EEC logo
English Version

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

დოკუმენტები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

კალკულატორები

კონტაქტი


უფრო გონივრული დაფინანსება ოჯახებისთვის


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Horizon 2020-ის პროექტის - „უფრო გონივრული ფინანსირება ოჯახებისთვის" ფარგლებში ევროპის 12 ქვეყანაში განხორციელდება ამბიციური და ამავდროულად პრაქტიკული პროგრამები ‘მწვანე სახლები და იპოთეკა’. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს 17 ორგანიზაცია - მწვანე შენობებისა და მწვანე ენერგეტიკის დარგში მომუშავე კვლევითი ცენტრები. საქართველოში პროექტის განახორციელებაზე მუშაბს "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო".

ამ ყოვლისმომცველ პროექტში მონაწილეობენ ორგანიზაციები ბელგიიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.

საქართველოში პროექტს ახორციელებს "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო".

არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება ენერგოეფექტურობასა, სახლის „მწვანე“ მახასიათებლებსა და ამ სახლის პროექტირების, მშენებლობის და ექსპლუატაციის ხარისხის დონეს შორის. შიში საბანკო დაფინანსების წინაშე ხშირად იწვევს იმას, რომ სახლის მფლობელები არაოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებენ, არასაკმარის ინვესტირებას ახდენენ სახლის პროექტირების და მშენებლობის პროცესში (ხშირად ირჩევენ ყველაზე დაბალფასიან სახლებს «კვადრატული მეტრის ღირებულებით»), რაც იწვევს ისეთი სახლების შეძენას, რომლებიც უფრო ძვირია გათბობა-გაგრილების თვალსაზრისით, მოითხოვს მეტ მომსახურებას, უფრო ხშირ რემონტს და გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ქონების ღირებულების შემცირებას „მწვანე“ სახლებთან შედარებით.
SMARTER პროექტი ეფექტურად აცნობებს "მწვანე სახლების" უპირატესობების შესახებ მოქალაქეებსა და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებს, რათა გადაჭრას სისტემური პრობლემა, რომელიც აფერხებს საფინანსო ინდუსტრიას შეიმუშაოს და შესთავაზოს "მწვანე" ფინანსური პროდუქტები, ხოლო მოქალაქეებმა გაიგონ და მოითხოვონ ისინი.
SMARTER ახორციელებს "მწვანე სახლების და მწვანე იპოთეკის" წარმატებულ პროგრამას 12 ახალ ქვეყანაში, შლის ბარიერებს და შემოაქვს მწვანე ინოვაციები, შესაბამისი კვლევებითა და კლასტერული ფორმირებით, ახდენს აუცილებელი ინსტრუმენტების ადაპტირებას ადმინისტრირებისა და კომუნიკაციიისათვის და ეფექტურად ახდენს ენერგეტიკული და ფინანსური შედეგების შეგროვებას, რისკის ანალიზის გასაუმჯობესებლად ადგილობრივ მონაცემებთან. სახელმწიფო ინვესტიცებია მოიზიდება და ევროკავშირის ამბიციური მწვანე მიზნები მხარდაჭერილია, რადგან ბანკები, დეველოპერები და მწვანე გადაწყვეტილებების მიმწოდებლები ბიუჯეტს ეხმარებიან სანიმუშო სახლების მშენებლობაში კერძო დაფინანსების გაზრდის მიზნით.
SMARTER-ის ”მწვანე სახლების ინვესტიციის პლატფორმა” მიმართავს ახალ პროგრამებს მწვანე ინვესტიციების სათანადო ამბიციური, საერთო განსაზღვრისაკენ და ხელს უწყობს ინსტიტუციური ინვესტიციების განხორციელებას მიმდინარე ინიციატივებთან, მათ შორის EeMAP და EEFIG-თან თანამშრომლობით; ევროკავშირის ისეთ მიზნებთან მიმართებაში, როგორიცაა ”ენერგოეფექტურობის დაფინანსების შემუშავება” და ფინანსური, ტექნიკური და ქცევითი რისკების შემცირება, რაც ემსახურება ”გონიერი შენობების გონივრულ დაფინანსებას”.

პროექტის პარტნიორები: ASOCIATIA ROMANIA GREEN BUILDING COUNCIL (რუმინეთი), DANMARKS TEKNISKE UNIVERSITET (დანია), UNIVERSITE LIBRE DE BRUXELLES (ბელგია), IRISH GREEN BUILDING COUNCIL LIMITED BY GUARANTEE (ირლანდია), CLOVEK V TISNI OPS (ჩეხეთი), ENOVA D.O.O. SARAJEVO და UDRUZENJE SAVJET ZA ZELENU GRADNJU (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ENERGY EFFICIENCY CENTER - ENEFFECTFOUNDATION (ბულგარეთი), CESKA RADA PRO SETRNE BUDOVY (ჩეხეთი), ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, CENTRE FOR RENEWABLE ENERGY SOURCES AND SAVING FONDATION (საბერძნეთი), CRISTOFORETTI SEBASTIANO და GREEN BUILDING COUNCIL ITALIA (იტალია), POLSKIE STOWARZYSZENIE BUDOWNICTWA EKOLOGICZNEGO (პოლონეთი), SLOVENSKA RADA PRE ZELENE BUDOVY (სლოვაკეთი), TURKECO INSAAT ENERJI SANAYI VE TICARET LIMITED SIRKETI (თურქეთი), ASSOCIATION EUROPEAN-UKRAINIAN ENERGY AGENCY (უკრაინა).

EUSEW2 Rabbit

ევროკავშირის მიერ Horizon 2020 ფარგლებში დაფინანსებული პროექტი SMARTER FINANCE FOR FAMILIES (უფრო გონივრული ფინანსირება ოჯახებისთვის) წარდგენილია ევროკავშირის მდგარდი ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში მიმდინარე კონკურსზე, ნომინაციაზე „საუკეთესო პროექტი“.
პროექტს ახორციელებს 17 ორგანიზაცია ევროპის 12 ქვეყნიდან, მათ შორის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო".
მიეცით ხმა ჩვენს პროექტს! ხმის მიცემა სრულდება 12 ივნისს -  https://eusew.eu/awards/smarter-finance-families

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, პროგრამა SMARTER Finance for Families პარტნიორებთან ერთად გთავაზობთ ენერგეტიკულ და მწვანე სერტიფიცირებას თქვენი სახლებისთვის.

ინფორმაცია საცხოვრებელი სახლების ინვესტორებისთვის / დეველოპერებისთვის :

http://eecgeo.org/docs/smarter/Toolkit-Residential-Investors-GE.pdf (სამუშაო ვერსია)

ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუციებისთვის :

http://eecgeo.org/docs/smarter/Toolkit-FI-GE.pdf (სამუშაო ვერსია)

ინფორმაცია "მწვანე" სახლების შეძენით / ინვესტირებით დაინტერესებული პირებისათვის:

http://eecgeo.org/docs/smarter/Smart Investing for Green Home Brochure.pdf

   

პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეო რგოლი „მწვანე სახლის 12 მახასიათებელი" - https://youtu.be/oOEak3XrHxU 

 

   

 

| მთავარი გვერდი | მოღვაწეობა | მომსახურება | სიახლეები | პროექტები | პერსონალი | სასარგებლო ბმულები | კონტაქტი |