პროექტი „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“
პროექტის ხანგრძლივობა - თებერვალი, 2018 - იანვარი, 2021
პროექტის დონორი - ევროკავშირის პროგრამა EU4Energy.
ევროკავშირის წვლილი - 598,913.28 ევრო
თანადაფინანსება - 149,782.32 ევრო
პროექტის ლიდერი - ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
პროექტის პარტნიორი - თელავის მუნიციპალიტეტის მერია.
პროექტის წინაპირობა
მიუხედავად „მერების შეთანხმების“ პროგრამაში აქტიური მონაწილეობისა, საქართველოს მუნიციპალიტეტებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საკმარისი მენეჯერული და ტექნიკური შესაძლებლობები მდგრადი ენერგეტიკული პროექტების შესამუშავებლად, გამოცდილება სრულმასშტაბიანი მდგრადი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, შეზღუდულნი არიან ადგილობრივი ბიუჯეტის სიმცირით და შესყიდვის პროცედურების არასრულყოფილებით.
ამიტომ, პროექტის მიზანია „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი საქართველოს ქალაქების / მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისა და ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის შესასრულებლად, იმ საინვესტიციო პროექტების განხორციელების გზით, რაც თანხვედრაშია მათ მდგრად ენერგეტიკულ (კლიმატის) სამოქმედო გეგმებთან (მეკსგ). პროექტის გამხორციელება მოხდება თელავის მუნიციპალიტეტში.
პროექტის მიზნებია:
-
ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვის ხელშეწყობა, აგრეთვე განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება, საქართველოს მუნიციპალურ შენობებში კომპლექსური საპილოტე საინვესტიციო პროექტების განხორციელების გზით;
-
განახლებადი ენერგიის წარმოების და გამოყენების წახალისება, ადგილობრივად ხელმისაწვდომი ბიომასის და ინოვაციური ტგექნოლოგიების გამოყენებით ზემოთ აღნიშნულ შერჩეულ საპილოტე მუნიციპალიტეტებში;
-
განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნის შესაძლებლობის შეფასება და მისი ინიცირება შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, გრძელვადიანი საზოგადოებრივი სერვისის (ბიომასის წყაროს დამატებით) უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის.
-
ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაში, იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაში, სათბური გაზების ემისიების შემცირებაში, და მათი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში;
-
საქართველოს შერჩეული საპილოტე მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება მეკსგ-ს და მდგრადი ენერგეტიკის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად;
-
ცნობიერების ამაღლება „მერების შეთანხმების“ პოლიტიკისა და მდგრადი ენერგეტიკის საინვესტიციო პროექტების შესახებ, ამ პროექტებისრეპლიკაციის მხარდაჭერა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, კერძოდ „მერების შეთანხმების“ ხელმომწერებში.
პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:
-
გაუმჯობესებული მენეჯერული და ტექნიკური შესაძლებლობები სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მმართველობაში, მეკსგ-ს ღონისძიებების საინვესტიციო პროექტებად ტრანსფორმირებისათვის და „მერების შეთანხმების“ ვალდებულებების შესრულებისთვის, მდგრადი ენერგეტიკის საინვესტიციო პროექტების განხორციელების გზით;
-
იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე შემცირებული დამოკიდებულება და ადგილობრივად ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგიის წყაროების გაზრდილი წილი მუნიციპალურ ენერგომოხმარებაში;
-
დაინტერესებული მხარეების და ფართო საზოგადოების გაზრდილი ცნობიერებასუფთა ენერგოტექნოლოგიების სიკეთის შესახებ სამიზნე მუნიციპალიტეტში და მის ფარგლებს გარეთ.
დაინტერესებული მხარეები
ძირითადი სამიზნე ჯგუფები: თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია; მუნიციპალიტეტის სამსახურები; რეაბილიტირებული შენობების მოსარგებლეები;
არაძირითადი სამიზნე ჯგუფები: მეწარმეები- მევენახეები; მეღვინეთა ასოციაცია; რეგიონში მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქები; საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციები; დონორი ორგანიზაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები;
განსაკუთრებული სამიზნე ჯგუფები: მასმედია; ფართო საზოგადოება;
შიდა დაინტერესებული მხარეები: EU4Energy; ევროკავშირის წარმომადგენლობის და CoMDeP კომუნიკაციების ექსპერტები; პროექტის ადგილობრივი ექსპერტები და პროექტის გუნდი.
პროექტის ძირითადი საქმიანობები
-
ორი შერჩეული მუნიციპალური/საზოგადოებრივი შენობის სრული თბო-მოდერნიზაცია განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გათვალისწინებით;
-
განახლებადი ენერგიის (ბიომასის) მიწოდების ჯაჭვის შექმნა ორი შერჩეული შენობის გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით (ვენახის ნასხლავით);
-
შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიები (როგორიცაა მდგრადი ენერგეტიკის დღეები/კვირეული, ტრეინინგები, სემინარები და ა.შ.) სამიზნე ჯგუფებისათვის.
-
პროექტის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მათი თვალსაჩინოების უზრუნველყოფა.
პროექტის შედეგების თვალსაჩინოება და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაინტერესებულ მხარეებსა და ფართო საზოგადოებაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი კომპონენტებია პროექტის წარმატებისათვის, ასევე პროექტის შედეგების მდგრადობისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, პროექტის შედეგების გავრცელება უზრუნველყოფილი იქნება ნაბეჭდი მასალების გავრცელებით პროექტის ღონისძიებებზე და სხვა დაკავშირებულ ღონისძიებებზე, პრეს-რელიზებით და სხვა ნაბეჭდი მასალებით (ბანერებით, ფლაერებით).
ინიციატივა „EU4Energy“ მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ევროკავშირის მხარდაჭერას ენერგომიწოდების, ენერგოუსაფრთხოების და ურთიერთკავშირების გაუმჯობესებისთვის და ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვისათვის. ამ მიზნით პროგრამა აფინანსებს იმ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნის ენერგოდამიკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გახდის ენერგიის მიწოდებას უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც შეამცირებს ენერგეტიკულ სიღარიბეს და ენერგოგადასახადებს, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე კერძო სექტორისათვის.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.EU4Energy.eu
გვერდი განახლებულია 2018 წლის 20 აპრილს.
|