მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

 

იტალიურ-ქართული ერთობლივი პროექტი: G.E.ORG.I.A SYS - გაზის და ელექტროენერგიის ორგანიზაციის ინტერაქტიული გაუმჯობესებული სისტემა 

 

ეს პროექტი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ქართული ენერგოსექტორისათვის, ოფიციალურად დაიწყო  2003 წლის იანვარში, ქართველი პარტნიორების მონაწილეობით გამართული საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ იტალიის ქალაქ რიმინიში.2003 წლის 10 მარტს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და იტალიის საელჩომ იტალიურ კომპანიებთან - “Petroltecnica”, “TAE”, C.F.R. ერთად  ჩაატარეს პროექტის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო "მერიოტში". 

Presentationშეხვედრა გახსნა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა. მან კმაყოფილება გამოთქვა ახალი პროექტის დაწყების გამო და მადლობა გადაუხადა იტალიის ელჩს ბატონ პიპანს და დოქტორ მაურო პიკოლოს მათი წვლილისათვის აღნიშნულ პროექტში. მინისტრმა აგრეთვე იმედი გამოთქვა ქართველი და იტალიელი სპეციალისტების წარმატებული თანამშრომლობისა პროექტის მიზნების განხორციელებაში. თავის მხრივ იტალიის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს არა მარტო ქართული ენერგო სექტორის განვითარებას, არამედ აგრეთვე საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის. პროექტი წარმოადგენს ქართველ და იტალიელ ექსპერტებს შორის პარტნიორობის უნიკალურ შესაძლებლობას.

შემდეგ მოხდა პროექტის ზოგადი მიმოხილვა. პროექტის იდეა მდგომარეობს ტექნიკური დახმარების მიღების შესაძლებლობაში საქართველოს ელექტრო და გაზგამანაწილებელი სისტემების მონიტორინგისა და გამოკვლევისათვის. პროექტის თანადაფინანსება განახორციელა იტალიის საგარეო ვაჭრობის სამინისტრომ. ენერგეტიკული სფეროს არჩევის კრიტერიუმები იყო: გაზისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემების ცუდი მდგომარეობა, აღნიშნული ქსელების დიდი მნიშვნელობა ქვეყნისათვის, მათი მონიტორინგისა და გამოკვლევის გადაუდებლობა, ტექნიკური საკითხების სირთულე, რაც მოითხოვდა საერთაშორისო ექსპერტიზას.

ქსელის დანაკარგები

ენერგო დანაკარგების დიდი წილი გამოწვეულია ძველი და დაზიანებული სისტემებით. პროექტის მთავარი მიზანია აღნიშნულლი სისტემების გამოკვლევა. შერჩეული მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა აღმოცენილ იქნას გაჟონვები, დაზიანებული წერტილები და უკანონო მიერთებები, რაც არის ენერგო სექტორში მნიშვნელოვანი კომერციული და ტექნიკური დანაკარგების ძირითადი მიზეზები.

პროექტის საერთო ღირებულებაა 730 000 ევრო. ამ თანხის 50% გრანტის სახით გასცა იტალიის საწარმოო ღონისძიებათა სამინისტრომ, ხოლო დანარჩენი (მოწყობილობა, მუშახელი და რესურსები) - პარტნიორებმა.
პროექტის ხანგრძლივობაა 18 თვე. პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გამანაწილებელი ქსელების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და შეკეთებისათვის.

პროექტში მონაწილეობენ დიდი გამოცდილების მქონე სხვადასხვა ქართული და იტალიური დაწესებულებები. 

 

 | მთავარი გვერდი | პროექტები |