მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

სუფთა განვითარების მექანიზმი - მრეწველობის განვითარების და სიღატაკის დაძლევის საშუალება სამხრეთ კავკასიაში

კიოტოს პროტოკოლით გათვალისწინებული სუფთა განვითარების მექანიზმი (სგმ) საშუალებას აძლევს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს, მიიღონ სარგებელი ისეთი პროექტების განხორციელებიდან, რომლებიც ითვალისწინებენ სათბურის გაზების შემცირებას.

პროგრამას, რომლის სპონსორია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ახორციელებს ორი ნორვეგიული საწარმო “ნორსკ ენერჯი”  და “ეკონი”  ქართულ ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”-სთან ერთად.

აღნიშნული პროგრამა 4-ფაზიანია და მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

  1. კადრების მომზადების პროგრამა სუფთა განვითარების მექანიზმის პროექტების შემუშავებისათვის, პოტენციური პროექტების სიის შემუშავება და პრიორიტეტული პროექტების შერჩევა

  2. პროექტის იდეის დასაბუთების (PIN) შედგენა შერჩეული პროექტებისათვის. შემუშავებული დოკუმენტაციის წარდგენა პოტენციური ინვესტორებისათვის და საფინანსო ინსტიტუტებისათვის

  3. საპროექტო წინადადების დოკუმენტების (PDD) მომზადება შერჩეული პროექტისთვის

  4. სგმ პროექტის განხორციელება

პირველი ფაზა - კადრების მომზადების პროგრამა სუფთა განვითარების მექანიზმის პროექტების შემუშავებისათვის

პროექტის ხანგრძლივობა - 3 თვე, ოქტომბერი - დეკემბერი, 2006 წ

პროგრამის მიზანი:
კავკასიაში სახელმწიფო ან/და კერძო სამრეწველო სექტორის გაძლიერება და მათი მომზადება ნახშირბადის ბაზარზე აქტიური მონაწილეობისა და კიოტოს პროტოკოლით შექმნილი მექანიზმებით სარგებლობისთვის

  •  სათბური გაზების შემცირების ხელშეწყობა

  • ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა

  • ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენება და განახლებადი წყაროების გამოყენების ზრდა

  • გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობა 

  • სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებით

ღონისძიებები – ფაზა I

კადრების მომზადების პროგრამა მოიცავს საინფორმაციო სემინარს და ორ 2-დღიან სამუშაო სემინარს, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან პროექტების შემმუშავებებლები.

საინფორმაციო სემინარი:
საინფორმაციო სემინარი ჩატარდება ნორვეგიელი და ქართველი ექსპერტების მიერ ეროვნული უფლებამოსილი ორგანოს მონაწილეობით. სემინარზე მსმენელები გაეცნობიან კიოტოს პროტოკოლს, მის მოქნილ მექანიზმებს და იმ სავარაუდო პროექტებს, რომლებიც მიიღებენ სარგებელს სგმ მექანიზმის დანერგვით და მათი შერჩევის კრიტერიუმებს.

სამუშაო სემინარი 1

სემინარზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:

  • კიოტოს პროტოკოლის და სგმ-ს შესავალი

  • სგმ-ს ტექნიკური აღწერა

  • სგმ-ს პროექტის ციკლი

  • ეროვნული პროცედურები

  • პროექტში ჩართული მხარეები და მათი როლები

  • პროექტის იდეის დასაბუთების (PIN) შესავალი

  • საშინაო დავალება

საშინაო დავალება სემინარის მონაწილეთათვის: პროექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვება

პირველი საშინაო დავალების განხილვის შემდეგ მაგალითისთვის შეირჩევა ერთი საპილოტო პროექტი. პროექტის განხორციელებაზე მომუშავე ჯგუფი შეუდგება საპროექტო წინადადების დოკუმენტების (PDDს) მომზადებას.
ამ საპილოტო პროექტზე მუშაობა გაგრძელდება პროგრამის სხვა ფაზების განხორციელების პერიოდშიც.

სამუშაო სემინარი II
სემინარზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:

  • საშინაო დავალების განხილვა

  • პროექტის ეკონომიკური მხარე და დაფინანსების შესაძლებლობები

  • გარემოზე ზეგავლენა

  • ემისიების შემცირების შეფასება

    • საბაზისო სცენარის მეთოდოლოგიები

    • მონიტორინგის ჩატარების მეთოდოლოგიები

  • განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს პირობებში

მოსალოდნელი შედეგები

  • კავკასიის რეგიონში ამაღლდება ცნობიერება სგმ-ს შესახებ

  • მოხდება სიცოცხლისუნარიანი სგმ პროექტების შერჩევა და შემუშავება

  • პროგრამაში მონაწილე, მრეწველობის სხვადასხვა დარგებში არსებული პროექტების რეალიზაცია

  • სგმ-ისთვის პერსპექტიული პროექტების სიის შემუშავება

როექტის მიერ მომზადდა შემდეგი პროექტის იდეის დასაბუთებები (PIN):

  1. Capacity Building Program Funded by NMFA (PDF, 867 KB)

  2. DNAs Azerbaijan and Armenia (PDF, 763 KB)

  3. DNA in Georgia (PDF, 120 KB)

  4. Proposed SHPP projects in Armenia (PDF, 263 KB)

  5. Ali-Bayramli TPP Azerbaijan (PDF, 1.1 MB)

  6. Upper Karabakh HPP Azerbaijan (PDF, 449 KB)

  7. Mardakan Biogas Plant Azerbaijan (PDF, 136 KB)

  8. Enguri HPP Georgia (PDF, 1.9 MB)

  9. Wind Farm Project Georgia (PDF, 1.7 MB)

  10. Small Scale Biodigestors in Rural Georgia (PDF, 1.6 MB)

  11. Efficient Lighting Project Georgia (PDF, 1.7 MB

  12. Final PIN Enguri SSC HPP (PDF, 136 KB)

 

| მთავარი გვერდი | პროექტები |