English Version

  

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

დოკუმენტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

კალკულატორები

კონტაქტი

ენერგოეფექტურობის ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს ოთხი მიმართულებით:

ენერგოეფექტურობა - ღონისძიებების და ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია მოხმარებული ენერგიის რაოდენობის შემცირებისაკენ, წარმოებული პროდუქციისა და მომსახურეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ცვლილების გარეშე.

საკუთარი და საერთაშორისო ექსპერტული ანალიზი საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ რომ ენერგიის დაზოგვის ეკონომიკური პოტენციალი საქართველოსა და ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის ვარირებს 30-40%-ს შორის;

ენერგოეფექტურობის უდიდესი მნიშვნელობა აღიარებულია შემდეგ სახელმწიფო დოკუმენტებში: 

• სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამაში;

• გარემოს დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში;

ენერგოეფექტურობის ცენტრი, განიხილავს რა ენერგოეფექტურობას, როგორც მნიშვნელოვან ალტერნატიულ, ინდიგენურ ენერგორესურს, აღიარებს მისი განვითარების დიდ მნიშვნელობას. მოქმედებს პრინციპით “იაზროვნე გლობალურად – იმოქმედე ლოკალურად” და ახორციელებს ენერგოეფექტურობის პოტენციალის ათვისების ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: 

  • უნარ-ჩვევითი (A ტიპის): 

  • საინფორმაციო კომპანია; 

  • ენერგო მენეჯმენტი;

  • მონიტორინგისა და მიზნების დასახვა;

  • ტრეინინგები.

  • ტექნიკური (B ტიპი): 

  • არსებული მოწყობილიბების მახასიათებლების გაუმჯობესება;

  • მომსახურეობის ხარისხის ამაღლება; 

  • ახალი, თანამედროვე მოწყობილობა დანადგარების ინსტალაცია. 

  • ტექნოლოგიური (C ტიპი):

  • ინოვაციები არსებულ ტექნოლოგიებში;

  • ტექნოლოგიის მოდერნიზაცია.

განახლებადი ენერგია. დედამიწის მოსახლეობა რამოდენიმე წელიწადში გაორმაგდება. ამ დროისათვის ენერგეტიკოსებმა 10 მილიარდი ადამიანი უნდა უზრუნველყონ სუფთა ენერგიით, გარემოს დაცვის გათვალისწინებით. ამიტომ მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მუშაობა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისათვის. 
საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგიის ისეთი წყაროებით, როგორიცაა: თერმული წყლები, მზის და ქარის ენერგია, მცირე ჰიდრო და ბიომასის პოტენციალი, რომელთა ათვისება და გამოყენება საგრძნობლად გააუმჯობესებს საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსს.
ენერგოეფექტურობის ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანს განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების განვითარება წარმოადგენს. ამისათვის ცენტრმა შეისწავლა ტექნიკურ-ეკონომიკური რესურსების პოტენციალი და ანალიზის საფუძველზე შეარჩია და წარმატებით განახორციელა რიგი თვალსაჩინო პროექტებისა, როგორც ჰიდრო, ასევე ბიო და მზის ენერგიის გამოყენებით.

საინფორმაციო-ანალიტიკური: საქართველოში ენერგიის საბოლოო მომხმარებელთა (მოსახლეობის, ორგანიზაციების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტების, კომპანიების) საინფორმაციო და საკონსულტაციო უზრუნველყოფა, სემინარების, კონფერენციების საშუალებით, საინფორმაციო მასალების დისემინაციის საშუალებით. 
ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული მომსახურება, როგორიცაა პროდუქციის პრეზენტაცია და საკონტაქტო შეხვედრების ორგანიზება, ადგილობრივი და უცხოური ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენების მოწყობა. 
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის სემინარების, კონფერენციების, შეხვედრების ორგანიზება საქართველოს ენერგო სექტორთან დასაკავშირებლად. 

ტრეინინგი - ეს სექტორი მჭიდროდ არის დაკავშირებული ცენტრის განვითარებასთან. ტრეინინგის პროცესი შეიცავს როგორც პროფესიონალების, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების სწავლებას ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვით საკითხებზე. ამ მიმართულებით ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

 

| მთავარი გვერდი | მომსახურება | სიახლეები | პროექტები | დოკუმენტები | პერსონალი | სასარგებლო ბმულები | კონტაქტი |