მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

 

 

მცირე ჰიდროელექტროსადგურებისათვის ფინანსური ინჟინერინგი საქართველოში

“ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” (ეეც) ნორვეგიულ კომპანიასთან ENSI International ერთობლივად შეუდგა ახალი პროექტის “მცირე ჰიდრო ელექტროსადგურებისათვის ფინანსური ინჟინერინგი საქართველოში” განხორციელებას.

პროგრამა ინიცირებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ, რომლის ძირითადი მიზანია ადგილობრივი პოტენციალის გაზრდა ფინანსური საკითხების შემუშავებაში.
პროექტი განკუთვნილია საქართველოს რეგიონებში მცირე ჰესების მფლობელთათვის, პრომოუტერებისათვის, ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის.

პროექტი შედგება საინფორმაციო სემინარისა და სამი ტრეინინგ-სესიისაგან, რომლებიც ჩატარდება 2006 წლის სექტემბრიდან 1-1.5 თვის ინტერვალით, სადაც სპეციალისტები და მენეჯერები გაივლიან მცირე ჰიდროელექტროსადგურების ბიზნეს-გეგმების შემუშავების ტრეინინგებს.

ფინანსური ინჟინერინგის პროგრამა დაიწყო 21.06.06-ში, რომლის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა ფინანსური ინსტიტუტების, ენერგეტიკის წამყვანი ორგანიზაციების, მცირე ჰესების მეპატრონეებისა და მცირე ჰესების პრომოუტერების 42 წარმომადგენელმა. (იხილეთ სურათები).


საინტერესო წინადადებების ავტორები მოწვეულნი არიან სრულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
სამი ტრეინიგ-სესიის დროს, რომელთაგანაც თითოეულის ხანგრძლიობა 2-3 დღეს შეადგენს, მონაწილეებს ეეც და ENSI ექსპერტები წაუკითხავენ ლექციებს, ჩაუტარებენ სავარჯიშოებს და ინდივიდუალურ კონსულტაციებს.

სესიათა შორის მონაწილეები გააგრძელებენ პროექტების განვითარებას ტრეინიგის დროს მიღებული ცოდნის და გამოცდილების გამოყენებით.

ეეც დახმარებას გაუწევს, მხარდაჭერას აღმოუჩენს და გეზს მისცემს მონაწილეებს დასახული პროექტების წარმატებით გამხორციელებისათვის.

პირველი ტრეინიგ სესია ჩატარდება 2006 წლის 26-27-28 სექტემბერს.
 

გიორგი აბულაშვილი, ეეც დირექტორი
სემინარის ოფიციალური გახსნა

ნინო ლაზაშვილი, ენერგეტიკის სამინისტრო
მისასალმებელი სიტყვა

ტორ-ეიგილ რობერტსენი, სუფთა წარმოების და ენერგოეფექტურობის ნორვეგიულ-ქართული პროგრამა.
მცირე ჰესების ფინანსური ინჟინერინგის პროგრამის მიზნები და ამოცანები

მანანა დადიანი, განახლებადი ენერგიის ექსპერტი, ეეც.
მცირე ჰესების განვითარების დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში

პაატა ჯანელიძე, UNDP პროექტის მენეჯერი.
UNDP-ს პროექტი “მცირე ჰიდრორესურსების გამოყენება სათემო დონეზე”

გიორგი რამიშვილი, პა კონსალტინგი.
USAID-ის მიერ დაფინანსებული სასოფლო ენერგეტიკის პროგრამა

ქრისტინ ტომასენ ვაერინგასენი, ENSI პროექტის მენეჯერი.
ყირგიზეთში მიმდინარე ანალოგიური პროგრამის გამოცდილება

ტორ-ეიგილ რობერტსენი, ENSI უფროსი პარტიორი.
ფინანსური ინჟინერინგის პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები



 | მთავარი გვერდი | პროექტები |