ენერგოეფექტური
სამშენებლო მასალებისა და მოწყობილობების ელექტრონული ბაზრის განვითარება
პროექტის
განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდი “ღია საზოგადოებისა” (FOSI) და
საერთაშორისო ფინასური კორპორაციის (IFC) ფინანსური მხარდაჭერის შედეგად,
ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების განვითარების ფარგლებში.
პროექტი ითვალისწინებს ვირტუალურ
სამყაროში განსაკუთრებული, ბაზარზე ორიენტირებული სერვის-ცენტრის შექმნას. ეს
არის ელექტრონული ბაზარი ერთის მხრივ მწარმოებელ/დისტრიბუტორებისათვის, რომლებიც
აწარმოებენ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და ენერგოეფექტურ მასალებს და მეორე
მხრივ მომხმარებლებისათვის (ფიზიკური და იურიდიული პირები, სამშენებლო
კომპანიები და ა. შ), რომელთაც სურვილი აქვთ შეიძინონ მსგავსი პროდუქცია.
ელექტრონულ ბაზარზე
www.ee-marketplace.com,
სხვადასხვა სამშენებლო და ენერგოეფექტური მასალებისა და მომსახურების მქონე
მწარმოებელ/დისტრიბუტორებს, შესაძლებლობა ეძლევათ განათავსონ და რეკლამირება
გაუწიონ თავიანთი პროდუქციას ინტერნეტის საშუალებით, შედეგად კი მოიზიდონ
გაცილებით მეტი მომხმარებელი. ელექტრონულ ბაზარზე ინფორმაცია პროდუქციის
შესახებ განთავსდება ფოტოსურათითა და სხვადასხვა მახასიათებლებით, რათა
მომხმარებელს სრულად შეექმნეს წარმოდგენა არსებულ პოდუქცია/მომსახურებაზე.
ელექტრონული ბაზარი საშუალებას
იძლევა მყიდველსა და გამყიდველს შორის დამყარდეს უშუალო კონტაქტი, აწარმოონ
მოლაპარაკებები და ანგარიშსწორებები დამოუკიდებლად, მესამე მხარის ჩარევის
გარეშე. ელექტრონული ბაზრის მეშვეობით გამყიდველის შესახებ ინფორმაცია უფრო
ადვილად ხელმისაწვდომი და ძებნადი გახდება. ელექტრონულ ბაზარზე არსებული
საძიებო სისტემის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად მოძებნის ამა თუ იმ კომპანიას,
თუნდაც საერთოდ არ ქონდეს წარმოდგენა მის საქმიანობასა და საერთოდ
ფუნქციონირებაზე.
ამასთან ერთად ელექტრონული ბაზრის
სივრცეში განთავსებული იქნება ინფორმაცია რეგიონში არსებული სატრანსპორტო
კომპანიების შესახებ, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება
გადაზიდოს ნებისმიერი სახის ტვირთი ნებისმიერი მიმართულებით, მისთვის სასურველი
სატრანსპორტო საშუალებით.
ელექტრონული ბაზარი
დარეგისტრირებულია ყველა ძირითად საძიებო სისტემაში, რათა ის ძებნადი და
ადვილად მისაგნები გახდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ეს ხელს
შეუწყობს ერთის მხრივ კომპანიებს, რათა, როგორც ავღნიშნეთ, გაზარდონ მათ
კლიენტების რაოდენობა და მეორეს მხრივ მომხმარებლებს, რათა ოფისიდან გაუსვლელად
შეიძინონ სასურველი პროდუქცია ან ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურებით, რაც
დაზოგავს მათ დროს, ენერგიას და ხარჯებს.
|