პროფ. თეიმურაზ გოჩიტაშვილის ინგლისურენოვანი მონოგრაფია საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორი გარდამავალ პერიოდში 
მონოგრაფიაში მოცემულია საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორის დღევანდელი მდგომარეობა, მისი განვითარების პერსპექტივები და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები; მასში განხილულია აგრეთვე რეგიონის ნავთობისა და გაზის საბადოების პოტენციალი, მოპოვებისა და ევროპულ ბაზრებზე მიწოდების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრნაზიტო და შიდა მაგისტრალური მილსადენების საიმედოობისა და უსაფრთხოების საკითხებს. მონოგრაფია განიხილავს აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციის პრობლემებს.
საქართველოს მაგისტრალური ნავთობ- და გაზსადენები (ანოტაცია ).
ნაშრომის სრული ელექტრონული ვერსიის მიღების მსურველები დაგვიკავშირდით.
საქართველოს ენერგეტიკა. გაზის სექტორის განვითარების პრიორიტეტები.
ნაშრომში განხილულია საქართველოს ენერგეტიკის, კერძოდ, ბუნებრივი გაზის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა, საპროგნოზო შეფასებები და განვითარების სტრატეგიული მიმართულებები. რეკომენდებულია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ბაზრის ლიბერალიზაციისა და რეგიონულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებები.
ნაშრომის ელექტრონული ვერსია ქართულად და ინგლისურად .
საქართველოში განახლებადი და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების ბაზრის აღწერა და ანალიზი 
|