|
„თანამშრომლობის გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან ენერგეტიკულ კვლევებსა და
ენერგო-ინოვაციების შორის კავშირების გასაძლიერებლად“ (ENER2i)
„ენერგოეფექტურობის ცენტრმა“ შვიდი ქვეყნის (ავსტრია, ბელარუსი, გერმანია, მოლდოვა,
საქართველო, სომხეთი და უნგრეთი) ათ პარტნიორთან ერთად 2013 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო ევროკომისიის მეშვიდე
ჩარჩო პროგრამის (INCO.2013-9.1) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის
„თანამშრომლობის გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან ენერგეტიკულ კვლევებსა და
ენერგო-ინოვაციების შორის კავშირების გასაძლიერებლად“
(ENER2i - ENErgy Research to Innovation: Reinforcing cooperation with ENP countries on
bridging the gap between energy research and energy innovation) განხორციელება.
პროექტის საწყისი შეხვედრის
მონაწილეთა ფოტო. 2013 წლის 14-15 ოქტომბერი.
ვენა, ავსტრია.
გამომდინარე იქიდან, რომ მრავალ
ქვეყანაში ენერგეტიკული კვლევების შედეგების
მრეწველობაში დანერგვა რთული და ხანგრძლივი პროცესია.
ასევე იქიდან, რომ ხშირად, კვლევების შედეგები
არასაკმარისად გარდაიქმნება ბიზნეს სექტორის ინოვაციურ
პროცესებსა და პროდუქტებში, პროექტის მიზანია: ევროპის
სამეზობლო ქვეყნებსა (ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო
და სომხეთი) და ევროკავშირის ქვეყნებში (ავსტრია
გერმანია, უნგრეთი) განახლებადი ენერგეტიკისა და
ენერგოეფექტურობის საკითხებზე მომუშავე
უნივერსიტეტებს, სამეცნიერო კვლევით ცენტრებსა და
მრეწველობას შორის ურთიერთ-თანამშრომლობის ხელშეწყობა
პარტნიორების მოძიების, ცოდნის ამაღლების ეროვნული თუ
საერთაშორისო ღონისძებების, ურთიერთანამშრომლობის
ხელშეწყობისა ინოვაციური ვაუჩერების სქემების
ჩამოყალიბების საშუალებით. დამატებითი
ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროექტის
ვებ-გვერდს.
პროექტის განხორციელებული აქტივობები:
• WP 2: ანალიზი და
რეკომენდაციები
პროექტი ener2i-ის
ფარგლებში შემუშავდა დოკუმენტი (1- ლი გამოცემა, 2014
წ.), რომელიც ეხება ენერგეტიკულ ინოვაციურ სისტემებს.
წარმოდგენილ დოკუმენტში განხილულია ერთის მხრივ,
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (ბელორუსია,
მოლდოვა, საქართველო, სომხეთი) ენერგეტიკული სექტორი
და მეორეს მხრივ, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი
ენერგიის წყაროების პოტენციალი. ასევე დოკუმენტში
წარმოდგენილია ინფორმაცია ადგილობრივ ბაზარზე
ხელმისაწვდომი განახლებადი და ენერგოეფექტური
ტექნოლოგიებისა და მათი მომწოდებლების შესახებ; ასევე
შესაძლებლობები და ბარიერები დაკავშირებული
ენერგეტიკულ სექტორთან. წარმოდგენილი დოკუმენტის
განახლება მოხდა 2016 წელს (მე-2 გამოცემა, 2016 წ.).
• WP 3: თანამშრომლობა და ტექნოლოგიებზე
ორიენტირებული საბროკერო ღონისძიებები
ener2i პროექტის
ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
ენერგოინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების სფეროში
მომუშავე დაინტერესებულ პირთათვის (ბელორუსია,
მოლდოვა, საქართველო, სომხეთი) ჩატარდა ოთხი (4)
ადგილობრივი საბროკერო ღონისძიება და ოთხი (4)
საერთაშორისო საბროკერო ღონისძიება (ავსტრია, ბელგია)
ევროკავშირის ქვეყნებში; ასევე, პროექტის ფარგლებში
ჩატარდა რვა (8) ტრენინგ-სამუშაო შეხვედრა ინოვაციის
სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებული განახლებადი
ენერგიისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე .
WP 4: ტრენინგები და უნარ-ჩვევების გაძლიერება
პროექტის ფარგლებში
გამოცდილების გაზიარების მიზნით, აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნების (ბელორუსია, მოლდოვა,
საქართველო, სომხეთი) ექსერტათთვის ევროკავშირის
ქვეყნებში გაიმართა გაცვლითი სასწავლო ვიზიტები.
კერძოდ კი, სამეცნიერო კვლევით და ეკონომიკურ სფეროში
მომუშავე ექსპრტათთთვის ჩატარდა მათ საჭიროებაზე
ორიეტირებული ტრენინგები და სემინარები. აღნიშნული
ტრენინგებისა და სემინარების მიზანი იყო
კომერციალიზაიციისა და კლევის შედეგების ხელშეწყობა.
აღნიშნული ტრენინგებისა და სემინარების თემატიკა,
განახლებდი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის
საკითხებთან ერთად მოიცავდა ისეთ საკიხთებს როგორიცაა:
ინოვაციების მართვის სისტემა, ინტელექტუალური
საკუთრება და კომერციალიზაცია, ლიცენზირება, ცოდნის
გადაცემა და სხ. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში
ექპერტებისთვის ჩატარდა სხვადასხვა სასწავლო გაცვლითი
ვიზიტები შემდეგ ქვეყნებში: ნიდერლანდები (ტვენტეს
უნივერსიტეტი), რუმინეთი (ბრასოვის უნივერსიტეტი),
ნორვეგია (SINTEF-ის კვლევითი ინსტიტუტი, პორტუგალია
(ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტი); გერმანია (BAV და
კელნის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი) და
სხვა.
• WP5: ინოვაციების მხადაჭერა
პროექტის ფარგლებში,
ინოვაციების მხარდაჭერა მოიცავდა ორ მიმართულებას:
ერთის მხრივ, სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიური
მიდგომების გაცნობით ინოვაციური აზროვნებისა და
უნარ-ჩვევების გაძლიერებას. მეორეს მხრივ, განახლებადი
ენერგიისა და ენერგოეფეტურობის მიმართულებით
ინოვაციური ვაუჩერის სქემის შექმნას და დანერგვას
აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებში. ამ კუთხით
საქართველოში შეირჩა და განხორციელდა
ექვსი (6)
პროექტი
• WP6: ინფორმაციის გავრცელება
აღნიშნული საქმიანობის
ერთ-ერთი მიზანს წარმოადგენდა პროექტი ener2i-ის
შედეგბის გავრცელება როგორც საერთაშორისო, ასევე
ადგილობრივ /ეროვნულ დონეზე; საქართველოში პროექტის
გუნდმა პროექტისა და ინვოაციური ვაუჩერების სქემის
შედეგების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა შემდეგ
ადგილობრივ ღონისძიებებზე:
-
- „ინოვაციების
კვირეული – 2016“ ორგანიზებული საქართველოს
ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 24-26
აპრილი, 2014;
-
- „საინფორმაციო
დღე“, რომელიც გაიმართა საქართველოს სამედიცინო
უნივერსიტეტში, ევროკავშირის კვლევისა და
ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „HORIZON 2020“ ის
ფარგლებში, მიძღვნილი ენერგეტიკის, კლიმატისა და
ჯანდაცვის საკითხებს - 14 ნოემებრი, 2014;
-
- „საინფორმაციო
დღე“, რომელიც გაიმართა საქართველოს სამედიცინო
უნივერსიტეტში, ევროკავშირის კვლევისა და
ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „HORIZON 2020“ ის
ფარგლებში, მიძღვნილი ენერგეტიკის, კლიმატისა და
ჯანდაცვის საკითხებს - 25 სექტემბერი, 2015;
-
- ინოვაციების
დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგი,
ორგანიზებული INNOVER EAST პროექტის ფარლგებში 27
იანვარი, 2016;
-
-
ენერგოეფექტურობის შესახებ პოლიტიკისა და
საბროკერო ღონისძიებები, ორგანიზებული პროექტი
„INNOVER-EAST“-ის ფარგლებში - 5-6 სექტემბერი,
2016;
გვერდი
განახლებულია 2016
წლის 2
დეკემბერს. |