English Version

 

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

დოკუმენტები

სასარგებლო ბმულები

კალკულატორები

ნტაქტ

 

ცენტრის პერსონალი

George Abulashvili

გიორგი აბულაშვილი - დირექტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი. ძირითადი სფეროები - ენერგოეფექტურობა და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები, ენერგო ეფექტურობის და განახლებადი ენერგეტიკის პოლიტიკის ანალიზი. ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების მონაწილე და ინიციატორი 1996 წლიდან.


Manana Dadiani

მანანა დადიანი - განახლებადი ენერგიების სექტორის ხელმძღვანელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი. მოღვაწეობის  ძირითადი სფეროებია ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია. აქვს საქართველოში მცირე ჰესების განვითარების ხანგრძლივი პრაქტიკული და სამეცნიერო გამოცდილება. 9 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1998 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში.


Liana Garibashvili

 ლიანა ღარიბაშვილი - საინფორმაციო-ანალიტიკური სექტორის ხელმძღვანელი. ინჟინერ-მშენებელი, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საინჟინრო, ისე მენეჯერულ საქმიანობაში. 1997 წლიდან მუშაობს არასამთავრობო სექტორში, მონაწილეობდა მრავალ პროექტში, მათ შორის USAID-ის მიერ დაფინანსებულ "რეგიონალური ენერგეტიკული კავშირების განმტკიცების" პროექტში. 


Tengiz Ivanidze

თენგიზ ივანიძე - ენერგო სტატისტიკის / საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აქვს საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება.


ელენე გვილავა - ცენტრში მუშაობს 2009 წლიდან ენერგოეფექტურობის და კლიმატის ცვლილების სფეროში. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება". მიენიჭა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი.
არასამთავრობო სექტორში ჩართულია 2005 წლიდან, სხვადასხვა გარემოდაცვითი პროექტების განხორციელების მიმართულებით.


კონსტანტინბარჯაძე - დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, სპეციალობით სათბობ-ენერგეტიკული დარგების მენეჯმენტი. მიენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ცენტრში მუშაობს 2010 წლიდან.

ძირითადი ამოცანები: ენერგეტიკული აუდიტების ჩატარება; ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალების მომზადება; ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება. 


Thea Varamishvili

თეა ვარამიშვილი - ოფისის ადმინისტრატორი, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. გავლილი აქვს ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების კურსი. ასევე წარმატებით გაიარა ტრენინგი ოფისის მენეჯმენტში. აქვს ოფისის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება 2000 წლიდან.


Erekle

ერეკლე თოთრაშვილი - მძღოლი-მობილიზატორი. ცენტრში მუშაობს 2013 წლიდან.


ცენტრის კონსულტანტები


Teimuraz Gochitashvili

პროფ. თეიმურაზ გოჩიტაშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საინჟინრო-ენერგეტიკულ სფეროში პრაქტიკული და სამეცნიერო მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება, 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და გამოგონების ავტორი.

  • მინერალური რესურსების საერთაშორისო აკადემიის წევრი (არჩეული)
  • საქართველოს ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრი (არჩეული)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სერტიფიკაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის აკადემიური საბჭოს წევრი
  • ნავთობის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის წევრი

Otar Pourtseladze

პროფ. ოთარ ფურცელაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. გათბობა-ვენტილაციის და საჰაერო კონდიცირების ექსპერტი. 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მონაწილეობდა ტასის-ის ენერგეტიკულ პროექტებში და ჩატარებული აქვს მრავალი სადემონსტრაციო პროექტი და ენერგო აუდიტი.


 

 

| მთავარი გვერდი | მოღვაწეობა | მომსახურება | სიახლეები | პროექტები | დოკუმენტები | სასარგებლო ბმულები | კონტაქტი |