ცენტრი ახორციელებს პროექტებს როგორც სამრეწველო, ასევე საყოფაცხოვრებო სექტორისათვის. ცენტრი ხელს უწყობს განახლებადი (მზის, ქარის, ჰიდრო, გეოთერმული, ბიო) ენერგიის გამოყენებას.
შემოსავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება ენერგოეფექტურ მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში
ხანგრძლივობა: მარტი, 2024 - მაისი, 2024
მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა საჭირო კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალას მოითხოვს. საჭიროა კვალიფიციური მუშახელი, რომელიც აცნობიერებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც მწვანე ეკონომიკა გვთავაზობს და ხელი შეუწყოს მწვანე ზრდას. განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა გამოიწვევს სამუშაო ადგილების ზრდას ქვეყანაში, როგორც უშუალოდ ამ სფეროებში, ასევე განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წარმოებაში, ინფრასტრუქტურაში და ა.შ.
განახლებადი ენერგიის სფეროში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება სხვადასხვა სექტორში, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულება, შექმნის მოთხოვნას კვალიფიციურ და სერტიფიცირებულ მუშახელზე.
RECONOMY თანამშრომლობს და მხარს უჭერს ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოს (ეეცს) ახალი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და ამოქმედებაში, რომელიც მოამზადებს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების (EPC) ექსპერტებს. პროექტის მთავარი მიზანია გააუმჯობესოს ქალებისა და ახალგაზრდების უნარები განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის სფეროში და შენობების ენერგოეფექტურობის მახასიათებლები, შესაბამისი ბაზრის განვითარებითა და ახალი, მოთხოვნადი სასწავლო კურსის შემუშავებითა და ამოქმედებით შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატორებისთვის (EPCs). ამ გზით, EECG აფართოებს მწვანე დასაქმებისა და შემოსავლის შექმნის შესაძლებლობებს ქალებსა და ახალგაზრდებს შორის, შეესაბამება როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ბაზრის მზარდ მოთხოვნას შენობების ენერგოეფექტურობის შესაფასებლად საჭირო ცოდნისა და უნარების მქონე პროფესიონალებზე.
აქტივობები: შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის (საგანმანათლებლო სტანდარტის) და მისი განხორციელების სტრატეგიის შემუშავება, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და მასალების მომზადება, EPC-სთვის სასწავლო პროგრამების შემუშავება, პროფესიული მომზადებისა და პროფესოილი გადამზადების პროგრამების განხორცილების უფლების მოპოვება. სასწავლო კურსის პოპულარიზაცია და მარკეტინგი, სპეციალისტების გადამზადება და ტრენინგი, შემუშავებული სასწავლო პროგრამის პილოტირება, რეგიონალური ონლაინ სემინარი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.
მოსალოდნელი შედეგები: სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების (EPC) სასწავლო პროგრამა; სულ მცირე 30 ქალმა და ახალგაზრდამ, მათ შორის სოცუალურად დაუცველმა და იზოლირებულმა მიიღო მონაწილეობა საპილოტე გადამზადების პროგრამაში. ტრენერთა გადამზადების პროგრამაში 10-12 სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას.
მოწვევა წინადადების წარსადგენად - შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების სასწავლო პროგრამის კომუნიკაციისა და მარკეტინგის გეგმის შემუშავება.
ევროპული ენერგოეფექტურობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინასთან ურთერთსასარგებლო პარტნიორობისთვის (3ე პარტნიორობა)
დონორი: ევროკავშირის თანადაფინანსება
ხანგრძლივობა: 2023 წლის იანვარი - 2027 წლის იანვარი (36 თვე)
პარტნიორი ინსტიტუტები: ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია; მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია; ლა კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი; მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უკრაინის სახელმწიფო უნივერისტეტი; დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა; ADA-ს უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი; ხაზარის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თელავის სახელმწოფო უნივერსიტეტი; ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო.
პროექტის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოდერნიზაცია და გაძლიერება აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში, რომელიც ხელს შეუწყობს მათი შესაძლებლობების განმტკიცებას ენერგეტიკული მდგრადობისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მიმართულებით.
სამუშაო პაკეტები (WP):
- WP 1 - პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია
- WP 2 - ენერგოეფექტურობის ცოდნის ერთობლივი შექმნა
- WP 3 - სასწავლო გეგმის ერთობლივი შემუშავება ენერგოეფექტურობში
- WP4 - პარტნიორობა ენერგეტიკაში
- WP 5 - პროექტის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი
- WP 6 - კომუნიკაცია და ინფორმაციის გავრცელება.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი.
პარტნიორობა პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სფეროში შენობებში „მწვანე“ და „ჭკვიანი“ ელექტროენერგიისთვის - VET4GSEB
დონორი: ევროკავშირი
ხანგრძლივობა: 2023 წლის იანვარი - 2024 წლის დეკემბერი
პროექტის მიზანია პროფესიული განათლების მიმწოდებლების უზრუნველყოფა მორგებული გადაწყვეტილებებით, სასწავლო მასალებით, ინსტრუმენტებითა და სახელმძღვანელოებით, რათა მათ საშუალება მიეცეთ განაახლონ და გააუმჯობესონ თავიანთი სასწავლო პროგრამები და პრაქტიკა, რათა დააკმაყოფილონ უნარ-ჩვევები, ცოდნა და კომპეტენციები სამშენებლო და განახლებადი ენერგიების მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზარი.
ძირითადი ამოცანები
VET4GSEB პროექტის მთავარი ამოცანაა პროფესიული განათლებისა და სწავლების სფეროში გამოცდილების და მოწინავე პრაქტიკის გადატანა ევროპის ორი ქვეყნიდან (ბულგარეთი და თურქეთი) პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნებში, კერძოდ ალბანეთში, უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში.
მოსალოდნელი შედეგები
78 მაღალკვალიფიციური ეროვნული პროფესიული განათლების ტრენერი, რომლებიც გააუმჯობესებენ თავიანთ სწავლების მეთოდებს და უზრუნველყოფენ ბაზრის საჭიროებებზე მორგებულ განახლებულ ტრენინგის შეთავაზებას განახლებადი ენერგიების სექტორის სპეციალისტებისთვის.
დაგეგმილი საპროექტო აქტივობები განხორციელდება 5 სამუშაო პაკეტში შემდეგნაირად:
- პაკეტი-1 - პროექტის მენეჯმენტი
- პაკეტი-2 - საჭიროებების ანალიზი და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები
- პაკეტი-3 - სასწავლო ინსტრუმენტების და მასალების მომზადება
- პაკეტი-4 - ტრენერების მომზადება (3 ტრენერის საპილოტე ტრენინგი თითო ქვეყანაში + ეროვნული სასწავლო კურსები 10 ტრენერისთვის თითოეულ ქვეყანაში)
- პაკეტი-5 – გავრცელება და ზეგავლენა
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი.
მოწვევა ეროვნულ ტრენინგზე ტრენერთათვის - შენობებში მზის ფოტოელექტრული და ჭკვიანი სისტემები.
თბილისში მდებარე მრავალსართულიანი შენობის ენერგოეფექტურობის შეფასება
დონორი: კლიმატის პარტნიორობის გლობალური ფონდი (GCPF)
ხანგრძლივობა: თებერვალი 2024 - თებერვალი 2024
ენერგეტიკული შეფასების მიზანია მშენებარე მრავალბინიანი (მრავალსართულიანი) საცხოვრებელი შენობის საპროექტო მონაცემების შედარება საბაზისო (ენერგოეფექტური მინიმალური მოთხოვნების შესაბამის) მაჩვენებლებთან, რის საფუძველზეც მომზადდება დოკუნენტი (ენერგოაუდიტის ანგარიში), სადაც ასახული იქნება საბაზისო მონაცემებთან შედარებით (GCPF) ფონდის მიერ დაწესებული მინიმალური 20%-იანი დაზოგვების მიღწევა.
ძირითადი ამოცანები
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა „Inn Development“-ის მიერ მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეფასება და აღნიშნული შენობის პროექტის შედარება მოქმედ ეროვნულ ენერგოეფქტურობის რეგულაციებთან (მინიმალურ მოთხოვნებთან).
პროექტის ფარგლებში ეეც (კონსულტანტი) განახორციელებს:
• არსებული შენობის პროექტის ენერგიის მოთხოვნის დადგენა;
• შენობის გარსის კომპონენტების შეფასება (გარე კედლები, სახურავი, იატაკი, ფანჯრები), მათი თანხვედრა არსებუ ეე რეგულაციებთან;
• ეე გაუმჯობესების ღონისძიებების რეკომენდაციების შემოუშავება 20%-იანი წლიური ჯამური დაზოგვის მისაღწევად.
• განახლებადი ენერგოტექნოლოგიების რეკომენდაციების შემუშავება ენერგომოთხოვნისა და საინვესტიციო ხარჯების შესამცირებლად.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის განხორციელების შედეგად შემდეგი სახის შედეგები მიიღწევა:
• არსებული შენობის პროექტის ენერგეტიკული შეფასების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარმოება დამხმარე ფოტო მასალებისა და დოკუმენტაციის ჩათვლით;
• საბოლოო ენერგოაუდიტის ანგარიშის წარმოება GCPF საინვესტიციო მენეჯერის კომენტარების გათვალისწინებით.
მზის ენერგია და მდგრადი ურბანული სივრცეები საქართველოს მერების შეთანხმების (CoM) მუნიციპალიტეტებში
დონორი: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) მცირე გრანტების პროგრამის (SGP) ფარგლებში
ხანგრძლივობა: 01 ნოემბერი, 2023 - 01 მაისი, 2025
პროექტის მიზანი
- ხელი შეუწყოს მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებს (ფოთი და დედოფლისწყარო) მდგრადი ურბანული სივრცეების შექმნაში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დანერგვისა და ადგილობრივად ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგიის გამოყენების გზით.
პროექტის ამოცანები
- ინოვაციური და ინტეგრირებული ურბანული გადაწყვეტილებების/მიდგომების პოპულარიზაცია და დაბალემისიანი ტექნოლოგიებისა და მდგრადი ურბანული სივრცეების დემონსტრირება მერების შეთანხმების (დედოფლისწყარო, ფოთი) მუნიციპალიტეტებში;
- ჰიბრიდული ანდა ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ხელშეწყობა, როგორც მწვანე მობილობის, მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენი პუნქტების მონტაჟის გზით;
- მუნიციპალურ სივრცეებში დაბალემისიანი ტექნოლოგიებისა და მდგრადი ურბანული პრაქტიკის პოპულარიზაცია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებში;
- საზოგადოების ინფორმირებულობის გაზარდა როგორც განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების შესახებ, ასევე საწვავის მოხმარების შემცირების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სათბურის გაზების ემისიებისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირებას;
- საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტ(ებ)ის (დედოფლისწყარო, ფოთი) ხელშეწყობა მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების (SECAPs) განხორციელებაში და მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
ODYSSEE-MURE „ენერგოეფექტურობის კომპონენტის მონიტორინგი კლიმატ- ნეიტრალურობისათვის“
დონორი: ევროკომისია
ხანგრძლივობა: 2023 წლის ივნისი - 2025 წლის მაისი
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკის შემქმნელებს ევროკომისიაში, წევრ სახელმწიფოებში და ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებში, რათა დანერგონ ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივის (EED) ჩარჩო რაც შეიძლება ეფექტურად ეროვნულ დონეზე. ის უზრუნველყოფს განახლებულ, კარგად გამოცდილ, მოსახერხებელ მონაცემთა ბაზებს და ვებ ინსტრუმენტებს ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ზემოქმედების მონიტორინგისა და შეფასებისთვის.
ODYSSEE მონაცემთა ბაზა და ობიექტები შეიცავს და აანალიზებს ენერგიის მოთხოვნისა და ენერგოეფექტურობის უახლეს ინდიკატორებს. MURE მონაცემთა ბაზა და ობიექტები შეიცავს და აანალიზებს ენერგოეფექტურობის პოლიტიკასა და ღონისძიებებს.
EECG-ს ამოცანები:
- მონაწილეობა 4 რეგიონულ სემინარში (პროექტის სემინარები);
- ODYSSEE მონაცემთა ბაზის 1 განახლება/წელი - 3 განახლება პროექტის განმავლობაში;
- MURE მონაცემთა ბაზის 2 განახლება;
- ODYSSEE-MURE-ის შესაძლებლობების განვითარებაში მონაწილეობა ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნების ინდიკატორებისა და პოლიტიკის შეფასებაში;
- გასავრცელებელი მასალების მომზადება.
მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (CoM East) - ფაზა III
პროექტის დონორი: ევროკავშირი
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2021 - დეკემბერი, 2025.
მერების შეთანხმების ოფიციალური ვებ-გვერდი.
მიუხედავად იმისა, რომ CoM East II ფაზა უფრო მეტად იყო ფოკუსირებული ეროვნულ მიღწევებზე, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს CoM East-ის როლის, როგორც ჭეშმარიტად რეგიონულ ინიციატივის გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობას და კარგად არის ჩართული მერების შეთანხმების გლობალურ პროგრამაში (GCoM), ამასთან, შენარჩუნებულია ეროვნული აქცენტები.
ზოგადი მიზანია საშუალება მისცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადგილობრივ ხელისუფლებას განავითარონ და განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატური ქმედებები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სათბურის გაზების ემისიის და ენერგიის მოხმარების შემცირებას, განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდას და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას. ან, თუ დაყოფილია ცალკეულ ზემოქმედებებად, ჩვენ შეგვიძლია აღვწეროთ ისინი შემდეგნაირად:
- შეთანხმების ხელმომწერებს უფრო მეტად შეუძლიათ განავითარონ და განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატური ქმედებები 2025 წელს 2021 წელთან შედარებით;
- შეთანხმების ხელმომწერები ამცირებენ CO₂ ემისიებს 2025 წლის ბოლოსთვის 2021 წელთან შედარებით;
- შეთანხმების ხელმომწერები ამცირებენ ენერგიის მოხმარებას 2025 წლის ბოლოსთვის 2021 წელთან შედარებით;
- შეთანხმების ხელმომწერები ზრდიან განახლებადი ენერგიის გამომუშავებას 2025 წლის ბოლომდე 2021 წელთან შედარებით;
- შეთანხმების ხელმომწერები ზრდიან ადაპტაციის პროექტების რაოდენობას 2025 წლის ბოლოსთვის 2021 წელთან შედარებით.
გეგმები და მოსალოდნელი შედეგები
1. ადგილობრივი ხელისუფლების მეტად წახალისება, ხელი მოაწერონ მერების შეთანხმებას და მის 2030 წლის მიზნებს და გაზარდონ რეგიონული და ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერა CoM-ის ხელმომწერების მიმართ = შედეგი 1.1. ხელმომწერთა რაოდენობა აგრძელებს ზრდას და ყველა ვალდებულია განახორციელოს 2030 წლის მიზნები ენერგეტიკისა და კლიმატის სფეროში, რეგიონალური და ეროვნული ხელისუფლების გაზრდილი მხარდაჭერით.
2. დახმარება გაუწიოს CoM-ის ხელმომწერებს მათი მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატი სამოქმედო გეგმების (SECAP) შემუშავებასა და განხორციელებაში, ადგილობრივი დაგეგმვისა და მართვის გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების ჩათვლით. გარდა ამისა, პროექტი უზრუნველყოფს მიზანმიმართულ მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ხელმომწერთა ხელმისაწვდომობას მუნიციპალური პროექტების დაფინანსებაზე, განსაკუთრებით იმ პროექტებზე, რომლებიც SECAP-ის ნაწილია = შედეგი 2.1. SECAP-ების ან მსგავსი მდგრადი განვითარების ადგილობრივი გეგმების შემუშავება და ეფექტიანი განხორციელება = შედეგი 2.2. გაუმჯობესდა მცირე და საშუალო ზომის მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები პროექტების მოსამზადებლად და ისინი იზიდავენ ფინანსებს და ახორციელებენ პროექტებს; სამიზნე მუნიციპალიტეტების არანაკლებ 30%-ს აქვს (ან გეგმავს) პროექტის განხორციელება = შედეგი 2.3. მოწინავე ხელმომწერები გადადიან დაფინანსების მოწინავე ინსტრუმენტებზე და აფართოებენ მდგრადი მუნიციპალური დაფინანსების ინსტრუმენტებს.
3. ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი ენერგეტიკისა და კლიმატის მოქმედების აქტუალობის შესახებ; მიაწოდონ მათ ინსტრუმენტები, რათა აქტიურად შეუწყონ ხელი ადგილობრივ გამოწვევებს, ასევე გაზარდონ ქალთა მონაწილეობა ადგილობრივ ენერგეტიკასა და კლიმატის მოქმედებაში = შედეგი 3.1. გაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ინტერესი და ჩართულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელმომწერი თემების მიმართ კლიმატისა და ენერგეტიკის ქმედებებში.
#354 დადგენილებასთან შესაბამისობის დეკლარაციის მომზადება
საქართველოს მთავრობის #354 დადგენილებასთან შესაბამისობის დეკლარაციის მომზადება კერძო სექტორში ახალი შენობების მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად. შესაბამისობის დეკლარაცია ითვალისწინებს შენობების გარსის და მისი ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს.
ევროპული კამპანია Display®
ენერგოდაზოგვის ყველაზე დიდი პოტენციალი ევროპაში არის შენობების სექტორში. შენობების ენერგოეფექტურობის ჩვენებით შესაძლებელია მოქალაქეები გავხადოთ უფრო მეტად ყურადღებიანი ენერგო მოხმარების თვალსაზრისით.
ევროპული კამპანია Display® არის ნებაყოფლობითი სქემა, შემუშავებული ევროპის ქალაქების ენერგეტიკული ექსპერტების მიერ. იგი ამოქმედდა 2003 წელს და თავიდან გამიზნული იყო ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლების სტიმულირებისათვის, რათა საჯაროდ ეჩვენებინათ საზოგადოებრივი შენობების ენერგეტიკული და ეკოლოგიური ეფექტურობა, ისეთივე ენერგეტიკული იარლიყის საშუალებით, რომელიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის. 2008 წლიდან კამპანიაში ჩართვა შეუძლიათ კერძო კომპანიებსაც.
|
' |
განხორციელებული პროექტები
მენტორობა - განათლების და განვითარების ცენტრი „თოლისკური“-ს პროექტისთვის “მდგრადი და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტები”
ხანგრძლივობა: ივნისი, 2024 - სექტემბერი, 2024
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის “ ფარგლებში, სამენტორო ორგანიზაციას - განათლების და განვითარების ცენტრ “თოლისკურს” გაეწია დახმარება პროექტით გათვალისწინებული სამი აქტივობის განხორციელებაში:
- მხარდაჭერა შშმ ბავშვთა მომსახურების ცენტრის შენობის ენერგოაუდიტის განხორციელებაში;
- მხარდაჭერა მუნიციპალური ობიექტების ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავებაში ოზურგეთის და ხობის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის;
- მხარდაჭერა პროექტის შინაარსობრივი პროგრამული საბოლოო ანგარიშის მომზადებაში.
სასტუმროების ენერგო/რესურსეფექტურობის აუდიტირება და დაბალნახშირბადიანი განვითარების გზის მხარდაჭერა საქართველოში
დონორი: EBRD
ხანგრძლივობა: თებერვალი, 2024 - მარტი, 2024
კონტრაქტორი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
ქვე-კონტრაქტორი - ეეც საქართველო (ეეცს); ეკონომიკური საკონსულტაცია ასოციაცია (ECA)
ბენეფიციარი – აჭარა ჯგუფი (რუმსი თბილისი და რუმსი ყაზბეგის სასტუმროები).
პროექტის მიზანი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თანამშრომლობს „აჭარა ჯგუფთან“, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში სასტუმროების, სოფლის მეურნეობისა და სხვადასხვა ურბანულ საქმიანობების სფეროში. კომპანია დაინტერესდა არსებული სასტუმრობის ხარჯთეფექტური შეფასებით, რომელიც დაკავშირებულია ენერგიის, წყლის და სხვა რესურსების დაზოგვასთან, ენერგომენეჯმენტის დანერგვასთან და ასევე გარემოსდაცვითი ფაქტორების გაუმჯობესებასთან.
პროექტის ფარგლებში კონსულტანტმა (ეეცს და ECA) შეასრულა:
• ენერგოეფექტურობისა და რესურსეფექტურობის აუდიტის ჩატარება და შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებების იდენტიფიცირება და შეფასება.
• პრიორიტეტურლი განხორციელების გეგმის შემუშავება.
• ნახშირბადის შემცირების გზების საგზაო რუკის შემუშავება/შეთავაზება.
ეეცს-მ და ECA-მ შეიმუშავეს ხარჯთეფექტური რეკომენდაციები და კომპანიის მენეჯმენტს წარუდგინეს ანალიზის საბოლოო ანგარიშის შედეგები.
საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა
დონორი: USAID
ხანგრძლივობა: აპრილი 2022 - ნოემბერი 2022 წ
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო ჩართული იყო შემდეგი მიზნის შესრულებაში - გაზრდილი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორის მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით, და შემდეგ ამოცანებში:
ამოცანა 2.2. საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობების გაფართოვება მნიშვნელოვანი ინვესტიციების მხარდასაჭერად, შიდა და საერთაშორისო წყაროებიდან, განახლებადი ენერგიის წარმოების წყაროებში (ქარის, მზის და ჰიდროენერგიის ჩათვლით), საქართველოს მთავრობის მანდატით ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის (PPP) სააგენტოებთან და შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით.
ქვეამოცანა 2.2.1: ენერგეტიკული პროექტების მომზადებისა და საპილოტე პროექტების (PP) განხორციელების მხარდაჭერა
ქვეამოცანა 2.2.1.1 განახლებადი ენერგიის პროექტის შერჩევის პროცესის დიზაინი და განხორციელება
Შესრულებელი სამუშაოები:
- ტექნიკური მონაცემების შეფასება კონცეფციის დიზაინისთვის 15 საპილოტე პროექტისთვის
- კონცეფციის დიზაინის ტექნიკური მონაცემების შეფასება შპს CCEH Hydro VI-სთან თანამშრომლობით
- შეფასება და მონაცემთა შეგროვება 7 პოტენციური საპილოტე პროექტისთვის (პროექტის საწყისი იდენტიფიკაცია მოწოდებულია პროგრამის მიერ)
- ახალი საპილოტე პროექტების კონცეფციების შემუშავება
მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმები (მეკსგ/SECAP) მერების შეთანხმების ახალი ხელმოწერებისთვის
დონორი: UNDP საქართველო, EU4Climate
ხანგრძლივობა: ივლისი - ნოემბერი, 2023 წ.
მიზანი: დაეხმაროს მერების შეთანხმების ახალ ხელმომწერ მუნიციპალიტეტებს კლიმატთან და ენერგეტიკასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებაში
ამოცანები:
- მერების შეთახმების ხელმომწერი მინიმუმ 2 მუნიციპალიტეტისთვის კლიმატისა და ენერგიის სამოქმედო გეგმის (მეკსგ) შემუშავება;
- მერების შეთახმების ახალი ხელმომწერი მუნიციპალიტეტების თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერა კლიმატის ცვლილების საკითხებში;
- მეკსგ-ის მიერ შემუშავებული მინიმუმ 2 საპროექტო ღონისძიების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება.
ლოგისტიკური საწყობის შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეფასება თბილისში
დონორი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2023 - ნოემბერი 2023
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საკუთარი „GET - Green Economy Transition” მიდგომის ფარგლებში, მხარს უჭერს და ხელს უწყობს მწვანე დაფინანსებებს. როგორც GET მიდგომის ნაწილი, ბანკი ვალდებულია საკუთარ სამოქმედო ქვეყნებში, მხარი დაუჭიროს მწვანე შენობებში მწვანე დაფინანსებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, EBRD განიხილავდა სესხის გაცემას შპს „Gebruder Weiss“-თვის, რათა თანადაფინანსებით ხელი შეეწყო თბილისში არსებული სასაწყობე-ლოჯისტიკური შენობის გაფართოვებას.
ძირითადი ამოცანები
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა შპს „Gebruder Weiss“-ის სასაწყობე და ლოჯისტიკური შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეფასება და აღნიშნული შენობის პროექტის შედარება მოქმედ ეროვნულ ენერგოეფქტურობის რეგულაციებთან (მინიმალურ მოთხოვნებთან).
შედეგები
პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეულ იქნა:
• არსებული სასაწყობე შენობისთვის #354 დადგენილების შესაბამისობის მიხედვით, დაგენერირდა შენობის ეე მინიმალური მოთხოვნების ვალიდური დეკლარაცია.
• განხორციელდა დეტალური ენერგოაუდიტი როგორც შენობის კონსტრუქციული ელემენტებისთვის ასევე შენობის ენერგომოწყობილობებისთვის.
• აღნიშნული შენობის პროექტი შედარდა მინიმალური მოთხოვნებით გათვალისწინებულ ეტალონურ შენობას.
• გამოვლინდა ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი და განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვის ღონისძიებები.
• გამოვლინდა ჯამური ენერგოდაზოგვებისა და სასათბურე გაზების ემისიების შემცირების პოტენციალი.
„ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა, შემოსავლებისა და დასაქმებისათვის“ - საპილოტე პროექტი
პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 2021 - აპრილი 2022
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (Sida) და შვეიცარიული ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაცია HELVETAS-მა, გააფორმეს თანამშრომლობის შეთანხმება RECONOMY-ის - აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ ბალკანეთში, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ხელშემწყობი ყოვლისმომცველი პროგრამის განსახორციელებლად.
HELVETAS და ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ, ერთობლივად განახორციელეს საპილოტე პროექტი „ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა, შემოსავლებისა და დასაქმების ზრდისათვის“. საპილოტე პროექტის არსი მდგომარეობს შემდეგში - შესაბამისი მიდგომების საშუალებით, ხელი შეუწყონ მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობების განვითარებას, შემოსავლებისა და დასაქმების პერსპექტივის მხრივ, რაც დაკავშირებულია რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების (საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ეკონომიკების დეკარბონიზაციასთან.
გაუმჯობესებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის მხარდაჭერით, ხელმისაწვდომი კვალიფიციური მუშახელისა და ხელმისაწვდომი/ადეკვატური ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით, განახლებადი ენერგეტიკის განვითარებადი და ინოვაციური სექტორი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ქმნის უკეთეს ეკონომიკურ (შემოსავალი და დასაქმება) და გარემოსდაცვით (უფრო სუფთა, ჯანმრთელი და უფრო მეტად რესურსეფექტური თემები) ეკონომიკურ ეფექტს, როგორც მცირე და საშუალო წარმოებისათვის, ასევე ქალებისა და ახალგაზრდებისთვის.
სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყანისათვის მოცემული ტექნიკური დავალების ფარგლებში მოცემული საერთო შედეგის მისაღწევად, ჩატარდა პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების/ მეთოდების და მოსალოდნელი შედეგების შეთანხმება.
შესრულებელი სამუშაოები:
-
საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განახლებადი ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის სექტორების წინასწარი კვლევა/შესწავლა - პოლიტიკის მიმოხილვა და ხარვეზების შეფასება, კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნასა და მოწოდებაში არსებული ხარვეზების გამოვლენა, ბაზრის მონაწილეები/ დაინტერესებული მხარეები და სხვა., მცირე და საშუალო წარმოებისათვის მწვანე დაფინანსების საჭიროებების და არსებული პროდუქციის განსაზღვრა;
- კვლევის შედეგების საფუძველზე, საპილოტე იდეის საბოლოო ვერსიის, კომუნიკაციის და მონაცემთა ხელმისაწვდომობის შემუშავება;
- ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ბაზრის მონაწილეების იდენტიფიკაციისა და ჩართულობისათვის - ტრეინინგის/სწავლების ორგანიზატორები, კერძო სექტორის საწარმოები, მედია, ფინანსური ინსტიტუტები
- საპილოტე პროექტში ბაზრის თითოეული მონაწილის როლის და საქმიანობის განსაზღვრა/შეთანხმება;
- ბაზრის მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
- საპილოტე პროექტიდან ძირითადი გაკვეთილების მოგროვების, ანალიზის და კავშირების მხარდაჭერა - თანამშრომლობის მონიტორინგი და მონაცემთა მოგროვება;
- საპილოტე პროექტის დასკვნითი ღონისძიებების დასრულება, საბოლოო შედეგების შეფასება და გაფართოების გეგმა.
მწვანე სესხის განვითარება
პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წ. დეკემბერი - 2020 წ. ივნისი
პროექტის დონორი: მწვანე განვითარების ფონდი (GGF)
პროექტის მიზანი იყო, გაუმჯობესდეს მწვანე დაფინანსების / სესხების გააზრება და განხორციელება TBC ბანკში.
მწვანე განვითარების ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო კერძო პარტნიორობის ფორმირებას რისკის/დაბრუნების სტრუქტურირებაში, ენერგოეფექტურობის გაზრდაში და განახლებადი ენერგიების განვითარებაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის თურქეთში, ევროპის სამეზობლო რეგიონში - აღმოსავლეთში და შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში (MENA). ფინანსური მხარდაჭერა აღნიშნულ რეგიონში ძირითადად ხორციელდება ბიზნესებსა და საცხოვრებელ სექტორში ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობითა და პირდაპირი დაფინანსების გზით. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნალკრედიტის საჯარო საკონსულტაციო ჯგუფი (KPC) და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო საკონსულტაციო მომსახურებას უწევს TBC ბანკს, კერძოდ, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჯგუფს (ESRM Group), რათა გამარტივდეს და მნიშვნელოვნად გაძლიერდეს მწვანე დაკრედიტების ოპერაციები, მწვანე საკრედიტო სახელმძღვანელო მითითებებისა და შესაბამისი შესაძლებლობების გაზრდის ღონისძიებების დადგენის გზით.
EVEX ჰოსპიტალების მხარდაჭერა დაბალნახშირბადიანი განვითარების გზაზე
დონორი: EBRD
ხანგრძლივობა: 2022 წლის აპრილი - 2022 წლის ივნისი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ("EBRD" ან "ბანკი") თანამშრომლობს EVEX Hospitals-თან ("კომპანია") და Georgia Healthcare Group-თან ("ჯგუფი"), რომელიც არის ჯანდაცვის სერვისების უდიდესი მიმწოდებელი საქართველოში. კომპანია ოპერირებს საავადმყოფოებისა და ამბულატორიების ყველაზე დიდი ქსელით თბილისსა და რეგიონებში და იმართება Georgia Capital PLC-ის მიერ.
კომპანია დაინტერესებულია ხარჯთეფექტური შესაძლებლობების იდენტიფიცირებით და შეფასებით, რაც იწვევს ენერგიისა და წყლის დაზოგვას, ენერგიის მართვის სისტემების დანერგვას და არსებული შენობების გარემოსდაცვითი კვალის გაუმჯობესებას. ამავდროულად, Georgia Capital PLC, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სიის ჰოლდინგი, ვალდებულია დანერგოს TCFD რეკომენდაციები, რამაც უნდა გამოიწვიოს კლიმატის რისკების შეფასება და კომპანიის დაბალნახშირბადიანი გზით განვითარება.
EBRD-მა დაიქირავა სპეციალური კონსულტანტი (ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო და ECO Ltd), შემდეგი ამოცანების შესასრულებლად:
- 3 ტიპიური საავადმყოფოსა და 3 ტიპიური პოლიკლინიკის ენერგო აუდიტი ენერგოეფექტურობის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოსავლენად და შესაფასებლად.
- განხორციელების პრიორიტეტული გეგმის შემუშავება.
- საგზაო რუკის შემუშავება დაბალნახშირბადიანი მიმართულებების განხორციელებისთვის.
Შესრულებელი სამუშაოს მოცულობა:
- ენერგოაუდიტის ჩატარება
- რეკომენდაციების შემუშავება ინვესტიციების საფუძველზე
- არსებული შენობებისთვის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის ჩატარება, ენერგოაუდიტის შედეგების საფუძველზე;
- განახლებადი ენერგიის, კერძოდ PV სადგურების განხორციელების შეფასება;
- კომპანიისთვის დაბალნახშირბადიანი მიმართულების საგზაო რუკის მომზადება.
ენერგოეფექტური თვითმმართველი ერთეულის მოდელი – ენერგოეფექტურობის გადაწყვეტილებების პილოტური დანერგვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო პოლონურ სოლიდარობის ფონდთან საქართველოში (წამყვანი პარტნიორი) პარტნიორობით ახორციელებს პროექტს „ენერგოეფექტური თვითმმართველობის მოდელი – ენერგოეფექტურობის გადაწყვეტილებების პილოტური დანერგვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2022 წლის ივნისი - 2022 წლის დეკემბერი.
პროექტი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
კომპონენტი 1: შენობების სკანირება
კომპონენტი 2: გაფართოებული ენერგეტიკული აუდიტი
კომპონენტი 3: ინვესტიციების პრიორიტეტიზაცია
კომპონენტი 4: ენერგოეფექტურობის საგზაო რუკის შემუშავება
უფრო გონივრული დაფინანსება ოჯახებისთვის -
ევროპის მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა საფინანსო და სამშენებლო ინსტიტუტებისთვის მწვანე სახლების მშენებლობის შესაძლებლობების შექმნის გზით
პროექტის ხანგრძლივობა: მაისი, 2019 - მაისი, 2021
დონორი: EU Horizon 2020 კვლევის და ინოვაციების პროგრამა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Horizon 2020 პროექტის „უფრო გონივრული ფინანსირება ოჯახებისთვის" ფარგლებში ევროპის 12 ქვეყანაში განხორციელდება ამბიციური და ამავდროულად პრაქტიკული პროგრამები ‘მწვანე სახლები და იპოთეკა’. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს 17 ორგანიზაცია - მწვანე შენობებისა და მწვანე ენერგეტიკის დარგში მომუშავე კვლევითი ცენტრები. საქართველოში პროექტის განახორციელებაზე მუშაობს "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო".
დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს.
პროექტი „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“
პროექტის ხანგრძლივობა - თებერვალი, 2018 - იანვარი, 2021
პროექტის დონორი - ევროკავშირის პროგრამა EU4Energy.
ევროკავშირის წვლილი - 598,913.28 ევრო
თანადაფინანსება - 149,782.32 ევრო
პროექტის ლიდერი - ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
პროექტის პარტნიორი - თელავის მუნიციპალიტეტის მერია. (დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს).
მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი (CoM East)
პროექტის დონორი: ევროკავშირი
პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი, 2016 წ. - მაისი, 2020 წ.
მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი (CoM East) წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკის ინიციატივის გაცნობას. „მერების შემთანხმება აღმოსავლეთი“ ეხმარება თვითმმართველობებს მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკის განხორციელებაში, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაში, ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილების შერბილებისა (მიტიგაცია) და შეგუებაში (ადაპტაცია) საკუთარი წვლილის შეტანაში. (დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს).
თვითმმართველობის ერთეულის ენერგოეფექტურობის მოდელი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების/ღონისძიებების განხორციელების საპილოტე/საცდელი პროექტი
პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 2021 - დეკემბერი 2021
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, პოლონურ სოლიდარობის ფონდთან (მთავარი პარტნიორი) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს - „თვითმმართველობის ერთეულის ენერგოეფექტურობის მოდელი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების/ღონისძიებების განხორციელების საპილოტე/საცდელი პროექტი“.
პროექტი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
კომპონენტი 1: შერჩეულ ობიექტებისათვის ენერგოაუდიტების მომზადება
კომპონენტი 2: მუნიციპალიტეტებისათვის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები
კომპონენტი 3: შერჩეული ობიექტების ენერგოაუდიტების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელება
კომპონენტი 4: საყოფაცხოვრებო ენერგოაუდიტების ტრეინინგი
კომპონენტი 5: რეკომენდაციები და შედეგების პროგნოზირება.
ეკოენერგია ერისიმედის ბავშვებს
პროექტის დონორი: BP EXPLORATION (Caspian Sea) Ltd. საქართველო.
პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 2018 - აპრილი 2019.
პროექტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში განხორციელდა:
- ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებზე (თხილის ნაჭუჭი) მომუშავე თანამედროვე ავტონომიური ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი;
- მზის წყალგამაცხელებელი და ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი ცხელი წყლის მისაღებად და ელექტროენერგიის გენერაციისათვის;
- შენობის სხვენის და გარე კედლის თბოიზოლაცია;
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია.
აჭარის რეგიონის დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება
მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებისთვის შერჩეული ტექნიკური გადაწყვეტილებების დანერგვისათვის საველე ტესტირების სამოქმედო გეგმის განხორციელება
პროექტის ხანგრძლივობა: 2016 წლის ოქტომბერი – 2017 წლის ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს.
რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი
UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს ევროკავშირის რეგიონული პროგრამისა, რომლის მიზანია „მწვანე“ (ეკოლოგიურად სუფთა) ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა). ეს ოთხწლიანი პროგრამა (2013-2016) ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების კონსორციუმის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან OECD (წამყვანი ორგანიზაცია), UNECE, UNEP და UNIDO.
UNIDO-ს სადემონსტრაციო პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ბენეფიციარ ქვეყნებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით ითვალისწინებს:
-
ინსტიტუციური და საკადრო შესაძლებლობების განვითარებას;
-
რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების დემონსტრირებას, შედეგების გავრცელებას და რეპლიკაციას სამიზნე სამრეწველო სექტორებში, როგორიცაა საშენ მასალათა, კვების და ქიმიური მრეწველობები;
-
რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გადაცემას და შესაბამისი ინვესტიციების მხარდაჭერას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს.
ენერგოაუდიტორების ტრეინინგი და სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია
პროექტის დონორი: დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და DANIDA
პროექტის ადმინისტრატორი: ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია (NEFCO)
პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომბერი, 2016 წ. - ივნისი, 2018 წ.
პროექტის მიზანი იყო საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერი 6 ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ახალციხე და ბოლნისი) საზოგადოებრივ (როგორც მუნიციპალური ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების საკუთრებაში მყოფი) შენობებში ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ძირითადი სამიზნე ჯგუფები იყო: ცენტრალური ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მენეჯერები, საზოგადოებრივი შენობების საექსპლუატაციო პერსონალი და ენერგომენეჯერები, საზოგადოებრივი შენობების საექსპლუატაციო ხარჯების და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლები, რომელთა პასუხისმგებლობას წარმოადგენს ბიუჯეტის შემუშავება საზოგადოებრივი შენობების შენახვისა და მართვისთვის.
განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტი
პროექტის დონორი: BP EXPLORATION (Caspian Sea) Ltd. საქართველო.
პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის ნოემბერი - 2017 წლის მაისი.
პროექტი მიზნად ისახავდა ეროვნული ენერგოუსაფრთხოებისა და გლობალური გარემოს ხელშეწყობას საქართველოს თემებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისათვის, საშუალებების და ხერხების შეთავაზებას და კლიმატის ცვლილების საპასუხოდ სათბურის გაზების ემისიების შემცირებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს.
"თიბისი ბანკის" საქმიანობების შედეგად გაფრქვეული სათბური გაზების მოცულობის გაანგარიშება
"თიბისი ბანკის" დაკვეთით მომზადდა გარემოსდაცვითი ანგარიში, რომელიც შეიცავს ბანკის საქმიანობების შედეგად გამოწვეული სათბური გაზების ემისიების გაანგარიშებას. გაანგარიშების შედეგები მოცემულია CO2-ის ექვივალენტში, ტონებში. გაანგარიშების მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) და მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოს (WBCSD) მიერ შემუშავებულ "სათბური გაზების პროტოკოლს" (GHG Protocol).
სატესტო მიდგომების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საწვავი შეშის მოთხოვნილების შესამცირებლად მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე ზონაში
პროექტის დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში
პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი-აგვისტო, 2016 წ.
პროექტის მოკლე აღწერა
სხვადასხვა ენერგოეფექტური ღონისძიებების და ენერგიის ალტერნატიული წყაროების შერჩევა და შეფასება, რომლებიც საშუალებას მისცემს მაჭახელას ხეობის შინამეურნეობებს, შეამცირონ შეშის მოხმარება, და ამავე დროს არ გაიუარესონ (ან გაიუმჯობესონ) საყოფაცხოვრებო პირობები, ეკონომიკურად მდგრადი გზით.
მიღწეული შედეგები:
-
იმ ენერგოეფექტური ღონისძიებების / ენერგიის ალტერნატიული წყაროების მიმოხილვა და შეფასება, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ შეშის მოხმარება მაჭახელას ხეობის შინამეურნეობებში და თემებში;
-
რეკომენდაციები ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მეთოდების / ტექნიკური გადაწყვეტებისა, რომლებიც უნდა მოისინჯოს პრაქტიკაში 2016/17 წლების ზამთარში;
-
დეტალური სამოქმედო გეგმა შერჩეული მეთოდების/ტექნიკური გადაწყვეტების ტესტირებისათვის, პრაქტიკული ნაბიჯების, საჭირო მოწყობილობების, ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი ოჯახების გამოვლენის, მონიტორინგის და შეფასების გეგმის, რომელიც უზრუნველყოფს ტესტების ეფექტურ მონიტორინგს და ზამთრის შემდგომ შეფასებას, ტესტირების ჩატარებისთვის საჭირო საშუალებების (პერსონალი, მგზავრობა, მოწყობილობები) დეტალური ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით.
ტექნიკური დავალების შემუშავება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისათვის “ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება საზოგადოებრივ შენობებში და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიების გამოყენება საქართველოში”
პროექტის დონორი: ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაცია (NEFCO)
პროექტის ხანგრძლივობა: 8 მარტი, 2016 - 30 მაისი, 2016
ამოცანა 1: მოსამზადებელი ეტაპი
• კვლევა - საჯარო შენობების საწყისი ინფორმაციის შეგროვება, ენერგიის მოხმარების მონაცემები სახელმწიფო და მუნიციპალურ შენობებში.
-
საცნობარო დოკუმენტის შესამუშავებლად ინფორმაციის მოგროვება;
-
კონსულტაციები ფინანსთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკი სამინისტროებთან;
-
სხვადასვა საჯარო უწყების მფლობელობაში არსებული შენობების ჯგუფის დადგენა.
ამოცანა 2: კონსულტაციები და ვიზიტები შენობების მფლობელებთან - სამინისტროები/საჯარო უწყებები/მუნიციპალიტეტები და ამის საფუძველზე:
-
იმ საჯარო შენობების "გრძელი სიის" შემუშავება, რომლებიც საჭიროებენ ენერგოეფექტურ ქმედებებს. სია შეიცავს შენობების შესახებ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა მდებარეობა, ფართობი, კლიმატური ზონა;
-
იდენტიფიცირებული შენობებისთვის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ქმედებების განსაზღვრა;
-
შენობების ენერგო / საპროექტო მენეჯმენტის შესაძლებლობების განსაზღვრა.
ამოცანა 3: დოკუმენტაციის მომზადება
-
კრიტერიუმების შემუშავება საჯარო შენობების შესარჩევად და მათ ჩასართავად სამიზნე ჯგუფში;
-
სამიზნე საჯარო/მუნიციპალური შენობების ჯგუფების შექმნა რეგიონების, მასშტაბების და განსახორციელებელი ენერგოეფექტური ქმედებების მიხედვით;
-
ტექნიკური დავალების შემუშავება, რომელიც შეიცავს სამიზნე სექტორის ზოგად მიმოხილვას, შესასრულებელი სამუშაოების არეალს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს პოტენციური კონსულტანტის მიმართ, დეტალურ ბიუჯეტს, საკონტრაქტო პერიოდს, განხორციელების და ანგარიშგების სქემებს;
-
საცნობარო დოკუმენტის დასრულება - საქართველოში შენობების სექტორის და შენობების ენერგოეფექტურობის ზოგადი მიმოხილვა, საქართველოშ ენერგოეფექტურობის და შენობების სექტორის საკანონმდებლო საკითხები, შენობების ენერგოეფექტურობის დაფინანსების ინსტრუმენტები და სხვა.
„თანამშრომლობის გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან ენერგეტიკულ კვლევებსა და ენერგო-ინოვაციების შორის კავშირების გასაძლიერებლად“ (ENER2i)
პროექტის დონორი: ევროკომისია
პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის ოქტომბერი - 2016 წლის სექტემბერი
„ენერგოეფექტურობის ცენტრმა“ შვიდი ქვეყნის (ავსტრია, ბელარუსი, გერმანია, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უნგრეთი) ათ პარტნიორთან ერთად 2013 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო ევროკომისიის მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (INCO.2013-9.1) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობის გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან ენერგეტიკულ კვლევებსა და ენერგო-ინოვაციების შორის კავშირების გასაძლიერებლად“ (ENER2i - ENErgy Research to Innovation: Reinforcing cooperation with ENP countries on bridging the gap between energy research and energy innovation) განხორციელება. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.
მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრის შექმნა
პროექტის დონორი: ევროკომისიის პროგრამა INOGATE
პროექტის ხანგრძლივობა: 2015 წლის ივლისი - 2016 წლის აპრილი
ბენეფიციარი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დაინტერესებული მხარე: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
პროექტის მიზანი: მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრის შექმნა;
ძირითადი აქტივობები: (მიჰყევით ბმულს. . .) .
”მერების შეთანხმების გაძლიერების მოდელი საქართველოსა და უკრაინისთვის: სამოდელო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის”
”ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველო” ასოციაცია ”ენერგოეფექტური ქალაქების” პარტნიორობით განახორციელა პროექტი: ”მერების შეთანხმების გაძლიერების მოდელი საქართველოსა და უკრაინისთვის: სამოდელო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის”, დაფინანსებული ევრო კომისიის მიერ.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ხელი შეეწყო საქართველოს და უკრაინის ადგილობრივ თვითმართველობებისთვის (გრძელვადიან პერსეპქტივაში, კი აღმოსაველთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში) გააუმჯობესონ მათი ენერგეტიკული უსაფრთხოება, შეამცირონ დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე, შეამცირონ სათბური აირების ემისიები და გააუმჯობესონ საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების დონე. (მიჰყევით ბმულს. . .)
პროგრამა INOGATE - სტატისტიკური თანამშრომლობის მხარდაჭერის კომპონენტი
პროგრამა INOGATE (დაიწყო 1995 წელს) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის რეგიონული პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს ენერგეტიკის სფეროში ,,ბაქოს ინიციატივის“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დადგენილ პრიორიტეტებს.
ენერგოეფექტურობის ცენტრი თანამშრომლობს "ინოგეიტთან". 2014 წლის განმავლობაში ცენტრი ჩართული იყო აღნიშნული პროგრამის D კომპონენტში - "სტატისტიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა". ამ თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და საზოგადოებას წარედგინა ქვეყნის ენერგო ბალანსი 2013 წლისათვის.
განახლებადი ენერგიით გათბობის და გაგრილების პოლიტიკის საკანონმდებლო მარეგულირებელი მხარდაჭერა
პროექტი დაფინანსდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ. პროექტის განმახორციელებელი იყო ავსტრიული კომპანია Allplan. პროექტმა მოიცვა ექვი ქვეყანა - საქართველო, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცენტრის მიერ მომზადდა კვლევა-ანგარიში, რომელშიც აისახა საქართველოში განახლებადი ენერგიით გათბობის და გაგრილების კუთხით არსებული მდგომარეობა. კვლევის საფუძველზე მოხდება რეკომენდაციების შემუშავება ქვეყნისთვის.
“ენერგიის დაზოგვის ინიციატივა შენობებში” (ESIB)
პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ პროგრამა INOGATE-ის ფარგლებში. INOGATE-ის პროგრამა ეხმარება თანამშრომლობაში ევროკავშირისა და INOGATE-ის პარტნიორ ქვეყნებს ენერგეტიკული პოლიტიკის სფეროში.
INOGATE–ის მიერ დაფინანსებულმა ESIB-ის პროექტმა თანამშრომლობა დაიწყო „ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოსთან“ პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში. „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ უზრუნველყოფდა პროექტ ESIB-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოში და ასევე კავკასიის რეგიონში.
ESIB აფასებდა ენერგოეფექტურობის პოტენციალს შენობებში და უზრუნველყოფდა შესაბამის ინსტრუმენტებს არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისათვის:
-
კვალიფიციური რჩევა ენერგო პოლიტიკის სფეროში;
-
ტექნიკური დახმარება;
-
შესაძლებლობების გაძლიერება;
-
სადემონსტრაციო პროექტების მხარდაჭერა;
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო პროექტი ESIB–ის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებდა და აღნიშნავდა „ენერგოეფექტურობის დღეებს“ საქართველოში, შეიმუშავა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ერთობლივი ღონისძიებები შენობებში ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით (მიჰყევით ბმულს. . .) .
განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება
პროექტის დონორი - BP EXPLORATION (Caspian Sea) Ltd. და მისი პარტნიორები.
პროექტის ხანგრძლივობა - 2011 წლის დეკემბერი - 2013 წლის დეკემბერი
განხორციელებული პროექტები მოიცავს:
-
მზის თერმული სისტემის დაყენება თბილისის #203 საჯარო სკოლაში სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის;
-
მზის თერმული სისტემის დაყენება თბილისის SOS ბავშვთა სოფელში;
-
ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში;
-
განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება და განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის დაფინანსების მექანიზმის შემუშავება.
"მოდელი"
“მოდელის” პროექტის მიზანია ევროკავშირში ენერგომოხმარების შემცირება და დახმარება ადგილობრივი თვითმართველობებისთვის, რათა გახდნენ მოდელები საკუთარი მოქალაქეებისათვის და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.
“მოდელი “ ნიშნავს ენერგეტიკული მენეჯმენტის გაუმჯობესებას ადგილობრივ თვითმართველობებში. იგი ეხმარება მუნიციპალიტეტებს ენერგიის რაციონალურად გამოყენების სფეროში გახდნენ “მოდელები” მათი მოქალაქეებისა და ადგილობრივი დაინტერესებული პირებისათვის.
2010 წელს 6 საპილოტო ქალაქმა სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვეთიდან და უკრაინიდან გადაწყვიტეს გაიზიარონ ევროკავშირის 43 ქალაქის გამოცდილება, შეუერთდნენ “მოდელის” პროექტს და გახდნენ სამოდელო ქალაქები ენერგომენეჯმენტში საკუთარი მოქალაქეებისთვის.
ამისათვის აუცილებელია განხორციელდეს 7 პრაქტიკული ქმედება:
-
ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის საფუძვლების მომზადება;
-
ადგილობრივი თვითმართველობებში ენერგეტიკული ერთეულის ან ენერგეტიკული ჯგუფის ჩამოყალიბება;
-
ენერგომონიტორინგის სისტემისა და მონაცმემთა ბაზის დანერგვა;
-
ადგილობრივი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმის მომზადება ენერგოეფექტური პროექტებისათვის ინოვაციური ფინანსური მექნიზმის მოძიება და ათვისება;
-
ორი საზოგადოებრივი შენობის რეკონსტრუქცია;
-
კომუნიკაციის გაუმჯობესება მოსახლეობასთან მდგრადი ენერგეტიკული საკითხებთან დაკავშირებით.
“მოდელის” საპილოტო ქალაქები აწყობენ “გონივრული ენერგეტიკის მუნიციპალურ დღეებს”, რათა აჩვენონ მოსახლობას და ადგილობრივ პარტნიორებს, თუ როგორ შეიძლება ენერგიის დაზოგვა ყოვედღიურ ყოფაში.
პროექტის ფარგლებში გამოიცა პერიოდული საინფორმაციო ბიულეტენი:
CO2 ემისიების გამოთვლის ინსტრუმენტის შემუშავება საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის
„ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველო“ საქართველოში GIZ-ის წარმომადგენლობის მხარდაჭერით 2013 წელს განახორციელა პროექტი - „CO2 ემისიების გამოთვლის ინსტრუმენტის შემუშავება საქართველოს მუნციპალიტეტებისათვის“.
პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა CO2 ემისიების გამოთვლის ინსტრუმენტის შექმნა მუნიციპალიტეტებისათვის და მათი ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება ამ მიმართულებით. შემუშავებული ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს გამოთვალონ საბაზისო ემისიები, რომელიც მათ დაეხმარებათ როგორც მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის (SEAP) შემუშავებაში, ასევე მონიტორინგის გაწევაში ადგილობრივი SEAP-ის განხორციელების მიმართ.
პროექტი განხორციელდა გერმანულ ორგანიზაცია „კლიმატ ალიანს“-თან მჭიდრო თანამშრომლობით.
პროექტის შედეგები:
-
საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის შეიქმნა CO2 გამოთვლის ინსტრუმენტი;
-
შემუშავდა მონაცემების შეგროვების/მოძიების სისტემური მიდგომა მუნიციპალურ დონეზე;
-
„ენერგოეფექტურობის ცენტრმა“ მიიღო საჭირო ტექნიკური „ნოუ-ჰაუ“, რომელიც საშუალებას მისცემს დაეხმაროს და შეასწავლოს მუნიციპალიტეტებს მონაცემების შეგროვება და CO2 ემისიების გამოთვლის ინსტრუმენტით სარგებლობა;
-
მუნიციპალიტეტების თანამშრომლებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია მონაცემების შეგროვებაში ადგილობრივ დონეზე, ასევე CO2 ემისების გამოთვლის ინსტრუმენტით სარგებლობისა და CO2 ემისების დაზოგვის პოტენციალის განსაზღვრაში.
კვლევა: ენერგოეფექტურობის პოლიტიკის რეფორმები საქართველოს მუნიციპალიტეტებში
UNECE-ის ‘მდგრადი ენერგეტიკის განყოფილების’ დაკვეთითა და მხარდაჭერით ენერგოეფექტურობის ცენტრმა ჩაატარა კვლევა: "საქართველოს მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის რეფორმები“.
კვლევამ შეისწავლა, თუ როგორ შეცვალა მუნიციპალურმა ენერგოეფექტურობის პოლიტიკამ ენერგორესურსების მოხმარება ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებით.
კვლევამ გააანალიზა მუნიციპალური ენერგეტიკული სექტორის სტატუსი რეფორმებამდე, ამ მიმართულებით მიღწეული ცვლილებები მუნიციპალურ დონზე, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სექტორი, ასევე კიდევ რა დამატებითი ცვლილებები უნდა გატარდეს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (იხილეთ ანგარიში).
”პროგრამული სუფთა განვითარების მექანიზმის შემუშავება საქართველოს ახალი მცირე ჰესების პროექტებისათვის”
ნორვეგიული მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანიები ნორსკ ენერჯი და გაულდალ კონსალტი, ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად 2009 წლიდან ანხორციელებდნენ სამწლიან პროგრამას ”პროგრამული სუფთა განვითარების მექანიზმის (CDMPoA) შემუშავება საქართველოს ახალი მცირე ჰესების პროექტებისათვის”, რომლის ძირითადი მიზანი იყო საქართველოში მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა (მიჰყევით ბმულს. . .)
ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი
საქართველოში ენერგო უსაფრთხოების ხელშეწყობისათვის და ადგილობრივი განვითარებისათვის, BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული იქნა “ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის” პროექტი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული იყო სოფლის მოსახლეობაზე და მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობაში განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგო დამზოგი ტექნოლოგიების პოპულარიზაცია-დანერგვა (მიჰყევით ბმულს. . .).
დევნილი მოსახლეობის მიერ სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენება
პროექტი დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების” პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ძირითადი მიზნები:
-
დევნილი მოსახლეობისათვის აშენებულ დასახლებებში არსებული შენობების განახლებადი ენერგიის წყაროების და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის სოციალური, ტექნიკურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპეკტების შეფასება;
-
დევნილი მოსახლეობის მიერ ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სუფთა ენერგიის წყაროების დანერგვის შესახებ რეკომენდაციიების მომზადება;
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სუფთა ენეროტექნოლოგიების აღჭურვილობის შეძენა-დამონტაჟებაზე;
-
ცნობიერების ამაღლება დევნილ მოსახლეობას შორის ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლობების შესახებ მათი ენერგო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის:
ენერგომოხმარების სტატისტიკური და სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება: დევნილთა განსახლების ადგილების მიხედვით; მოხმარებული ენერგიის ოდენობისა და ენერგიაზე მოთხოვნილების შესწავლა; დევნილთა განსახლების სხვადასხვა ადგილებისთვის ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისების პოტენციალის განსაზღვრა.
შეგროვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგების დონორ ორგანიზაციასთან და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან კონსულტაციების საფუძველზე დევნილთა განსახლების ობიექტების შერჩევა და ტიპიური შენობებისათვის ენერგოაუდიტის ჩატარება, რომელიც მოიცავს ენერგომოხმარების მდგომარეობის შესწავლასა და ანალიზს და ენერგოდამზოგი ღონისძიებების პაკეტის შემუშავებას.
პროექტის ფარგლებში მომზადდა დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რეკომენდაციები და სატენდერო დოკუმენტაცია სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვისათვის დევნილთა დასახლებებში.
მცირე ჰიდროელექტროსადგურებისათვის ფინანსური ინჟინერინგი საქართველოში
პროგრამა ინიცირება მოხდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ. ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი პოტენციალის გაზრდა ფინანსური საკითხების შემუშავებაში.
პროექტი განკუთვნილი იყო საქართველოში მცირე ჰესების მფლობელთათვის, პრომოუტერებისათვის, ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის.
პროექტი შედგებოდა სამი ტრეინინგ-სესიისაგან,, რომლებიც ჩატარდა 2007 წლის დეკემბრიდან 1-1.5 თვის ინტერვალით, სადაც სპეციალისტებმა და მენეჯერებმა გაიარეს მცირე ჰიდროელექტროსადგურების ბიზნეს გეგმების შემუშავების ტრეინინგებს.
ფინანსური ინჟინერინგის პროგრამა დაიწყო 2007 წლის 10 დეკემბერს, რომლის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას ფინანსური ინსტიტუტების, ენერგეტიკის წამყვანი ორგანიზაციების, მცირე ჰესების მეპატრონეების და მცირე ჰესების პრომოუტერების წარმომადგენლები.
სამი ტრეინიგ-სესიის დროს, რომელთაგანაც თითოეულის ხანგრძლიობა 2-3 დღეს შეადგენდა, მონაწილეებს ეეც და ENSI ექსპერტებმა წაუკითხეს ლექციები, ჩაუტარეს სავარჯიშოები და ინდივიდუალური კონსულტაციები.
საქართველო - ინვესტირების შესაძლებლობები ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში
ნორვეგიულმა ენერგო კომპანიამ ECON, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებში შესწავლილ იქნა საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საინვესტიციო შესაძლებლობები.
ECON აგრეთვე მოამზადა პერსპექტიული ჰეს-ების (ჯამური სიმძლავრით 1100 მვტ) წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასება.
გაეცანით ვებ-გვერდს http://www.georgiahydroinvest.com/draft/, სადაც წარმოდგენილია პროექტის შედეგები და წინასწარი საინვესტიციო წინადადებები.
“სუფთა განვითარების მექანიზმი - მრეწველობის განვითარების და სიღატაკის დაძლევის საშუალება სამხრეთ კავკასიაში”
პროგრამა, რომლის სპონსორი იყო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, განახორციელა ორმა ნორვეგიულმა საწარმომ - “ნორსკ ენერჯიმ” (www.energi.no) და “ეკონმა” (www.econ.no) ქართულ ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”-სთან ერთად.
ენერგოეფექტური პროდუქციის დისტრიბუციის ხელშეწყობა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სისტემების გამოყენებით
პროექტი დაფინანსდა განათლების განვითარების აკადემიის (AED)/USAID ქვე-კონტრაქტორის Winrock-ის მიერ, dot-ORG პროგრამის ფარგლებში.
პროექტი ითვალისწინებდა ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ შემუშავებული ელექტრონული ბაზრის ვებ-გვერდის განვითარებას და მოდიფიცირებას, რომელიც მოიცავდა შემდეგ საქმიანობებს:
-
მწარმოებლების/დისტრიბუტორების მოზიდვა და ელექტრონულ ბაზარზე მათ პროდუქციაზე ინფორმაციის განთავსება. პრიორიტეტული მომხმარებლები იქნებიან ენერგოეფექტური (სამშენებლო და ელექტრო მასალები/მოწყობილობები) და განახლებადი ენერგიის პროდუქციის (ბიოგაზი, ენერგოეფექტური ღუმელები, მცირე ჰიდრო სადგურები, მზის პანელები და ა.შ.) მწარმოებლები.
- პოტეციური მომხმარებლების აზრის გათვალისწინებით ელექტრონული ბაზრის ვებ-გვერდის სტრუქტურისა და ბიზნეს მოდელის რეკონსტრუქცია.
- საერთაშორისო ხმოვანი სიგნალების სისტემის (IVR) დანერგვა, რათა ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს იმ მომხმარებლებისათვის, რომელთაც არა აქვთ ინტერნეტი და უპირატესობას ანიჭებენ სატელეფონო ბიზნეს ურთიერთობებს.
- ბიზნეს მოდელის შემუშავება და სრულყოფა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული ბაზრის ფინანსური მდგრადობას.
სუფთა განვითარების მექანიზმი - მცირე და მიკრო ჰიდრო ელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკთან - მსოფლიო ბანკთან (რომელიც მოქმედებს ნახშირბადის პროტოტიპული ფონდის, სათემო განვითარების ნახშირბადის ფონდის, ნიდერლანდების სუფთა განვითარების ორგანოს, ასევე იტალიის, დანიის და ესპანეთის ნახშირბადის ფონდების სახელით და ავტორიზებულია სერტიფიცირებული და ვერიფიცირებული ემისიების შესყიდვაზე) განზრახულობათა ოქმს ხელმოწერის შემდეგ ვმოქმედებთ რა, როგორც USAID-ის მიერ "ენერგეტიკული განვითარება სოფლად" პროექტის ფარგლებში "მცირე და მიკრო ჰიდრო ელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის" შედეგად ემისიების შემცირების შემაჯგუფებელი სააგენტო (bundling agency) განსახილველად წარმოვადგენთ შემდეგ დოკუმენტებს:
ენერგეტიკის განვითარება სოფლად - დაფინანსდა USAID მეშვეობით.
ევროგაერთიანების ტასისის პროგრამის მიერ დაფინანსებული "სუფთა წარმოება დსთ-ს შერჩეულ ქვეყნებში – მოლდოვა, საქართველო და ყაზახეთი"
სუფთა წარმოების პროექტის საერთო მიზანი იყო დსთ-ს ქვეყნებში სუფთა წარმოების სტრატეგიის ხელშეწყობისა და განხორციელების მეშვეობით კატალიტიკური ეფექტის მიღწევა.
2005-2006 წლებში განხორციელდა პროექტი "ეკოლოგიურად უსაფრთხო საშენი მასალების ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ქსელის განვითარება" . პროექტი დაფინანსდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ეკონომიკური და ბიზნეს განვითარების პროგრამის ფარგლებში.
მსოფლიო ბანკის სოციალური პროგრამის - “იდეების კიდობანის” ფარგლებში დაფინანსდა პროექტი “მზის ენერგიის გამოყენება ილტოს დაცული ტერიტორიის მეზობელი სოფლების საკეთილდღეოდ”.
მზის ენერგიის მეშვეობით განათდა კიდევ ერთი ქართული სოფელი
ენერგოეფექტურობის ცენტრმა ABCO-საქართველოსთან ერთად, Winrock International-ს ლიდერობით განახორციელა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსადაცვითი ბიზნესისის დაფინანსების პროგრამის (EBFP) პროექტი “საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ენერგოეფექტურობის და განახლებად ენერგეტიკის საქმიანობის ბაზრის შესწავლა”.
პროექტი ითვალისწინებდა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის ბაზრის შეფასებას და შეისწავლა: საფინანსო, მიკრო-საფინანსო და ლიზინგის; ენერგეოეფექტურობის და განახლებადი ენერგეტიკის ასათვისებელი მოწყობილობებისა და/ან მომსახურეობის მომწოდებისა და ასეთი მოწყობილობებისა და/ან მომსახურეობის მომხმარების პოტენციალი.
ტრეინინგი “თემის განვითარება და ენერგია”
G.E.ORG.I.A SYS - იტალიურ-ქართული ერთობლივი პროექტი - გაზის და ელექტროენერგიის ორგანიზაციის ინტერაქტიული გაუმჯობესებული სისტემა .
განახლებადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების ტრეინინგი სათემო ორგანიზაციების /საინიციატივო ჯგუფებისათვის (CBO)
CFF OPET
OPET კავკასია
Synergy პროექტი
მდგრადი ენერგია ტუბერკულოზით დაავადებულთა სამსახურში
საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში ჰიდროელექტროსადგურების, კაშხალებისა და წყალსაცავების უსაფრთხოების კვლევა და მონიტორინგი
ენერგოეფექტურობა საბინაო-სამშენებლო სექტორში - თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის გათბობა-ვენტილაციის სისტემის მოდერნიზაცია (1998-1999 წწ).
გათბობისა და ცხელ წყალმომარაგების ახალი სისტემის დადგმა თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ESCO-ს პრინციპის დანერგვის მიზნით (2000 წ.)
ენერგოეფექტურობა სამრეწველო სექტორში - მზის კოლექტორების დამონტაჟება რძის კომბინატ “ამალთეა”-ში (1999-2000 წწ.). პროექტის შედეგად ყოველწლიურად იზოგება 517 მვტსთ. ელექტროენერგია.
ჰიდროენერგიის აღდგენა; ელექტროენერგიის განაწილების გაუმჯობესება - საპილოტო პროექტი "სურამულა მჰესი" (1999-2000). სურამულა მცირე ჰესზე დამონტაჟდა ადგილობრივი წარმოების 100 კვტ სიმძლავრის ჰიდროაგრეგატი.
მდგრადი ენერგია ტუბერკულოზით დაავადებულთა სამსახურში (2003-2004 წწ). დამკვეთი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.
ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილების ავარიული განათებისათვის მზის მიკრო-ფოტო-ელექტროსადგურის და მზის ორკონტურიანი წყალგამაცხელებელი სისტემის მოწოდება–მონტაჟი. გარემოს კლიმატის ცვლილების მექანიზმების პოპულარიზაცია.
ენერგიის დაზოგვა - ბუკლეტის - "მითითებები მცირე ფერმერულ მეურნეობებში ბიოგაზის დანადგარის ასაშენებლად" შემუშავება, გამოქვეყნება და გავრცელება (2001 წ.)
თბილისის მეტროპოლიტენისათვის ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების რეკომენდაციების შემუშავება (1999 წ.)
ბოლო განახლება: 30 სექტემბერი, 2024.
|