პუბლიკაციები
ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტები:
|
კვლევები / ანალიტიკური ნაშრომები: |
|
|
|
|
|
წარმოგიდგენთ პროფ. თეიმურაზ გოჩიტაშვილის ინგლისურენოვან მონოგრაფიას საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორი გარდამავალ პერიოდში 
მონოგრაფიაში მოცემულია საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორის დღევანდელი მდგომარეობა, მისი განვითარების პერსპექტივები და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები; მასში განხილულია აგრეთვე რეგიონის ნავთობისა და გაზის საბადოების პოტენციალი, მოპოვებისა და ევროპულ ბაზრებზე მიწოდების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრნაზიტო და შიდა მაგისტრალური მილსადენების საიმედოობისა და უსაფრთხოების საკითხებს. მონოგრაფია განიხილავს აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციის პრობლემებს.
|
|
|
სახელმძღვანელო "მზის ფოტოელექტრული სისტემების ინსტალაცია" შემუშავდა ევროკავშირის (EU), გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით., ხოლო დაიბეჭდა შვედური საერთაშორისო განვითარების თანამშროლობის სააგენტოს (Sida) ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის განვითარების პროგრამა RECONOMY-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა შვეიცარიული ურთიერთანამშრომლობის ორგანიზაცია HELVETAS, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სხვა პარტნიორებთან ერთად.
|
|
|
|
|
|
|
|
|
ენერგოეფექტური პრინციპები ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში. 2016.
ნაშრომში წარმოდგენილი და განხილულია ქართულ ტრადიციულ ყოფით ხუროთმოძღვრებაში გამოყენებული ენერგოეფექტური მასალები თუ გადაწყვეტები.
|
|
|
|
|
|
საქართველოს მაგისტრალური ნავთობ- და გაზსადენები (ანოტაცია ).
ნაშრომის სრული ელექტრონული ვერსიის მიღების მსურველები დაგვიკავშირდით.
|
|
|
|
|
|
საქართველოს ენერგეტიკა. გაზის სექტორის განვითარების პრიორიტეტები.
ნაშრომში განხილულია საქართველოს ენერგეტიკის, კერძოდ, ბუნებრივი გაზის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა, საპროგნოზო შეფასებები და განვითარების სტრატეგიული მიმართულებები. რეკომენდებულია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ბაზრის ლიბერალიზაციისა და რეგიონულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებები.
ნაშრომის ელექტრონული ვერსია ქართულად და ინგლისურად .
|
|
|
|
|
|
საქართველოში განახლებადი და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების ბაზრის აღწერა და ანალიზი 
|
|
|
|
|
|
ბროშურები:
|
|
|
|
|
|
ლიფლეტები:
|
|
|
|
|
ენერგოეფექტურობის ცენტრის თანამონაწილეობით ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი "ლილე 2023". კონკურსის შესახებ სრული ინფორმაციისა და საკონკურსე ნაწარმოებების ხილვა შესაძლებელია ბმულზე: http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1560&st=20
|
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი საქართველოში მერების შეთანხმების (Covenant of Mayors) შესახებ - იხილეთ ბმული .
ენერგოეფექტურობა ანუ სარგებელი, რომელიც რეალურია -
ჟურნალისტ ნინო ტაბაღუას სტატია ელექტრონულ ჟურნალ "საქართველოს ეკონომიკაში".
სახელმძღვანელო მზის ენერგიის გამოყენების შესახებ -
მაიკლ ბოქსველის ავტორობით გამოიცა ახალი სახელმძღვანელო, სადაც ამოიკითხავთ, თუ როგორ დავამონტაჟოთ და გამოვიყენოთ მზის ფოტოელემენტები, როგორ მივიღოთ ელექტროენერგია მზისგან და სხვა.
საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდროენერგეტიკული კვლევების განყოფილებამ პროფ. ოთარ სოლომონიას ხელმძღვანელობით დაასრულა “საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის” დაფინანსებული ორწლიანი პროექტი “საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის განსაზღვრა და მისი კადასტრის შექმნა”.
პროფ. ო. სოლომონიას მეთოდიკის გამოყენებით დადგინდა მცირე ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის სიდიდე. სიმძლავრე - 3729.2 მგვტ და საშუალო წლიური გამომუშავებით – 19.5 მლრდ.კვტ.სთ.
საქართველოს მდინარეების ოროგრაფიული და ჰიდროლოგიური მაჩვენებლების ბაზაზე აგებული იქნა 356 მდინარის ცალკეული მონაკვეთების ენერგეტიკული გამოყენების 1251 იმიტაციური მოდელი. თითოეული მათგანისათვის, სანიტარული ხარჯის გათვალისწინებით გამოითვალა ენერგეტიკული მაჩვენებლების პარამეტრები.
კვლევის შედეგები წარმოდგენილია კადასტრის სახით ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე 485 ნაბეჭდ გვერდზე. კადასტრში მოყვანილია მცირე ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განაწილება საქართველოს ადმინისტრაციული რაიონების და რეგიონების მიხედვით. ეს მაჩვენებლები დაეხმარება ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ლოკალური ენერგეტიკული პოტენციალის ცოდნის საფუძველზე მცირე ბიზნესის განვითარების დაგეგმვაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ქალბატონ მანანა დადიანს:
ტელ: +995 32 2 242542, მობ. 599 531350
ელ.ფოსტა: m_dadi@eecgeo.org
კემბრიჯის ეკონომეტრიკი:
-
დიდი ბრიტანეთის სათბური გაზების ემისიის მოწინავე დამოუკიდებელი მეთვალყურეები და პროგნოზისტები
-
ეკონომიკის პროგნოზისტების და მრეწველობის მოწინავე ჯგუფი
-
მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონსულტაციები
-
სათანადო დამოუკიდებელი სპეციალისტები
-
პროგნოზისტების განახლებული ჯგუფი
ელექტრონული ბიულეტენი
2003 წლიდან ცენტრი გამოსცემს და ხელისმომწერებში ავრცელებს ყოველკვირეულ ელექტრონულ ბიულეტენს. მისი გამოწერა შეგიძლიათ აქედან.
ყოველკვირეული ელექტრონული ბიულეტენის არქივი
|