English Version

 

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

დოკუმენტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

აჭარის რეგიონის დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებისთვის შერჩეული ტექნიკური გადაწყვეტილებების დანერგვისათვის საველე ტესტირების სამოქმედო გეგმის განხორციელება

პროექტის ხანგრძლივობა: 2016 წლის ოქტომბერი – 2017 წლის ოქტომბერი.

2016-2017წლის ზამთრის პერიოდში საველე ტესტირების რეკომენდირებული ღონისძიებები მოიცავს:

  • შეშის ჩანაცვლება ისეთი ალტერნატიული საწვავით, როგორიცაა ნახერხის ბრიკეტები, თხილის ნაჭუჭი და/ან ქვანახშირი;

  • ორი ტიპის ნერგოეფექტური ღუმელის ტესტირება, კერძოდ: ენერგოეფექტური ღუმელი თხილის ნაჭუჭისთვის და ენერგოეფექტური ღუმელი ქვანახშირისთვის;

  • მზის წყალგამაცხელებელი სისტემების ტესტირება ოჯახებში ამავე მიზნით გამოყენებული შეშის ჩასანაცვლებლად;

  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სახლის დათბუნების უფასო ან იაფი ენერგოეფექტური ღონისძიებების შესახებ, პრაქტიკული მაგალითების დემონსტირირებით, თუ რა შედეგს მოიტანს ასეთი ღონისძიებები ეფექტური გათბოსი და სახლში კომფორტის დონის ამაღლების თვალსაზრისით;

  • სამიზნე სოფლების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საწვავი შეშის ეფექტური გამოყენების შესახებ, შეშის შენახვის სწორი მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზით;

  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სამიზნე სოფლების ოჯახებში განხორციელებული ენერგოეფექტური ღონისძიებების შესახებ, შეშის ჩასანაცვლებლად შერჩეული და ტესტირებული საწვავის სახეების, სხვადასხვა საწვავისათვის გამოყენებული ენერგოეფექტური ღუმელების, წყლის გასათბობი მზის ენერგოსისტემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, მოსახლეობაში საინფორმაციო ლიფლეტების გავრცელების საშუალებით.

შერჩეული ტექნიკური გადაწყვეტილებების განსახორციელებელი ღონისძიებები;

  1. შეშის ჩანაცვლება ალტერნატიული საწვავით: ნახერხის ბრიკეტებით და თხილის ნაჭუჭით

  • ნახერხის ბრიკეტების ტესტირება სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის საკლასო ოთახში 2016-2017 წლის ზამთრის სეზონის განმავლობაში;

  • თხილის ნაჭუჭის ტესტირება სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის საკლასო ოთახში და შერჩეულ ოჯახებში, რომლებმაც გამოთქვეს ტესტირებაში მონაწილეობის და თანადაფინანსების სურვილი;

  1. ენერგოეფექტური ღუმელების დანერგვა თხილის ნაჭუჭის და ბრიკეტების დასაწვავად

  • ტესტირებაში მონაწილე ოჯახების საკუთრებაში მყოფი შეშის ღუმელების მოდერნიზაცია თხილის ნაჭუჭის დასაწვავად;

  • ბრიკეტების დასაწვავი ენერგოეფექტური ღუმელის დადგმა სოფელ ქედქედის საჯარო სკოლაში;

  • თხილის ნაჭუჭის დასაწვავი ენერგოეფექტური ღუმელის დადგმა სოფელ ქედქედის საჯარო სკოლაში;

  1. მზის თბური კოლექტორების დანერგვა ოჯახებში წყლის გასაცხელებლად, ამავე მიზნით გამოყენებული შეშის ჩასანაცვლებლად;

  • მზის თბური კოლექტორები დამონტაჟდება და გამოიცდება მინიმუმ ოთხ ოჯახში 2017 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში

  1. შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება: სახლის დათბუნების სადემონსტრაციო მიკრო ღონისძიებები, ტესტირებული ღონისძიებების ამსახველი თემატური ლიფლეტების დაბეჭდვა და გავრცელება

  • უფასო ან/და იაფი მასალებით ფანჯრებისა და კარების დათბუნების მიკრო ღონისძიებების ჩატარება ოჯახების უმრავლესობასა და სკოლაში

  • სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ლიფლეტების დაბეჭდვა და გავრცელება, რომლებიც მოიცავენ შემდეგ საკითხებს: შეშის სწორი შენახვა და მოხმარება; ბინების დათბუნების მარტივი ხერხები; ენერგოეფექტური ღუმელები სხვადასხვა ტიპის საწვავისათვის; ბიომასის საწვავის (ბრიკეტები, თხილის ნაჭუჭი) გამოყენება შეშის ჩასანაცვლებლად მაჭახელას თემის სოფლებში; მზის ენერგიის გამოყენება წყლის გასაცხელებლად.

  1. ტესტირებული ღონისძიებების მონიტორინგი და შეფასება ადგილებზე

  • მონაცემების პერიოდული შეგროვება ტესტირებაში მონაწილეებისგან, მონიტორინგის ანგარიშების შედგენა;

  • გამოკითხვის ჩატარება მონაწილეებში და თემში, ტესტირებული ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად  ტყის რესურსების ჭრის შემცირებისა და ენერგოდანახარჯების  შეფასებისათვის.


გვერდი განახლებულია 2017 წლის 23 იანვარს.

| მთავარი გვერდი | პროექტები |