English Version

 

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ Facebook-ზე.

პროექტი “ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის – ენერგოავტობუსი”, რომელ გახორციელ ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველო (ეეც), ინიცირებული და დაფინანსებულია BP და პარტნიორების და USAID-ის მიერ. პროექტი მიმდინარეობდა სამწლის განმავლობაში და მისი სამიზნე აუდიტორია ძირითადად იყო სოფლის მოსახლეობა, როგორც უფროსები, ასევე ახალგაზრდები და მოზარდები. პროექტის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ენერგიის ეფეტურად მოხმარებისა და ადგილზე ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების კუთხით, იმისათვის რომ შემცირდეს ენერგო სიღარიბე და გარემოზე მავნე ზემოქმედება.

ენერგეტიკული საინფორმაციო რესურს-ცენტრი თავისი მოდელებით და სტენდებით - ენერგოავტობუსი - მნახველებს აწვდიდა ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა საშუალებითაც მათ შეუძლიათ უფრო ეფექტურად მოიხმარონ ენერგია, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით გააუმჯობესონ და უსაფრთხო გახადონ გარემო მათ საცხოვრებელსა და მთლიანად თემში.

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ენერგოავტობუსი ვიდეო მასალისა და ბროშურების საშუალებით დამთვალიერებლებს სთავაზობდა ინსტრუქციებს “მარტივი თვითნაკეთი” მოწყობილობების დასამზადებლად, მსურველებს უწევდა კონსულტაციებს განახლებადი ენერგიის და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, განუმარტავს, თუ რა შედეგები მოყვება ენერგიის არაეფექტურად გამოყენებასა და გარემოს არასწორი მართვისას. ინფორმაცია, რომელსაც ენერგოავტობუსი აწვდიდა მნახველებს, მორგებულია ადგილობრივ ქართულ გარემოს, ის საშუალებას აძლებს დაინტერესებულ პირს ადგილობრივი ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებით, შეამციროს ენერგოდანახარჯები გარემოსთვის უსაფრთხო გზებით. დამთვალიერებლებს შეძლთ ენერგოავტობუსზე ნახათ განახლებადი ენერგოტექნოლოგიების მუშა მოდელები: მზის მინი ელექტროსადგური (სიმძლავრე 200 ვტ), მზის წყლის გამაცხელებელი (2 მ2), ქარის მიკრო ელექტროსადგური (სიმძლავრე 200 ვტ), რომლებიც ამარაგებენ ენერგოავტობუსს ცხელი წყლითა და ელექტროენერგიით. აქ ასევე გამოფენილია ენერგოეფექტური შეშის ღუმელი, ბიოგაზის დანადგარი, მიკრო ჰიდრო ელექტრო სადგური, სხვადასხვა სახის ეფექტური სამშენებლო და საიზოლაციო მასალები, ენერგოეფექტური ნათურები და სხვა ექსპონატები.

ენერგოავტობუსის პროექტი დაიწყო 2009 წლის 23 მარტს და მას შემდეგ, რაც დაასრულა გამოფენების მოწყობა თბილისის მოსახლეობისთვის, მაისის შუა რიცხვებიდან მოგზაურობა დაიწყო რეგიონებში. საქართველოში 10 რეგიონი და 67 რაიონია. (აფხაზეთის და სამაჩაბლოს გამოკლებით). პროექტის ხანგრძლივობის 3 წლის მანძილზე ენერგოავტობუსი ორჯერ ესტუმრა თითოეულ რაიონს, სადაც შესაძლებელი იყო მისვლა გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილების გათვალისწინებით. გამოფენა ნახა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ფოთის და 57 რაიონული ცენტრის / ქალაქის და 400-ზე მეტი სოფლის მცხოვრებმა მთელს საქართველოში. 2012 წლის აპრილის ბოლოს დამთვალიერებელთა რიცხვმა შეადგინა 62,938 ადამიანი, მათ შორის მოზრდილები - 32,536 (75% კაცი), ბავშვები - 30,402 (60% ბიჭი).

თითოეული დასახლებული პუნქტის სტუმრობისას ენერგოავტობუსი დამთვალიერებელს სთავაზობდა:

ენერგოავტობუსში გამოფენილი ექსპონატების დათვალიერება უფროსებისათვის და სკოლის მოსწავლეთათვის. თითოეულ დასახლებულ პუნქტში ვიზიტი ხორციელდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობითა და დახმარებით. მოსახლეობის ინფორმირებისთვის განცხადებები წინასწარ ვრცელდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. უმეტეს შემთხვევაში ენერგოავტობუსი ჩერდებოდა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ შენობასთან, ცენტრალურ პარკთან ან სხვა ხალხმრავალ ადგილზე.

ენერგოავტობუსის დათვალიერებამდე მნახველებს ავტობუსის გარეთ დამონტაჟებულ ეკრანზე შეძლყურებიათ მოკლე ვიდეო ფილმებთვის განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ.

ტრეინინგები სკოლებში მოსწავლეებისთვის განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გასაცნობად. ენერგოფექტურობის ცენტრის სპეციალისტები სკოლებში აკეთებდენ პრეზენტაციებს და სკოლის მოსწავლეების აწვდიდნენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: ტრადიციული ენერგო რესურსები, კლიმატის ცვლილება, განახლებადი ენერგო რესურსები, ენერგოეფექტურობის პოტენციალი და ტექნოლოგიები. ენერგოავტობუსის 3 წლის მუშაობის განმავლობაში ტრეინინგი ჩაუტარდა 13,154 მოსწავლეს და 1213 მასწავლებელს. ყველა იმ სკოლას, სადაც ჩატარდა ტრეინინგი, გადაეცა სარეკლამო მასალების კომპლექტი, რომელიც მოიცავს ბროშურებს, ლიფლეტებს, პლაკატებს და კომპიუტერული თამაშების და მოკლე ვიდეო ფილმების დისკს.

600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა ეროვნულ კონკურსში საუკეთესო თემატურ პოსტერსა და საპროექტო იდეაზე. მათ წარმოადგინეს 449 პოსტერი და 113 საპროექტო იდეა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი ყოველ წელს იმართებოდა მდგრადი ენერგეტიკის დღეების აღნიშვნისას.

ინდივიდუალური კონსულტაციები მოქალაქეებისათვის განახლებად ენერგო ტექნოლოგიებზე, ენერგოეფექტურ ღონისძიებებსა და სესხის აღების შესაძლებლობებზე. პროექტის ასისტენტები და ექსპერტი ატარებდნენ ექსკურსიებს და უწევდნენ დაინტერესებულ მოქალაქეებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ენერგოავტობუსის მუშაობის განმავლობაში 1200-ზე მეტ მოქალაქეს გაეწია ინდივიდუალური კონსულტაცია.

მედიასთან ურთიერთობა. ენერგო ავტობუსი, როგორც მოძრავი საინფორმაციო ცენტრი, ერთ-ერთი ძლიერი და ეფექტური საშუალებაა განახლებადი ენერგო ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური ღონისძიებების პოპულარიზაციისთვის ენერგიის ინდივიდუალურ მომხმარებლებს, მოზარდებსა და თავად მედია საშუალებებს შორის. მედიის აქტიური ჩართულობა აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო პროექტის წარმატებისათვის. დაგეგმილ რაიონში ვიზიტის წინ პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გამოსცემდა პრეს-რელიზს მოცემული რაიონის მედია სივრცეში დასაქმებული ჟურნალისტებისთვის და ეპატიჟებოდა მათ ენერგოავტობუსზე. მედიასთან მუშაობის ფარგლებში ხდებოდა ჟურნალისტების წახალისება საგაზეთო სტატიების და სატელევიზიო სიუჟეტების ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის თემა, როგორც სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში, იყო განახლებადი ენერგო ტექნოლოგიები და ენერგოეფექტური ღონისძიებები.

 პროექტის დაწყებიდან ენერგოავტობუსის საქმიანობას, განახლებადი ენერგო ტექნოლოგიებს და ენერგოეფექტურ ღონისძიებებს მიეძღვნა 39 სატელევიზიო და 6 რადიო სიუჟეტი, ასევე დაიბეჭდა 37 სტატია სხვადასხვა გამოცემებში.

საინფორმაციო მასალების გავრცელება. ენერგოავტობუსის ბიბლიოთეკა მნახველებს სთავაზობდა სპეციალურად პროექტის ფარგლებში შემუშავებულ და დაბეჭდილ ბროშურებს, ლიფლეტებს, პლაკატებს თემატურ ვიდეო ფილმებს განახლებადი ენერგო ტექნოლოგიების და ენერგოეფექტური ღონისძიებების შესახებ და კომპიუტერულ თამაშებს “ააგე შენი სახლი”, და “შეცვალე ნათურა”. პროექტის განხორციელების პერიოდში გავრცელებულმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალების ოდენობამ გადააჭარბა 135,000. ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ სპეციალურად შედგენილი მასალების გარდა ენერგოავტობუსის ბიბლიოთეკა მოიცავდა სხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ბროშურებსა და ლიფლეტებსაც.

პროექტის მდგრადობა

როგორც პროექტის შემდგომი ეტაპი, 2011-2013 წლების პერიოდში დაგეგმილია სხვადასხვა სადემონსტრაციო პროექტი განხორციელება, კერძოდ: მიკრო ჰესის აგება ბორჯომის ისტორიულ პარკში, მზის თერმული სისტემების მონტაჟი თბილისის ბავშვთა SOS სოფელში და ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლაში, 15 მცირე ზომის სადემონსტრაციო სათემო პროექტის განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


“ენერგოავტობუსი” მოქმედებაში
   
   
   
   
   
   
   
   
   
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ Facebook-ზე.

განახლებულია 2012 წლის 15 მაისს.

| მთავარი გვერდი | პროექტები |