EEC logo

English Version

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

დოკუმენტები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

კალკულატორები

კონტაქტი


მერების შეთანხმება


"მერების შეთანხმება" არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ "მერების შეთანხმების" ოფიციალურ საიტზე.

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო 2014 წლიდან არის "მერების შეთანხმების" ოფიციალური მხარდამჭერიოფიციალური მხარდამჭერები ასევე არიან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია "მთის რეგიონების მდგრადი განვითარების კავკასიის ქსელი".

"მერების შეთანხმების" ეროვნული კოორდინატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ინფორმაცია მერების შეთანხმებასთან მიერთებული ქალაქების და მუნიციპალიტეტების შესახებ იხილეთ ქვემოთ.

Georgia CoM Signatories

ხელისმომწერი

მუნიციპალიტეტები

 (სულ 33)

მოსახლეობა

(2014 წ. აღწ.)

ვალდებულება სტატუსი მიერთების წელი
 ასპინძა 10,372 მეკსგ * 2023
 ახალციხე 20,992 მესგ 2014
 ახმეტა 31,461 მეკსგ * 2018
 ბაღდათი 21,582 მეკსგ 2019
 ბათუმი 152,839    მესგ /მეკსგ * 2011
 ბოლნისი 53,590   მესგ /მეკსგ * 2015
 ჩოხატაური 19,001 მეკსგ 2017
 დედოფლისწყარო 21,221 მეკსგ 2018
 დმანის 19,141 მეკსგ * 2023
 დუშეთი 25,659 მეკსგ * 2022
 გორი 77,549    მესგ /მეკსგ * 2012
 გურჯაანი 54,337 მეკსგ * 2018
 ქუთაისი 147,635 მესგ /მეკსგ * 2011
 ყაზბეგი 3,795     მეკსგ * 2015
 ყვარელი 29,827 მეკსგ * 2018
 ხობი 27,800 მეკსგ * 2024
 ლაგოდეხი 41,678 მეკსგ * 2018
 ლანჩხუთი 31,486 მეკსგ 2017
 არტვილ 33,463 მეკსგ * 2023
 მცხეთა 47,711   მეკსგ * 2015
 ონი 6,130 მეკსგ 2022
 ოზურგეთი 48,078 მეკსგ 2017
 ფოთი 41,465 მეკსგ 2017
 რუსთავი 125,103 მესგ /მეკსგ * 2011
 საგარეჯო 51,761 მეკსგ * 2018
 სენაკი 39,652 მეკსგ 2023
 შუახევი 15,044 მეკსგ * 2023
 სიღნაღი 29,948 მეკსგ * 2018
 თბილისი 1,108,717 მესგ /მეკსგ * 2010
 თელავი 38,721 მესგ /მეკსგ * 2015
 თიანეთი 9,468 მეკსგ * 2015
 ცაგერ 10,387 მეკსგ * 2023
 ზუგდიდ 62,511 მესგ /მეკსგ * 2013

 * - შემუშავების პროცესში

დამხმარე ლიტერატურა იხილეთ აქ.

 

   ბოლო განახლება: 19 აგვისტო, 2024