 წლებში პროექტის ფარგლებში ზედიზედ ექვსი ფორუმი გაიმართა. აქედან ოთხი მოეწყო თბილისში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით; რესწ-ის ფორუმები ასევე მოეწყო ზუგდიდსა და კასპში შესაბამის მუნიციპალურ ხელისუფლებებთან თანამშრომლობით.

ფორუმის მიზანი იყო აუდიტორიისთვის გაეცნო რესწ-ის კონცეფცია და მისი მიდგომები, სარგებელი, რომელიც შეიძლება მიეღოთ სამრეწველო კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს რესწ-ის გამოყენებით; მიღო უკუკავშირი დაინტერესებული მხარეებისგან ქართულ ინდუსტრიაში რესწ-ის მეთოდების ფართოდ დანერგვის ბარიერებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც დაკავშირებულია გარემოზე/რესურსებზე ზემოქმედების ექვს სფეროსთან:

  • ენერგოეფექტურობა

  • მასალების ეფექტურობა

  • წყლის მოხმარების ეფექტურობა

  • ემისიების შემცირება

  • ნარჩენების შემცირება

  • ჩადინარე წყლების შემცირება

რესწ პროექტის ექსპერტებმა განმარტეს შესაბამისი თემატიკის მნიშვნელობა ქვეყნისთვის და დაუკავშირეს ის ბიზნესებს, რათა წაახალისონ კომპანიის პასუხისმგბლობა და აქტიური წვლილი შეიტანონ სადავო საკითხების მართვაში; იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც მიაღწიეს პრობლემის მოგვარებას, გაზიარეს მონაწილეეებს მოწინავე გამოცდილება ნარჩენების მართვის, ენერგოეფექტურობის და ა.შ. საკითხებში და განმარტეს, რატომ და როგორ მიიღეს ეს შედეგები. დაინტერესებულმა მხარეებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესებში რესწ-ის ფართო გამოყენების დაბრკოლებებზე, შესაძლებლობებსა და ქმედებებზე.

  
 

 

 
 
 
 
 
 

  

 

This information is also mirrored on the eecgeo.org/recp website.