მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

პროგრამა "ენერგოეფეტურობისა და სუფთა წარმოების ცენტრი"

პროფილი

2005 წლის აპრილში ენერგოეფექტურობის ცენტრმა შეიერთა ენერგოეფექტურობისა და სუფთა წარმოების ცენტრი, არასამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2003 წელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, საქართველო-ნორვეგიის ერთობლივი პროგრამის: უნარჩვევების ამაღლება ენერგოეფექტურობასა და სუფთა წარმოებაში ფარგლებში.

მიზნები

- ამაღლდეს საქართველოს საწარმოებში მომუშავე საინჯინრო პერსონალის კვალიფიკაცია ენერგოეფექტურობისა და სუფთა წარმოების მიმართულებით, რის შედეგადაც მოხდება საწარმოო ნარჩენებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება.
 

მომსახურება

1. ენერგო მონიტორინგი - შენობებში ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების დანერგვის შემდგომ, ამცირებს ენერგიის მოხმარების ღირებულებას 8-10 %-ით.

2. პროგრამა - Software

ცენტრი იყენებს ახალ ტექნოლოგიებსა და პროგრამა - Software (შემდგომში Software), რათა უზრუნველყოთ ცენტრის ეფექტური და მაღალი ხარისხიანი მომსახურეობა,
ჩვენ გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა ვიმუშაოთ პროგრამა Software-ში და ასევე განვავითაროთ ღონისძიებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ENSI-სთან ერთად. (ENSI - საერთაშორისო ენერგო დამზოგველობის ორგანიზაცია)
ცენტრის თანამშრომლები კარგად მომზადებულები არიან და შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი Software ის პროგრამები:

- Key Number Software - პროგრამა რომელიც ანგარიშობს შენობებში ენერგიის მოხმარებისა და დაზოგვის პოტენციალს.

- Economy Software - პროგრამა, რომელიც დეტალურად ანგარიშობს მოგებასა და ცოცხალი ფულის რაოდენობას.

- Energy Monitoring Software-ის პროგრამა გვეხმარება წარმოვადგინოთ შენობებში ჩატარებული ენერგო მონიტორის რეზულტატები.

გთხოვთ, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართოდ ენსის Software-ის ინტერნეტ საიტს.
 

პროექტები

დანერგილი პროექტები

წელი

დასახელება

2004

ენერგო აუდიტი შენობებში ერთიანი სასწავლო და პროექტის განვითარების პროგრამა საქართველოსა და აზერბაიჯანში, 2004-ივნისი. საბოლოო ანგარიში.

2003

უნარჩვევების ამაღლების პროგრამა ენერგოეფექტურობასა და სუფთა წარმოებაში. 2003- დეკემბერი. პროექტის განვითარების სტატუსი.

2003

ენერგო ეფექტურობისა და სუფთა წარმოების პროგრამა მრეწველობაში, 2003-დეკემბერი, თბილისი. საბოლოო ანგარიში

მიმდინარე პროექტები

1. ენერგოეფექტურობა და სუფთა წარმოება მრეწველობაში ეესწ არის საქართველო-ნორვეგიის ერთობლივი პროგრამა, რომელიც აანალიზებს, თუ როგორ ხდება ნედლეულისა და ნარჩენების გამოყენება საწარმოს მიერ. ეს გულისხმობს ნედლეულისა და ენერგიის წყაროების (წყალი და ენერგია) მოხმარებას უფრო ეფექტურად. შესაბამისად, ნარჩენების შემცირებას და თანხის დაზოგვას. ეს პროგრამა არ გულისხმობს ე.წ. მილის ბოლოში ნარჩენების მოცილებას, არამედ დასაწყისშივე მათ აღკვეთას.

ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანია ენსი - საერთაშორისო ენერგო დამზოგველობის ორგანიზაცია ატარებს ტრეინინგ პროგრამას უნარჩვევების ამაღლება ენერგოეფექტურობასა და სუფთა წარმოებაში.

სასწავლო სესიების შუალედებში, ყოველი მონაწილე ან მონაწილეთა ჯგუფი ასრულებს საშინაო დავალებებს კონკრეტულ პროექტზე. ეს მათ აძლევთ საშუალებას შეძენილი ცოდნა შეამოწმონ და გამოიყენონ პრაქტიკაში. თავისი საწარმოებისათვის გააკეთონ ინდივიდუალური პროექტი, ენერგო აუდიტის ანგარიში, მოამზადონ ბიზნეს-გეგმა, რის შემდეგაც ისინი მზად იქნებიან ამ პროექტის განხორციელებისათვის ან საფინანსო ინსტიტუტებში წარსადგენად. მონაწილეებს პროგრამის დამთავრების შემდეგ გადაეცემათ სერთიფიკატები.

პროექტში მონაწილე საწარმოებს შეუძლიათ ისარგებლონ პროგრამასთან არსებული ე.წ. საბრუნავი ფონდით, გამოიტანონ ერთწლიანი სესხი, რათა დანერგონ სემინარების დროს აღმოჩენილი ენერგოეფექტურობისა და სუფთა წარმოების ღონისძიებები. ჩვენი პროექტი დაიწყო 2003 წლის ნოემბერში. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის 10-მა საწარმომ. ტრეინინგები გაიარეს ამ საწარმოებში მომუშავე 30-მა მენეჯერმა. დღეს-დღეობით საწარმოებში დანერგილი ღონისძიებების შედეგად, კომპანიებმა დაზოგეს 115 092 აშშ. დოლარი.

ჩატარებული პროექტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ განხორციელებულ პროექტებში.


საბრუნავი ფონდი

პროგრამასთან დაარსებულია ე.წ. საბრუნავი ფონდი. პროექტში მონაწილე საწარმოებს შეუძლიათ აირჩიონ, აღმოჩენილი ღონისძიებების დასანერგად გამოიყენონ საკუთარი სახსრები, თუ ისარგებლონ საბრუნავი ფონდით.

საბრუნავი ფონდი მხოლოდ დააფინანსებს საწარმოებს, რათა დანერგონ ენერგოეფექტურობისა და სუფთა წარმოების ღონისძიებები.

სესხი მაქსიმუმ ერთწლიანია, შეღავათიანი პერიოდია 6 თვე, წლიური დანამატით საბაზრო პროცენტზე დაბალია.

საბრუნავი ფონდიდან თითოეული კომპანიისათვის შესაძლებელია 7000 აშშ. დოლარის რაოდენობის თანხის გატანა. კომპანიისათვის უკეთესია რაც შეიძლება გვიან გაიტანოს თანხა, რადგანაც ფონდის მოგების ათვლა იწყება თანხის გატანის პირველი დღიდან.

ჩვენს პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს 14-მა საწარმომ, ტრეინინგები გაიარეს ამ საწარმოებში მომუშავე 30-მა მენეჯერმა. ცხრა საწარმომ საკუთარი და საბრუნავი ფონდის თანხების საშუალებით დანერგა ენერგოეფექტურობისა და სუფთა წარმოების ღონისძიებები, დაზოგა ნედლეული და წლიურად მათ დღევანდელი მონაცემებით დაეზოგათ 115 092 აშშ. დოლარი.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია ჩვენს პროექტში მონაწილე კომპანიების ჩამონათვალი.

ჩატარებული პროექტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ განხორციელებულ პროექტებში.


 ენერგო აუდიტი შენობებში

ენერგო აუდიტი შენობებში არის არის საქართველო-ნორვეგიის ერთობლივი პროგრამა, რომელიც ამაღლებს საქართველოს საწარმოებში მომუშავე საინჯინრო აქტიურად დანერგონ ენერგოეფექტური ღონისძიებები.

პირველი კომბინირებული სასწავლო და პროექტის განვითარების პროგრამა ენერგო აუდიტი შენობებში, ჩატარდა ქართველი და აზერბაიჯანელი სპეციალისტებისათვის 2004 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით.

ამ პროგრამის ძირითადი მიზანია მოამზადოს სპეციალისტები და ინჟინრები რათა ჩაატარონ ენერგო აუდიტი შენობებში და შეძლონ განახორციელონ დაზოგვის (ENჩON) ღონისძიებების ყველა საფეხური და აგრეთვე:

  • პროექტის იდენტიფიკაცია და სკანირება რათა შევარჩიოთ უფრო სათანადო პროექტები;

  • ენერგო აუდიტი, პროექტის განვითარება და ენერგო აუდიტის ანგარიშის პრეზენტაცია;

  • ექსპლუატაციისა და მომსახურეობის პროცედურების განვითარება და ენერგო მონიტორინგი შენობებში;

  • ეფექტური პროექტის დანერგვის გეგმა;

სასწავლო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ეე ცენტრების თანამშრომლები, შენობების მფლობელები და განათლების ინსტიტუტის თანამშრომლები.

პროგრამა დანერგილი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოეფექტურობისა და სუფთა წარმოების ცენტრებთან ერთობლივად.

13 სხვადასხვა ორგანიზაციიდან 28 მონაწილემ მიიღო სერთიფიკატი. ამ 28 მონაწილიდან 8 ეე ცენტრების თანამშრომლები იყვნენ.

პროგრამის განმავლობაში მომზადდა 4 ენერგო აუდიტის ანგარიში. პროექტების საკვანძო რიცხვები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:

პროექტის N

შენობა

აშენების წელი

გასათ-ბობი ფართი

ენერგო დაზოგვა %

ღონისძ. რაოდ.

ჯამური ინვესტ. USD

წლიური დაზოგვა

kWh            USD

უკუგების წლები

1

სკოლა # 143, თბილისი

1968

3 875

30

3

9 340

173 220

3 080

3,0

2

სკოლა # 161, თბილისი

1974

7 582

32

5

16 825

272 190

19 620

0,9

3

სამშობიარო საავადმყოფო, თბილისი

1968

5 364

11

3

7 600

235 490

3 510

2,2

4

ინფექციური საავადმყოფო, თბილისი

1938

1 014

25

3

3 050

44 210

1 570

1,9

 

ჯამური მაჩვენებელი

 

 

24

14

36 815

725 110

27 780

1,3

თანამშრომლები

ნელი ვერულავა- კონსულტანტი

პაატა გაგნიძე - პროგრამის შენობების ენერგოაუდიტი მენეჯერი

ხათუნა სიჭინავა - პროგრამის "ეე&სწ მრეწველობაში" მენეჯერი


| მთავარი გვერდი | პროექტები |