|
ენერგეტიკის
განვითარება სოფლად
Winrock International,
PA Consulting, საქართველოს
არასამთავრობო ორგანიზაციებთან -
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (ეეც),
ABCO და
CENN - თან ერთად დაიწყეს ახალ პროგრამაზე
მუშაობა ”ენერგეტიკის განვითარება სოფლად”, რომელიც ფინანსდება
USAID მეშვეობით.
პროგრამის ძირითადი მიზნებია:
(a) გააუმჯობესოს ენერგომომარაგება სოფლად; (ლოკალური და ელ.სისტემაში ჩართული)
(b) აამაღლოს ადგილობრივი ენერგოგენერაციის მენეჯმენტი;
(c) სოფლის ენერგომომარაგების ამაღლება ალტერნატიული წყაროების გამოყენებით;
(d) ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების გამოყენების და დაცვის ხელშეწყობა.
პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება ჰიდროელექტოსადგურების ან
სხვა ფინანსურად მდგრადი ენერგეტიკული ობიექტების პოტენციალის გაძლიერება და
აგრეთვე სოფლის ადგილობრივი ენერგომომარაგების ძირითადი ბუნებრივი რესურსების
წყაროების დაცვა და ადმინისტრირება.
პროგრამა შეისწავლის კომერციული პოტენციალის მქონე კომპანიების მოთხოვნებს და
დაეხმარება მათ ფინანსირების მოპოვებაში. პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ
კომპანიებს როგორც ელექტროენერგიის პოტენციურ მყიდველებს, რომლებსაც გააჩნიათ
სამუშაო ადგილების ზრდის პოტენციალი, ენერგოეფექტურობის ანალიზის ჩატარებაში,
გაუწევს კოორდინაციას და დააკავშირებს ბიზნეს-კონსულტაციების სააგენტოებთან.
ენერგოეფექტურობის ცენტრის (ეეც) დავალებაა ხელი შეუწყოს Winrock-ს პროგრამის
შესრულებაში, ზედამხედველობასა და ინფორმაციის მომზადებაში საქართველოს
გარეუბნებში მცხოვრებ თემების ტექნიკური მიღწევებისა და პოზიტიურ
სოციალ-ეკონომიკურ ცვლილებების შესახებ.
ენეგოეფექტურობის ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
-
“ენერგეტიკის
განვითარება სოფლად” პროგრამის თანამშრომლებისათვის, სათემო
მობილიზატორებისათვის, გრანტ-მენეჯერებისათვის განახლებადი ენერგეტიკის და
ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების ტრეინინგის ჩატარება შემდეგ საკითხებზე:
-
ბიოგაზი
-
მზის ენერგიის გამოყენება ცხელი წყლის მისაღებად
-
მზის ენერგიის გამოყენება ელექტროენერგიის
მისაღებად
-
შენობების დათბუნება
-
ენერგოეფექტური განათება და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
-
გაუმჯობესებული ბიომასის ღუმელები გათბობისა და საჭმლის
მომზადებისათვის
-
პოტენციალური პროექტების
იდენტიფიცირება და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება.
-
განახლებადი ენერიის
წყაროების და ენერგოეფექტურობის ღონიზზიების შესახებ ინფორმაციის
გავრცელება.
-
ენერგოეფექტურობის პროექტების
ბიზნეს გეგმის შემუშავება და განახლებადი ენერგიის პროექტებში მონაცემების
მიწოდება.
დღევანდელი სიტუაცია
5 მაისს 2006 ენერგოეფექტურობის ცენტრმა “ენერგეტიკის განვითარება სოფლად”
პროგრამის თანამშრომლებს, სათემო მობილიზატორებს და გრანტ-მენეჯერებს
ჩაუტარა განახლებადი ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების
ტრეინინგი შემდეგ საკითხებზე:
-
ბიოგაზი
-
მზის ენერგიის გამოყენება ცხელი წყლის
მისაღებად
-
მზის ენერგიის გამოყენება
ელექტროენერგიის მისაღებად
-
შენობების დათბუნება
-
ენერგოეფექტური განათება და
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
-
გაუმჯობესებული ბიომასის ღუმელები
გათბობისა და საჭმლის მომზადებისათვის.
ტრეინინგები ჩატარდა შემდეგ თემებში:
-
სართიჭალის საკრებულოში
-
ოკამის საკრებულოში
-
კაბალის საკრებულოში
-
ნაფარეულის საკრებულოში
-
ფშაველის საკრებულოში
|
|
ბ.ჩხაიძე პრეზენტაციის
“ბიომასის ღუმელების გაუმჯობესება გათბობისა და საჭმლის მომზადებისათვის”
დროს |
ტრეინინგის მონაწილენი
სართიჭალის თემიდან |
|
|
ოკამის #2
საშუალო სკოლის დირექტორი ცისანა აბულაძე |
მონაწილეთა ტრეინინგი –
ფშაველის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ჯინჭარაძე |
|
|
მ. დადიანის
პრეზენტაცია “მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები” |
ლ. ღარიბაშვილის
პრეზენტაცია ‘შენობების დათბუნება” |
|