English Version

 

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

დოკუმენტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

პროექტი ”მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი (CoM East) ”

მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი (CoM East) წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკის ინიციატივის გაცნობას. „მერების შემთანხმება აღმოსავლეთი“ ეხმარება თვითმმართველობებს მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკის განხორციელებაში, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაში, ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილების შერბილებისა (მიტიგაცია) და შეგუებაში (ადაპტაცია) საკუთარი წვლილის შეტანაში.

პროექტის ხაგრძლივობა: ივნისი, 2016  - მაისი, 2020.

ახალი "მერების შეთანხმების" ხელმომწერნი ვალდებულნი არიან:

  • შეამციონ ნახშირორჟანგის (CO2) გაფრქვევა ატმოსფეროში 30%-ით 2030 წლისთვის;

  • შერბილებისა (მიტიგაცია) და შეგუების (ადაპტაცია) ღონისძიებების განხორციელების გზით აამაღლონ ქალაქების მედეგობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მიმართ; მოახდინონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკებისა და მოწყვლდობის შეფასება;

  • ორი წლის ვადაში შეიმუშავონ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (მეკსგ);

პროექტის მიზნები:

  • აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნების, მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქების დახმარება მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელებაში;

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მერების შეთანხმების ინიციატივის მდგრადობის გაზრდა და ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის 2030 წ. ამოცანების ადაპტაცია ქვეყნის რეგიონში;

  • მერების შეთანხმების ახალი პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია.

პროექტის ძირითადი საქმიანობები:

  • ეროვნული და ტერიტორიალური კოორდინატორების, მერების შეთანხმების მხარდამჭერებისა და ხელმომწერების უნარ-ჩვევების გაძლიერება ენერგეტიკული და კლიმატური პოლიტიკის საკითხებში;

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში „დახმარების ორგანოს“ ამოქმედება, ხელმოწერი ქალაქებისა და სხვა დაინტერესებული პირთათვის მერების შეთანხმების საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით;

  • ფინანსურ ინსტიტუტებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობა პროექტის ‘მერების შეთახმება აღმოსავლეთი’ ამოცანების განსახორციელებლად და შესაბამისი სტრატეგიული განვითრების წინაპირობის შესაქმნელად;

  • ეროვნული და ტერიტორიული კოოდინატორების, მერების შეთანხმების მხარდამჭერებისა და ხელმომწერების ინფორმირება პროექტის ‘მერების შეთანხმება აღმოსავლეთი’ შედეგების შესახებ; ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისთის ინფორმაციის მიწოდება მერების შეთანხების ახალი ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების, მიღწევებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ;

  • ქვეყნის (ეროვნული) სტრატეგიების შემუშავების კოორდინირება და მათი შეხამება ევროკავშირის შესაბამის ინიციატივებთან და პროგრამებთან; ასევე მერების შეთანხმების ინიციატივის ჩართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ სტრატეგიებში.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

  • მნიშვნელოვნად გაზრდილი ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორების, მერების შეთანხმების მხარდამჭერებისა და ხელმომწერების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათი ტრენინგებში, სასწავლო ვიზიტებში და პროგრამებში, ვებ-სემინარებში, ინდივიდუალური კონსულტაციებში და ა.შ. აქტიური მონაწილეობის შედეგად;

  • დახმარების ორგანო უზრუნველყოფს მერების შეთანხების ხელმომწერებისა და სხვა დაინტერესებული პირების ადმინისტრაციულ, საინფორმაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას;

  • გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით განმტკიცებული ურთიერთკავშირი და თანამშრომლობა ფინანსურ ორგანიზაციებთან, საერთასორისო დონორ ორგანიზაციებთან და სამინისტროებთან;

  • ეფექტური საინფორმაციო საქმიანობების განხორციელების გზით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გაზრდილი ცნობიერება ‘მერების შეთანხმება აღმოსავლეთით’ პროექტის სარგებლიანობის, შედეგებისა და მიღწევების შესახებ;

  • მერების შეთანხმების ხელმომწერების მეკსგ-ს შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი; მერების შეთანხმების პოლიტიკური მიზნები ასახულია აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების ეროვნულ პრიორიტეტებში;


"მერების შეთანხმება აღმოსავლეთი" იღწვის:

  • ადგილობრივ თვითმმართველობებისთვის, რომლებსაც სურთ მიუერთდნენ მერების შეთანხმების ახალ ინიციატივას და მზად არიან აიღონ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების ვალდებულება;

  • მერების შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებისთვის, რომლებმაც უკვე შეიმუშავეს მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა ანდა მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა;

  • ეროვნული და ტერიტორიალური კოორდინატორებისთვის, ასევე მერების შეთანხმების მხარდამჭერებისათვის, რომლებიც აქტიურად ურთირეთთანამშრომლობენ და მოქმედებენ მერების შეთანხმების მიზნების მისაღწევად;

 

"მერების შეთანხმება – აღმოსავლეთის" საქართველოს ოფისის მისამართი:

დ. გამრეკელის ქუჩა #19; მე-6 სართული; ოფისი #611, თბილისი 0160, საქართველო

ტელეფონები:  + 995 32 2 242540; + 995 32 2 242541;

ელ-ფოსტა: george.abulashvili@eumayors.eu

პროექტი ხორციელდება კონსორციუმ EnergyCities-ის მიერ


გვერდი განახლებულია 2016 წლის 24 ნოემბერს.

| მთავარი გვერდი | პროექტები |