|
მდგრადი ენერგია ტუბერკულოზით დაავადებულთა სამსახურში
მოსამზადებელი პერიოდი
პროექტის ძირითადი მიზნის ეფექტური რეალიზებისათვის –
წვლილი შეგვეტანა უკეთესი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად,
ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრის ყველაზე უმწეო პაციენტებისთვის – ბავშვებისათვის, განახლებადი ენერგეტიკული რესურსების დახმარებით, ცხელი წყლისა და ავარიული განათების სისტემით უზრუნველყოფის მუდმივი შესაძლებლობით, ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევა და ელემენტარული სანიტარული პირობების
უზრუნველყოფა, დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, ენერგოეფექტურობის ცენტრმა შეადგინა პროექტის დეტალური სამოქმედო გეგმა, პროექტისათვის შეირჩნენ თანამშრომლები და გადანაწილდა ვალდებულებები.
13.10.2003 პროექტის კონცეფცია გაეცნო საავადმყოფოს ადმინისტრაციას.
პროექტის მიზანი
ტუბერკულოზის ინსტიტუტის, ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის განყოფილების ორსართულიანი შენობის დეტალური გამოკვლევის და მთავარ
სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციების საფუძველზე განისაზღვრა ფოტოვოლტაიკებისათვის და ცხელი წყლის გამათბობლებისათვის მდებარეობა, დადგინდა საავარიო განათების ნათურების განლაგება, დეტალურად შემუშავდა სქემები, სატენდერო განაცხადი აღჭურვილობის მოწოდებისათვის განთავსებულ იქნა გაზეთ “24 საათში” (2003წ. 14 ოქტომბერი) და ენერგოეფექტურობის ვებ-გვერდზე. განაცხადების მიღების საბოლოო თარიღი იყო 2003წ. 31 ოქტომბერი.
ტენდერში მონაწილეობის სურვილი რვა კომპანიამ გამოთქვა, მაგრამ სატენდერო ინფორმაციის შესწავლის შემდეგ მხოლოდ სამმა მათგანმა: არასამთავრობო ორგანიზაცია “მზე და დედამიწა”-მ, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე დედამიწა”-მ და შპს “სპეცჰელიომონტაჟმა” წარმოადგინა განაცხადი.
სატენდერო კომისიამ გამოაცხადა გამარჯვებულად არასამთავრობო ორგანიზაცია “მზე და დედამიწა”. კონტრაქტის პირობების განსახილველად მოწვეულ იქნა “მზე და დედამიწა”-ს წარმომადგენელი და 10 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება.
ადგილზე ჩატარებული სამუშაოები
კონტრაქტის ხელმოწერის თარიღიდან ერთი კვირის განმავლობაში დაიწყო ფოტო მიკრო ელექტრო სადგურის მონტაჟი. მიკროელექტრო სადგური შედგება 100 ვატიანი დადგმული სიმძლავრის სილიციუმის მონოკრისტალურ პანელებისა (ექსპლუატაციის ვადა 18-20 წელი); აკუმულატორული ბატარეებისა
(ექსპლუატაციის ვადა 7 წელი); კონტროლერის, განათების 10 წერტილისაგან. სამონტაჟო საქმიანობა ერთი კვირის განმავლობაში წარმატებით დასრულდა და დაიწყო 10 დღიანი ტესტირების პერიოდი.
ფოტოვოლტაიკების ფუნქციონირების პრინციპი შემდეგია: კონტროლერი არეგულირებს დატვირთვის და განტვირთვის პროცესს და ენერგეტიკული რესურსისათვის
პრიორიტეტის მინიჭებას (უწყვეტი ღრუბლიანი დღეების შემთხვევაში სისტემის აკუმლატორების დატენა ელექტრო ქსელიდან ხდება), ასევე ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში ან ღამით უზრუნველყოფილია საავარიო განათების ავტომატიზირებული ჩართვა-ამორთვა.
საქართველოში განვითარებული ნოემბრის მოვლენების, თბილისისა და ბათუმის პოლიტიკურ ცენტრებს შორის შექმნილი დაძაბული სიტუაციის გამო მზის წყალ გამათბობლების იმპორტი მნიშვნელოვნად შეყოვნდა, მაგრამ ამის მიუხედავად სამონტაჟო სამუშაოები მაინც დაიწყო. შენობის სახურავზე დამონტაჟდა 350 ლიტრი მოცულობის უჟანგავი ფოლადის ავზი, ტუმბოები, სარქველები და მაღალი სიჩქარის ეფექტური თბომცვლელი (10კვტ). საბოლოო ჯამში მოწოდებულ და დამონტაჟებულ იქნა 4 კოლექტორი საერთო ფართით 7მ2. მაქსიმალური ეფექტურობისათვის გამათბობლები დამონტაჟდა
50° კუთხით.
მთელი წლის განმავლობაში ცხელი წყლის სისტემის ეფექტური მუშაობის მისაღწევად შეირჩა ორკონტურიანი სქემა: I კონტური მოიცავს პანელებს, გამაფართოებელ ავზს, ტუმბოს და სარქველებს, თბომცვლელს, რომელიც შევსებულია ანტიფრიზით. მე-2 კონტური მოიცავს: თბომცვლელს, ტუმბოს, სარქველს, ცხელი წყლის რეზერვუარს და მილსადენს. გარე მილსადენი,
მოწყობილობები და ცხელი წყლის რეზერვუარითერმულად იზოლირებულია. ავტომატური კონტროლერი უზრუნველყოფს ტუმბოების ჩართვა-გამორთვას, როდესაც ტემპერატურის სხვაობა 1-სა და მე-2 კონტურში 100-ს აღემატება, ასევე იცავს სისტემას მუშაობის “ცივი”-ნეგატიური რეჟიმისაგან.
მზის მოწყობილობასთან ერთად შენობაში ასევე დამონტაჟდა 10 ენერგოეფექტური ნათურა.
ტრეინინგი
მიუხედავად იმისა, რომ ორივე სისტემა მთლიანად ავტომატიზირებლია, იგი ასევე კონტროლდება ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ მონტაჟის პროცესში. საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურეობისათვიოს აუცილებელი გამოცდილების შესაძენად სპეციალურად შემუშავდა გამარტივებული სახელმძღვანელო, ჩაუტარდათ სწავლება ფოტოვოლტაიკებისა და ცხელი წყლის კოლექტორის გასუფთავებისა და ტექნიკური მომსახურეობის შესახებ.
ინფორმაციის გავრცელება
ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ გავრცელდა ენერგოეფექტურობის ყოველკვირეულ ელექტრონულ ნიუსლეთერში. მომზადდა ბროშურა, რომელშიც მოცემულია პროექტის დეტალები, მისი სოცალური და ეკონომიკური სარგებელი.
|