განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტი
პროექტის დონორი: BP EXPLORATION (Caspian Sea) Ltd. საქართველო.
პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის ნოემბერი - 2017 წლის მაისი.
პროექტი მიზნად ისახავდა ეროვნული ენერგოუსაფრთხოებისა და გლობალური გარემოს ხელშეწყობას საქართველოს თემებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისათვის, საშუალებების და ხერხების შეთავაზებას და კლიმატის ცვლილების საპასუხოდ სათბურის გაზების ემისიების შემცირებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს.
"თიბისი ბანკის" საქმიანობების შედეგად გაფრქვეული სათბური გაზების მოცულობის გაანგარიშება
"თიბისი ბანკის" დაკვეთით მომზადდა გარემოსდაცვითი ანგარიში, რომელიც შეიცავს ბანკის საქმიანობების შედეგად გამოწვეული სათბური გაზების ემისიების გაანგარიშებას. გაანგარიშების შედეგები მოცემულია CO2-ის ექვივალენტში, ტონებში. გაანგარიშების მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) და მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოს (WBCSD) მიერ შემუშავებულ "სათბური გაზების პროტოკოლს" (GHG Protocol).
სატესტო მიდგომების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საწვავი შეშის მოთხოვნილების შესამცირებლად მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე ზონაში
პროექტის დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში
პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი-აგვისტო, 2016 წ.
პროექტის მოკლე აღწერა
სხვადასხვა ენერგოეფექტური ღონისძიებების და ენერგიის ალტერნატიული წყაროების შერჩევა და შეფასება, რომლებიც საშუალებას მისცემს მაჭახელას ხეობის შინამეურნეობებს, შეამცირონ შეშის მოხმარება, და ამავე დროს არ გაიუარესონ (ან გაიუმჯობესონ) საყოფაცხოვრებო პირობები, ეკონომიკურად მდგრადი გზით.
მიღწეული შედეგები:
-
იმ ენერგოეფექტური ღონისძიებების / ენერგიის ალტერნატიული წყაროების მიმოხილვა და შეფასება, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ შეშის მოხმარება მაჭახელას ხეობის შინამეურნეობებში და თემებში;
-
რეკომენდაციები ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მეთოდების / ტექნიკური გადაწყვეტებისა, რომლებიც უნდა მოისინჯოს პრაქტიკაში 2016/17 წლების ზამთარში;
-
დეტალური სამოქმედო გეგმა შერჩეული მეთოდების/ტექნიკური გადაწყვეტების ტესტირებისათვის, პრაქტიკული ნაბიჯების, საჭირო მოწყობილობების, ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი ოჯახების გამოვლენის, მონიტორინგის და შეფასების გეგმის, რომელიც უზრუნველყოფს ტესტების ეფექტურ მონიტორინგს და ზამთრის შემდგომ შეფასებას, ტესტირების ჩატარებისთვის საჭირო საშუალებების (პერსონალი, მგზავრობა, მოწყობილობები) დეტალური ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით.
ტექნიკური დავალების შემუშავება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისათვის “ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება საზოგადოებრივ შენობებში და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიების გამოყენება საქართველოში”
პროექტის დონორი: ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაცია (NEFCO)
პროექტის ხანგრძლივობა: 8 მარტი, 2016 - 30 მაისი, 2016
ამოცანა 1: მოსამზადებელი ეტაპი
• კვლევა - საჯარო შენობების საწყისი ინფორმაციის შეგროვება, ენერგიის მოხმარების მონაცემები სახელმწიფო და მუნიციპალურ შენობებში.
-
საცნობარო დოკუმენტის შესამუშავებლად ინფორმაციის მოგროვება;
-
კონსულტაციები ფინანსთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკი სამინისტროებთან;
-
სხვადასვა საჯარო უწყების მფლობელობაში არსებული შენობების ჯგუფის დადგენა.
ამოცანა 2: კონსულტაციები და ვიზიტები შენობების მფლობელებთან - სამინისტროები/საჯარო უწყებები/მუნიციპალიტეტები და ამის საფუძველზე:
-
იმ საჯარო შენობების "გრძელი სიის" შემუშავება, რომლებიც საჭიროებენ ენერგოეფექტურ ქმედებებს. სია შეიცავს შენობების შესახებ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა მდებარეობა, ფართობი, კლიმატური ზონა;
-
იდენტიფიცირებული შენობებისთვის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ქმედებების განსაზღვრა;
-
შენობების ენერგო / საპროექტო მენეჯმენტის შესაძლებლობების განსაზღვრა.
ამოცანა 3: დოკუმენტაციის მომზადება
-
კრიტერიუმების შემუშავება საჯარო შენობების შესარჩევად და მათ ჩასართავად სამიზნე ჯგუფში;
-
სამიზნე საჯარო/მუნიციპალური შენობების ჯგუფების შექმნა რეგიონების, მასშტაბების და განსახორციელებელი ენერგოეფექტური ქმედებების მიხედვით;
-
ტექნიკური დავალების შემუშავება, რომელიც შეიცავს სამიზნე სექტორის ზოგად მიმოხილვას, შესასრულებელი სამუშაოების არეალს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს პოტენციური კონსულტანტის მიმართ, დეტალურ ბიუჯეტს, საკონტრაქტო პერიოდს, განხორციელების და ანგარიშგების სქემებს;
-
საცნობარო დოკუმენტის დასრულება - საქართველოში შენობების სექტორის და შენობების ენერგოეფექტურობის ზოგადი მიმოხილვა, საქართველოშ ენერგოეფექტურობის და შენობების სექტორის საკანონმდებლო საკითხები, შენობების ენერგოეფექტურობის დაფინანსების ინსტრუმენტები და სხვა.
„თანამშრომლობის გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან ენერგეტიკულ კვლევებსა და ენერგო-ინოვაციების შორის კავშირების გასაძლიერებლად“ (ENER2i)
პროექტის დონორი: ევროკომისია
პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის ოქტომბერი - 2016 წლის სექტემბერი
„ენერგოეფექტურობის ცენტრმა“ შვიდი ქვეყნის (ავსტრია, ბელარუსი, გერმანია, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უნგრეთი) ათ პარტნიორთან ერთად 2013 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო ევროკომისიის მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (INCO.2013-9.1) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობის გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან ენერგეტიკულ კვლევებსა და ენერგო-ინოვაციების შორის კავშირების გასაძლიერებლად“ (ENER2i - ENErgy Research to Innovation: Reinforcing cooperation with ENP countries on bridging the gap between energy research and energy innovation) განხორციელება. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.
მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრის შექმნა
პროექტის დონორი: ევროკომისიის პროგრამა INOGATE
პროექტის ხანგრძლივობა: 2015 წლის ივლისი - 2016 წლის აპრილი
ბენეფიციარი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დაინტერესებული მხარე: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
პროექტის მიზანი: მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრის შექმნა;
ძირითადი აქტივობები: (მიჰყევით ბმულს. . .) .
”მერების შეთანხმების გაძლიერების მოდელი საქართველოსა და უკრაინისთვის: სამოდელო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის”
”ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველო” ასოციაცია ”ენერგოეფექტური ქალაქების” პარტნიორობით განახორციელა პროექტი: ”მერების შეთანხმების გაძლიერების მოდელი საქართველოსა და უკრაინისთვის: სამოდელო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის”, დაფინანსებული ევრო კომისიის მიერ.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ხელი შეეწყო საქართველოს და უკრაინის ადგილობრივ თვითმართველობებისთვის (გრძელვადიან პერსეპქტივაში, კი აღმოსაველთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში) გააუმჯობესონ მათი ენერგეტიკული უსაფრთხოება, შეამცირონ დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე, შეამცირონ სათბური აირების ემისიები და გააუმჯობესონ საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების დონე. (მიჰყევით ბმულს. . .)
პროგრამა INOGATE - სტატისტიკური თანამშრომლობის მხარდაჭერის კომპონენტი
პროგრამა INOGATE (დაიწყო 1995 წელს) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის რეგიონული პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს ენერგეტიკის სფეროში ,,ბაქოს ინიციატივის“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დადგენილ პრიორიტეტებს.
ენერგოეფექტურობის ცენტრი თანამშრომლობს "ინოგეიტთან". 2014 წლის განმავლობაში ცენტრი ჩართული იყო აღნიშნული პროგრამის D კომპონენტში - "სტატისტიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა". ამ თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და საზოგადოებას წარედგინა ქვეყნის ენერგო ბალანსი 2013 წლისათვის.
განახლებადი ენერგიით გათბობის და გაგრილების პოლიტიკის საკანონმდებლო მარეგულირებელი მხარდაჭერა
პროექტი დაფინანსდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ. პროექტის განმახორციელებელი იყო ავსტრიული კომპანია Allplan. პროექტმა მოიცვა ექვი ქვეყანა - საქართველო, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცენტრის მიერ მომზადდა კვლევა-ანგარიში, რომელშიც აისახა საქართველოში განახლებადი ენერგიით გათბობის და გაგრილების კუთხით არსებული მდგომარეობა. კვლევის საფუძველზე მოხდება რეკომენდაციების შემუშავება ქვეყნისთვის.
“ენერგიის დაზოგვის ინიციატივა შენობებში” (ESIB)
პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ პროგრამა INOGATE-ის ფარგლებში. INOGATE-ის პროგრამა ეხმარება თანამშრომლობაში ევროკავშირისა და INOGATE-ის პარტნიორ ქვეყნებს ენერგეტიკული პოლიტიკის სფეროში.
INOGATE–ის მიერ დაფინანსებულმა ESIB-ის პროექტმა თანამშრომლობა დაიწყო „ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოსთან“ პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში. „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ უზრუნველყოფდა პროექტ ESIB-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოში და ასევე კავკასიის რეგიონში.
ESIB აფასებდა ენერგოეფექტურობის პოტენციალს შენობებში და უზრუნველყოფდა შესაბამის ინსტრუმენტებს არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისათვის:
-
კვალიფიციური რჩევა ენერგო პოლიტიკის სფეროში;
-
ტექნიკური დახმარება;
-
შესაძლებლობების გაძლიერება;
-
სადემონსტრაციო პროექტების მხარდაჭერა;
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო პროექტი ESIB–ის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებდა და აღნიშნავდა „ენერგოეფექტურობის დღეებს“ საქართველოში, შეიმუშავა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ერთობლივი ღონისძიებები შენობებში ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით (მიჰყევით ბმულს. . .) .
განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება
პროექტის დონორი - BP EXPLORATION (Caspian Sea) Ltd. და მისი პარტნიორები.
პროექტის ხანგრძლივობა - 2011 წლის დეკემბერი - 2013 წლის დეკემბერი
განხორციელებული პროექტები მოიცავს:
-
მზის თერმული სისტემის დაყენება თბილისის #203 საჯარო სკოლაში სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის;
-
მზის თერმული სისტემის დაყენება თბილისის SOS ბავშვთა სოფელში;
-
ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში;
-
განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება და განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის დაფინანსების მექანიზმის შემუშავება.
"მოდელი"
“მოდელის” პროექტის მიზანია ევროკავშირში ენერგომოხმარების შემცირება და დახმარება ადგილობრივი თვითმართველობებისთვის, რათა გახდნენ მოდელები საკუთარი მოქალაქეებისათვის და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.
“მოდელი “ ნიშნავს ენერგეტიკული მენეჯმენტის გაუმჯობესებას ადგილობრივ თვითმართველობებში. იგი ეხმარება მუნიციპალიტეტებს ენერგიის რაციონალურად გამოყენების სფეროში გახდნენ “მოდელები” მათი მოქალაქეებისა და ადგილობრივი დაინტერესებული პირებისათვის.
2010 წელს 6 საპილოტო ქალაქმა სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვეთიდან და უკრაინიდან გადაწყვიტეს გაიზიარონ ევროკავშირის 43 ქალაქის გამოცდილება, შეუერთდნენ “მოდელის” პროექტს და გახდნენ სამოდელო ქალაქები ენერგომენეჯმენტში საკუთარი მოქალაქეებისთვის.
ამისათვის აუცილებელია განხორციელდეს 7 პრაქტიკული ქმედება:
-
ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის საფუძვლების მომზადება;
-
ადგილობრივი თვითმართველობებში ენერგეტიკული ერთეულის ან ენერგეტიკული ჯგუფის ჩამოყალიბება;
-
ენერგომონიტორინგის სისტემისა და მონაცმემთა ბაზის დანერგვა;
-
ადგილობრივი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმის მომზადება ენერგოეფექტური პროექტებისათვის ინოვაციური ფინანსური მექნიზმის მოძიება და ათვისება;
-
ორი საზოგადოებრივი შენობის რეკონსტრუქცია;
-
კომუნიკაციის გაუმჯობესება მოსახლეობასთან მდგრადი ენერგეტიკული საკითხებთან დაკავშირებით.
“მოდელის” საპილოტო ქალაქები აწყობენ “გონივრული ენერგეტიკის მუნიციპალურ დღეებს”, რათა აჩვენონ მოსახლობას და ადგილობრივ პარტნიორებს, თუ როგორ შეიძლება ენერგიის დაზოგვა ყოვედღიურ ყოფაში.
პროექტის ფარგლებში გამოიცა პერიოდული საინფორმაციო ბიულეტენი:
CO2 ემისიების გამოთვლის ინსტრუმენტის შემუშავება საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის
„ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველო“ საქართველოში GIZ-ის წარმომადგენლობის მხარდაჭერით 2013 წელს განახორციელა პროექტი - „CO2 ემისიების გამოთვლის ინსტრუმენტის შემუშავება საქართველოს მუნციპალიტეტებისათვის“.
პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა CO2 ემისიების გამოთვლის ინსტრუმენტის შექმნა მუნიციპალიტეტებისათვის და მათი ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება ამ მიმართულებით. შემუშავებული ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს გამოთვალონ საბაზისო ემისიები, რომელიც მათ დაეხმარებათ როგორც მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის (SEAP) შემუშავებაში, ასევე მონიტორინგის გაწევაში ადგილობრივი SEAP-ის განხორციელების მიმართ.
პროექტი განხორციელდა გერმანულ ორგანიზაცია „კლიმატ ალიანს“-თან მჭიდრო თანამშრომლობით.
პროექტის შედეგები:
-
საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის შეიქმნა CO2 გამოთვლის ინსტრუმენტი;
-
შემუშავდა მონაცემების შეგროვების/მოძიების სისტემური მიდგომა მუნიციპალურ დონეზე;
-
„ენერგოეფექტურობის ცენტრმა“ მიიღო საჭირო ტექნიკური „ნოუ-ჰაუ“, რომელიც საშუალებას მისცემს დაეხმაროს და შეასწავლოს მუნიციპალიტეტებს მონაცემების შეგროვება და CO2 ემისიების გამოთვლის ინსტრუმენტით სარგებლობა;
-
მუნიციპალიტეტების თანამშრომლებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია მონაცემების შეგროვებაში ადგილობრივ დონეზე, ასევე CO2 ემისების გამოთვლის ინსტრუმენტით სარგებლობისა და CO2 ემისების დაზოგვის პოტენციალის განსაზღვრაში.
კვლევა: ენერგოეფექტურობის პოლიტიკის რეფორმები საქართველოს მუნიციპალიტეტებში
UNECE-ის ‘მდგრადი ენერგეტიკის განყოფილების’ დაკვეთითა და მხარდაჭერით ენერგოეფექტურობის ცენტრმა ჩაატარა კვლევა: "საქართველოს მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის რეფორმები“.
კვლევამ შეისწავლა, თუ როგორ შეცვალა მუნიციპალურმა ენერგოეფექტურობის პოლიტიკამ ენერგორესურსების მოხმარება ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებით.
კვლევამ გააანალიზა მუნიციპალური ენერგეტიკული სექტორის სტატუსი რეფორმებამდე, ამ მიმართულებით მიღწეული ცვლილებები მუნიციპალურ დონზე, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სექტორი, ასევე კიდევ რა დამატებითი ცვლილებები უნდა გატარდეს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (იხილეთ ანგარიში).
”პროგრამული სუფთა განვითარების მექანიზმის შემუშავება საქართველოს ახალი მცირე ჰესების პროექტებისათვის”
ნორვეგიული მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანიები ნორსკ ენერჯი და გაულდალ კონსალტი, ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად 2009 წლიდან ანხორციელებდნენ სამწლიან პროგრამას ”პროგრამული სუფთა განვითარების მექანიზმის (CDMPoA) შემუშავება საქართველოს ახალი მცირე ჰესების პროექტებისათვის”, რომლის ძირითადი მიზანი იყო საქართველოში მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა (მიჰყევით ბმულს. . .)
ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი
საქართველოში ენერგო უსაფრთხოების ხელშეწყობისათვის და ადგილობრივი განვითარებისათვის, BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული იქნა “ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის” პროექტი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული იყო სოფლის მოსახლეობაზე და მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობაში განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგო დამზოგი ტექნოლოგიების პოპულარიზაცია-დანერგვა (მიჰყევით ბმულს. . .).
დევნილი მოსახლეობის მიერ სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენება
პროექტი დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების” პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ძირითადი მიზნები:
-
დევნილი მოსახლეობისათვის აშენებულ დასახლებებში არსებული შენობების განახლებადი ენერგიის წყაროების და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის სოციალური, ტექნიკურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპეკტების შეფასება;
-
დევნილი მოსახლეობის მიერ ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სუფთა ენერგიის წყაროების დანერგვის შესახებ რეკომენდაციიების მომზადება;
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სუფთა ენეროტექნოლოგიების აღჭურვილობის შეძენა-დამონტაჟებაზე;
-
ცნობიერების ამაღლება დევნილ მოსახლეობას შორის ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლობების შესახებ მათი ენერგო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის:
ენერგომოხმარების სტატისტიკური და სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება: დევნილთა განსახლების ადგილების მიხედვით; მოხმარებული ენერგიის ოდენობისა და ენერგიაზე მოთხოვნილების შესწავლა; დევნილთა განსახლების სხვადასხვა ადგილებისთვის ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისების პოტენციალის განსაზღვრა.
შეგროვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგების დონორ ორგანიზაციასთან და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან კონსულტაციების საფუძველზე დევნილთა განსახლების ობიექტების შერჩევა და ტიპიური შენობებისათვის ენერგოაუდიტის ჩატარება, რომელიც მოიცავს ენერგომოხმარების მდგომარეობის შესწავლასა და ანალიზს და ენერგოდამზოგი ღონისძიებების პაკეტის შემუშავებას.
პროექტის ფარგლებში მომზადდა დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რეკომენდაციები და სატენდერო დოკუმენტაცია სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვისათვის დევნილთა დასახლებებში.
მცირე ჰიდროელექტროსადგურებისათვის ფინანსური ინჟინერინგი საქართველოში
პროგრამა ინიცირება მოხდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ. ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი პოტენციალის გაზრდა ფინანსური საკითხების შემუშავებაში.
პროექტი განკუთვნილი იყო საქართველოში მცირე ჰესების მფლობელთათვის, პრომოუტერებისათვის, ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის.
პროექტი შედგებოდა სამი ტრეინინგ-სესიისაგან,, რომლებიც ჩატარდა 2007 წლის დეკემბრიდან 1-1.5 თვის ინტერვალით, სადაც სპეციალისტებმა და მენეჯერებმა გაიარეს მცირე ჰიდროელექტროსადგურების ბიზნეს გეგმების შემუშავების ტრეინინგებს.
ფინანსური ინჟინერინგის პროგრამა დაიწყო 2007 წლის 10 დეკემბერს, რომლის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას ფინანსური ინსტიტუტების, ენერგეტიკის წამყვანი ორგანიზაციების, მცირე ჰესების მეპატრონეების და მცირე ჰესების პრომოუტერების წარმომადგენლები.
სამი ტრეინიგ-სესიის დროს, რომელთაგანაც თითოეულის ხანგრძლიობა 2-3 დღეს შეადგენდა, მონაწილეებს ეეც და ENSI ექსპერტებმა წაუკითხეს ლექციები, ჩაუტარეს სავარჯიშოები და ინდივიდუალური კონსულტაციები.
საქართველო - ინვესტირების შესაძლებლობები ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში
ნორვეგიულმა ენერგო კომპანიამ ECON, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებში შესწავლილ იქნა საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საინვესტიციო შესაძლებლობები.
ECON აგრეთვე მოამზადა პერსპექტიული ჰეს-ების (ჯამური სიმძლავრით 1100 მვტ) წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასება.
გაეცანით ვებ-გვერდს http://www.georgiahydroinvest.com/draft/, სადაც წარმოდგენილია პროექტის შედეგები და წინასწარი საინვესტიციო წინადადებები.
“სუფთა განვითარების მექანიზმი - მრეწველობის განვითარების და სიღატაკის დაძლევის საშუალება სამხრეთ კავკასიაში”
პროგრამა, რომლის სპონსორი იყო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, განახორციელა ორმა ნორვეგიულმა საწარმომ - “ნორსკ ენერჯიმ” (www.energi.no) და “ეკონმა” (www.econ.no) ქართულ ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”-სთან ერთად.
ენერგოეფექტური პროდუქციის დისტრიბუციის ხელშეწყობა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სისტემების გამოყენებით
პროექტი დაფინანსდა განათლების განვითარების აკადემიის (AED)/USAID ქვე-კონტრაქტორის Winrock-ის მიერ, dot-ORG პროგრამის ფარგლებში.
პროექტი ითვალისწინებდა ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ შემუშავებული ელექტრონული ბაზრის ვებ-გვერდის განვითარებას და მოდიფიცირებას, რომელიც მოიცავდა შემდეგ საქმიანობებს:
-
მწარმოებლების/დისტრიბუტორების მოზიდვა და ელექტრონულ ბაზარზე მათ პროდუქციაზე ინფორმაციის განთავსება. პრიორიტეტული მომხმარებლები იქნებიან ენერგოეფექტური (სამშენებლო და ელექტრო მასალები/მოწყობილობები) და განახლებადი ენერგიის პროდუქციის (ბიოგაზი, ენერგოეფექტური ღუმელები, მცირე ჰიდრო სადგურები, მზის პანელები და ა.შ.) მწარმოებლები.
- პოტეციური მომხმარებლების აზრის გათვალისწინებით ელექტრონული ბაზრის ვებ-გვერდის სტრუქტურისა და ბიზნეს მოდელის რეკონსტრუქცია.
- საერთაშორისო ხმოვანი სიგნალების სისტემის (IVR) დანერგვა, რათა ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს იმ მომხმარებლებისათვის, რომელთაც არა აქვთ ინტერნეტი და უპირატესობას ანიჭებენ სატელეფონო ბიზნეს ურთიერთობებს.
- ბიზნეს მოდელის შემუშავება და სრულყოფა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული ბაზრის ფინანსური მდგრადობას.
სუფთა განვითარების მექანიზმი - მცირე და მიკრო ჰიდრო ელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკთან - მსოფლიო ბანკთან (რომელიც მოქმედებს ნახშირბადის პროტოტიპული ფონდის, სათემო განვითარების ნახშირბადის ფონდის, ნიდერლანდების სუფთა განვითარების ორგანოს, ასევე იტალიის, დანიის და ესპანეთის ნახშირბადის ფონდების სახელით და ავტორიზებულია სერტიფიცირებული და ვერიფიცირებული ემისიების შესყიდვაზე) განზრახულობათა ოქმს ხელმოწერის შემდეგ ვმოქმედებთ რა, როგორც USAID-ის მიერ "ენერგეტიკული განვითარება სოფლად" პროექტის ფარგლებში "მცირე და მიკრო ჰიდრო ელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის" შედეგად ემისიების შემცირების შემაჯგუფებელი სააგენტო (bundling agency) განსახილველად წარმოვადგენთ შემდეგ დოკუმენტებს:
ენერგეტიკის განვითარება სოფლად - დაფინანსდა USAID მეშვეობით.
ევროგაერთიანების ტასისის პროგრამის მიერ დაფინანსებული "სუფთა წარმოება დსთ-ს შერჩეულ ქვეყნებში – მოლდოვა, საქართველო და ყაზახეთი"
სუფთა წარმოების პროექტის საერთო მიზანი იყო დსთ-ს ქვეყნებში სუფთა წარმოების სტრატეგიის ხელშეწყობისა და განხორციელების მეშვეობით კატალიტიკური ეფექტის მიღწევა.
2005-2006 წლებში განხორციელდა პროექტი "ეკოლოგიურად უსაფრთხო საშენი მასალების ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ქსელის განვითარება" . პროექტი დაფინანსდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ეკონომიკური და ბიზნეს განვითარების პროგრამის ფარგლებში.
მსოფლიო ბანკის სოციალური პროგრამის - “იდეების კიდობანის” ფარგლებში დაფინანსდა პროექტი “მზის ენერგიის გამოყენება ილტოს დაცული ტერიტორიის მეზობელი სოფლების საკეთილდღეოდ”.
მზის ენერგიის მეშვეობით განათდა კიდევ ერთი ქართული სოფელი
ენერგოეფექტურობის ცენტრმა ABCO-საქართველოსთან ერთად, Winrock International-ს ლიდერობით განახორციელა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსადაცვითი ბიზნესისის დაფინანსების პროგრამის (EBFP) პროექტი “საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ენერგოეფექტურობის და განახლებად ენერგეტიკის საქმიანობის ბაზრის შესწავლა”.
პროექტი ითვალისწინებდა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის ბაზრის შეფასებას და შეისწავლა: საფინანსო, მიკრო-საფინანსო და ლიზინგის; ენერგეოეფექტურობის და განახლებადი ენერგეტიკის ასათვისებელი მოწყობილობებისა და/ან მომსახურეობის მომწოდებისა და ასეთი მოწყობილობებისა და/ან მომსახურეობის მომხმარების პოტენციალი.
ტრეინინგი “თემის განვითარება და ენერგია”
G.E.ORG.I.A SYS - იტალიურ-ქართული ერთობლივი პროექტი - გაზის და ელექტროენერგიის ორგანიზაციის ინტერაქტიული გაუმჯობესებული სისტემა .
განახლებადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების ტრეინინგი სათემო ორგანიზაციების /საინიციატივო ჯგუფებისათვის (CBO)
CFF OPET
OPET კავკასია
Synergy პროექტი
მდგრადი ენერგია ტუბერკულოზით დაავადებულთა სამსახურში
საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში ჰიდროელექტროსადგურების, კაშხალებისა და წყალსაცავების უსაფრთხოების კვლევა და მონიტორინგი
ენერგოეფექტურობა საბინაო-სამშენებლო სექტორში - თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის გათბობა-ვენტილაციის სისტემის მოდერნიზაცია (1998-1999 წწ).
გათბობისა და ცხელ წყალმომარაგების ახალი სისტემის დადგმა თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ESCO-ს პრინციპის დანერგვის მიზნით (2000 წ.)
ენერგოეფექტურობა სამრეწველო სექტორში - მზის კოლექტორების დამონტაჟება რძის კომბინატ “ამალთეა”-ში (1999-2000 წწ.). პროექტის შედეგად ყოველწლიურად იზოგება 517 მვტსთ. ელექტროენერგია.
ჰიდროენერგიის აღდგენა; ელექტროენერგიის განაწილების გაუმჯობესება - საპილოტო პროექტი "სურამულა მჰესი" (1999-2000). სურამულა მცირე ჰესზე დამონტაჟდა ადგილობრივი წარმოების 100 კვტ სიმძლავრის ჰიდროაგრეგატი.
მდგრადი ენერგია ტუბერკულოზით დაავადებულთა სამსახურში (2003-2004 წწ). დამკვეთი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.
ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილების ავარიული განათებისათვის მზის მიკრო-ფოტო-ელექტროსადგურის და მზის ორკონტურიანი წყალგამაცხელებელი სისტემის მოწოდება–მონტაჟი. გარემოს კლიმატის ცვლილების მექანიზმების პოპულარიზაცია.
ენერგიის დაზოგვა - ბუკლეტის - "მითითებები მცირე ფერმერულ მეურნეობებში ბიოგაზის დანადგარის ასაშენებლად" შემუშავება, გამოქვეყნება და გავრცელება (2001 წ.)
თბილისის მეტროპოლიტენისათვის ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების რეკომენდაციების შემუშავება (1999 წ.)