ენერგოეფექტურობის ცენტრის ძირითადი მიზნებია:
-
განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის გაზრდა მდგრადი განვითარებისთვის, შედეგად ეროვნული ენერგო უსაფრთხოების დონის ამაღლება და უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენის შემცირება.
-
სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის ხელისუფლების ცნობიერების დონის ამაღლება ენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეკონომიკურად და ეკოლოგიურად ხელსაყრელი მეთოდებისა და განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის პოტენციალის შესახებ.
2005 წლის აპრილში ენერგოეფექტურობის ცენტრმა შეიერთა ენერგოეფექტურობისა და სუფთა წარმოების ცენტრი, არასამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2003 წელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, საქართველო-ნორვეგიის ერთობლივი პროგრამის: “უნარ-ჩვევების ამაღლება ენერგოეფექტურობასა და სუფთა წარმოებაში” ფარგლებში.
1999 წლიდან ცენტრი არის შემდეგი ორგანიზაციების წევრი:
ენერგოეფექტური ეკონომიკის ევროპული საბჭო (ECEEE)
განახლებადი ენერგიის მსოფლიო ქსელი (WREN)
მცირე ჰიდროენერგეტიკის ევროპული ასოციაცია (ESHA)
თანამედროვე ენერგოტექნოლოგიების განვითარების და გავრცელების საერთაშორისო ქსელი (OPET)
მცირე ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ქსელი (InSHP)
კლიმატის ტექნოლოგიური ცენტრი და ქსელი (CTCN)
2014 წლიდან ცენტრი არის "მერების შეთანხმების" ოფიციალური მხარდამჭერი.
2016 წლიდან ცენტრი არის "მწვანე კლიმატის ფონდის" რეგისტრირებული დამკვირვებელი.
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან ენერგეტიკის, კერძოდ კი ენერგოეფეტურობის პოლიტიკისა და სტრატეგიის საკითხებში.

|