EEC logo

English Version

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

დოკუმენტები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

კალკულატორები

კონტაქტი


მერების შეთანხმება


"მერების შეთანხმება" არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ "მერების შეთანხმების" ოფიციალურ საიტზე.

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო 2014 წლიდან არის "მერების შეთანხმების" ოფიციალური მხარდამჭერი ოფიციალური მხარდამჭერები ასევე არიან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „მდგრადი კავკასია“.

"მერების შეთანხმების" ეროვნული კოორდინატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

"მერების შეთანხმების" შესახებ ქართულენოვანი ბროშურის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან

ინფორმაცია მერების შეთანხმებასთან მიერთებული ქალაქების და მუნიციპალიტეტების შესახებ იხილეთ ქვემოთ.

  Georgia CoM Signatories  
     
 
ხელისმომწერები (სულ 32) მოსახლეობა ვალდებულება სტატუსი მიერთების წელი
 ასპინძის მუნიციპალიტეტი 10,372 მიერთება 2023
 ახალციხის მუნიციპალიტეტი 20,992 სამოქმედო გეგმა 2014
 ახმეტის მუნიციპალიტეტი 31,461 მიერთება 2018
 ბაღდათის მუნიციპალიტეტი 21,582 მიერთება 2019
 ბათუმი 152,839    სამოქმედო გეგმა 2011
 ბოლნისის მუნიციპალიტეტი 53,590   სამოქმედო გეგმა 2015
 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 19,001 მიერთება 2017
 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 21,221 მიერთება 2018
 დმანისის მუნიციპალიტეტი 19,141 მიერთება 2023
 დუშეთის მუნიციპალიტეტი 26,100 მიერთება 2022
 გორის მუნიციპალიტეტი 125,692    სამოქმედო გეგმა 2012
 გურჯაანის მუნიციპალიტეტი 54,337 მიერთება 2018
 ქუთაისი 147,635 მიერთება 2011
 ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 3,795     მიერთება 2015
 ყვარელის მუნიციპალიტეტი 29,827 მიერთება 2018
 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 41,678 მიერთება 2018
 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 31,486 მიერთება 2017
 არტვილის მუნიციპალიტეტი 30,900 მიერთება 2023
 მცხეთის მუნიციპალიტეტი 53,900   სამოქმედო გეგმა 2015
 ონის მუნიციპალიტეტი 6,230 მიერთება 2022
 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 62,500 მიერთება 2017
 ფოთი 41,465 მიერთება 2017
 რუსთავი 120,800 სამოქმედო გეგმა 2011
 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 59,212 მიერთება 2018
 სენაკის მუნიციპალიტეტი 21,596 მიერთება 2023
 შუახევის მუნიციპალიტეტი 14,800 მიერთება 2023
 სიღნაღის მუნიციპალიტეტი 29,948 მიერთება 2018
 თბილისი 1,110,000 მონიტორინგი 2010
 თელავის მუნიციპალიტეტი 38,721 სამოქმედო გეგმა 2015
 თიანეთის მუნიციპალიტეტი 9,468 მიერთება 2015
 ცაგერის მუნიციპალიტეტი 10,400 მიერთება 2023
 ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 62,511 სამოქმედო გეგმა 2013
         
 
 

სტატუსი:

სტადია 1: შეთანხმებასთან მიერთებ

სტადია 2: სამოქმედო გეგმის წარდგენა

სტადია 3: შედეგების მონიტორინგი

 

დამხმარე ლიტერატურა იხილეთ აქ.

 

 

   ბოლო განახლება: 21 აპრილი, 2023