English Version

 

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

დოკუმენტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

პროექტი "ენერგიის დაზოგვის ინიციატივა შენობებში” (ESIB)

კავშირმა ”ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” პროექტი ”ენერგიის დაზოგვის ინიციატივა შენობებში” (ESIB) ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით საქრთველოს სხვადასხვა რეგიონებში აღნიშნა ‘ინტელექტუალური ენერგეტიკული დღეები’. განხოციელებული ღონისძიებების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პოპულარიზაცია გაუწიოს შენობებში ენერგიის დაზოგვის ინიციატივებს.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევრო კავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიება 1: ”დაზოგე ენერგია - ეს მარტივია” - საქველმოქმედო აქცია ჰუმანიტარულ ორგანიზაცია ”კათარზისში”

2011 წლის დეკემბერში ”ენერგოეფექტურობის ცენტრმა” ”ოსრამის” ადგილობრივი ოფისის და შპს ”ამბოლის” მხარდაჭერით განახორციელა საქველმოქმედო აქცია - ვარვარა ნათურების შეცვლა ენერგოდამზოგი ნათურებით. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ”კათარზისში” მცხოვრები და მომუშავე პერსონალის ცნობიერების ამაღლებას შენობებში ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ. ამჟამად ”კათარზისში” ცხოვრობს 12 უმწეო მოხუცი და დაახლოებით 400 ხანდაზმული ყოველდღიურად სარგებლობს საქველმოქმედო სადილით.

 

   

 

ღონისძიება 2: ’ინტელექტუალური ენერგეტიკული დღეები’ ქალაქ რუსთავში

2012 წლის თებერვალში ქ. რუთავში ”ენერგოეფექტურობის ცენტრმა” თვითმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით აღნიშნა ’ინტელექტუალური ენერგეტიკული დღეები ’. კერძოდ, კი ქ. რუსთავის ხუთ საჯარო სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო სემინარები ”შენობებში ენერგიის დაზოგვის ინიციატივების შესახებ” და რუსთავის #1 საბავშო ბაღში შეიცვალა ვარვარა ნათურების ენერგოდამზოგი ნათურებით.

 

     

 

ღონისძიება 3: ”მოდით დავზოგოთ ენერგია” – ’ინტელექტუალური ენერგეტიკული დღეები’ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისთვის

2012 წლის აპრილში ”ენერგოეფექტურობის ცენტრმა” პროექტი ”შენობებში ენერგიის დაზოგვის ინიციაივების” (ESIB) ფარგლებში დაფინანებული ევროკომიის მიერ ‘დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის’ მხარდაჭერით აღნიშნა ’ინტელექტუალური ენერგეტიკული დღეები ’ ქალაქ მარნეულსა და ქალაქ ახალციხეში.

ღონისძიების ფარგლებში ქალაქ მარნეულის და ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში მოეწყო არა ფორმალური საგანმანათლებლო სემინარები შენობებეში ენერიის დაზოგის ინიციატივების შესახებ, გაკეთდა პრეზენტაცია პროექის ”ESIB” შესახებ და მოეწყო ლუკ ბესონის და იან ბერტრანის ფილმი ”სახლის” ჩვენება.

 

     

 

ღონისძიება 4: ახალგაზრდა მხატვრები’იტელექტუალური ენერგეტიკული დღისთვის’

2012 წლის 18 მაისს სატუმრო "რადისონში" გაიმართა პროექტის დაკვნითი ღონისძიება – ‘მდგრადი/ინტელექტუალური ენერგეტიკის – ენერგოავტობუსის დღე’. ღონისძიებაზე გაიმართა მოსწავლეთა საკონკურსო ნახატების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი. გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა ნამუშევრები, რომელიც ეხებოდა განახლებადი ენერგიის წყაროებს და ენერგოდამზოგ ტექნოლგიებს.

ღონისძიება გაიმართა BP-საქართველოს” და USAID/WINROCK პროექტი “NATELI”-ს მხარდაჭერით პროექტის - “ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის” ფარგლებში.

გამოფენაზე წარდგენილმა ნამუშევრებმა, რომლებიც ეხებოდა შენობებში ენერგიის დაზოგვის საკითხებს, დამატებით მიიღო მონაწილეობა პროექტის - ”შენობებში ენერგიის დაზოგვის ინიციატივა (ESIB)”-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც დაფინანსდა ევროკომისიის მიერ.

 

     

 

საუკეთესო ნამუშევრები, რომელიც ასახავს ”ენერგიის დაზოგვის ინიციატივებს შენობებში”

   
   

განახლებულია 2012 წლის 29 მაისს.

| მთავარი გვერდი | პროექტები |