პროექტი ”მერების შეთანხმების გაძლიერების მოდელი
საქართველოსა და უკრაინისთვის: სამოდელო
გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის და
ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის”
კავშირმა
”ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” ასოციაცია
”ენერგოეფექტური ქალაქების” პარტნიორობით განახორციელა
პროექტი: ”მერების შეთანხმების გაძლიერების მოდელი
საქართველოსა და უკრაინისთვის: სამოდელო
გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის და
ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის”, დაფინანსებული ევრო
კომისიის მიერ.
პროექტის მიზანს
წარმოადგენდა
ხელშეწყობა
საქართველოს და უკრაინის
ადგილობრივ თვითმართველობებისთვის
(გრძელვადიან
პერსეპქტივაში, კი აღმოსაველთ პარტნიორობის და
ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც) გააუმჯობესონ მათი
ენერგეტიკული უსაფრთხოება, შეამცირონ დამოკიდებულება
წიაღისეულ საწვავზე, შეამცირონ სათბური აირების
ემისიები და გააუმჯობესონ საკუთარი მოქალაქეების
ცხოვრების დონე.
პროექტის
კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენდა:
-
ხელი შეუწყოს
საქართველოს და უკრაინის თვითმართველ ქალაქებს და
მუნიციპალიტეტებს შესაბამისი მასალების და
ინსტიტუციონალური ტექნიკური შეფასებების
დახმარებით აქტიურად ჩაერთონ ”მერების
შეთანხმების” პოლიტიკაში;
-
პროექტით
გათვალისწინებულ საპროექტო ქალაქს საქართველოსა და
უკრაინაში (გრძელვადიან პერსეპქტივაში, კი
აღმოსაველთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის
ქვეყნებს) დაეხმაროს ”მერების შეთანხმებით”
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება
ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის და
მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმის (SEAP)
შემუშავების და განხორციელების გზით;
პროექტის სამიზნე
ჯგუფებს წარმოადგენდნენ სახელმწიფო მოხელეები (მერები,
ვიცე მერები, საკრებულოს წევრები და ა.შ.), მათ შორის
მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და 5 საპროექტო ქალაქის
მაცხოვრებლები, საქართველოში ახლად დაარსებული
’შეთანხმების მხარდაჭერის’ წარმომადგენლობა, ’მერების
შეთანხმების ენერგეტიკული სააგენტოს’ თანამშრომლები
უკრაინაში და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ქართველი და
უკრაინელი სპეციალისტები.
პროექტის
ფარგლებში:
-
შემუშავდა
სახელმძღვანელოები,
რომელიც დაეხმარება მუნიციპალიტეტებს
აქტიურად ჩაერთონ ’მერების შეთანხმების’
პროცესებში;
-
შეირჩა
მეთოდოლოგიები/პროგრამული ინსტრუმენტები
შესაბამისი სახელმძღვანლოებისათვის და
მოხდა
მათი
ადაპტირება უკრაინული და ქართული პირობებისთვის;
-
შეირჩა
პროექტის საპილოტე ქალაქები საქართველოსა და
უკრაინაში;
-
მოხდა
პრაქტიკული
და ინტერაქტიული ტრენინგების სერიების ორგანიზება
ქართველი და უკრაინელი ’მერების შეთანხმების’
კონსულტანტების და ქალაქის ენერგო
მენეჯერებისათვის;
-
"ენერგოეფექტურობის
ცენტრ საქართველოს" და "საქართველოს
ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას"
მიენიჭათ
საქართველოში
’მერების შეთანხმების მხარდამჭერი’
წარმომადგენლობების
სტატუსი;
-
მოხდა
საპროექტო
ქალაქების დახმარება საზოგადოებრივი შენობებისთვის
ენერგომენეჯმენტი სისტემის შექმნაში
(მათ შორის CO2 ინვენტარიზაცია
და 3-წლიანი მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო
გეგმის (SEAP) პროტოტიპის შექმნა);
2012 წლის
სექტემბერ-ოქტომბრის საინფორმაციო ბიულეტენი
(ინგლისურ ენაზე).
პროექტის
ფარგლებში 2013 წლის 17-19 აპრილს ქ. ლვოვში ჩატარდა
ტრენინგის პირველი სესია მუნიციპალური ენერგო
მენეჯერებისა და კონსულტანტებისთვის,
ტრენინგის მეორე სესია ჩატარდა 5-7 ივნისს უკრაინის
ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქ. დოლინის რაიონში.
ტრეინინგს ესწრებოდნენ საქართველოსა და უკრაინის
საპილოტო ქალაქების წარმომადგენლები და მერების
შეთანხმების კონსულტანტები ორივე ქვეყნიდან. სულ
დაგეგმილია ოთხი სესიის ჩატარება.
2013 წლის 5-6
სექტემბერს თბილისში ჩატარდა "მერების შეთანხმების"
პროექტის, "უკრაინისა და საქართველოს მერების
შეთანხმების" პროექტისა და ევროკომისიის CIUDAD
პროგრამის გაერთიანებული ფორუმი. ღონისძიების მიზანი
იყო გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების
გაზიარება მერების შეთანხმების მონაწილეთა,
აღმოსავლეთის პარტნიორობისა და სამხრეთ კავკასიისა და
ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის.
2013 წლის 16-8
ოქტომბერს უკრაინის ქალაქ კამენეც-პოდოლსკიში ჩატარდა
პროექტით გათვალისწინებული ტრენინგის მე-3 სესია.
ტრენინგის გახსნას დაესწრო ქ. კამენეც-პოდოლსკის მერი
მიხაილო სიმანკევიჩი, პროექტის მენეჯერი აგნეშკა
შირუ-ნოვიცკა, პროქტის მენეჯერის მოადგილე ვიტალი
ვოლკოვი. ტრენინგის პირველ დღეს პროექტში მონაწილე
ქალაქების ენერგო მენეჯერები და კონსულტანტები
ერთობლივად მუშაობდნენ SEAP-ის შემუშავების თეორიულ
ასპექტებზე და გაიზიარეს ქართველი პარტიორების
გამოცდილება. პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით
მონაწილეებმა შეაფასეს და დააზუსტეს თავიანთი SEAP-ები
იმ სექტორებში, რომლებიც უნდა იყოს ასახული გეგმებში.
ტრენინგის მეორე
დღეს მონაწილეებს ჰქონდა მთელი რიგი სავარჯიშოები
ენერგოეფექტური პროექტებისთვის ინვესტიციების მოძებნის
და მოზიდვის კუთხით, დაფინანსების შესაძლებლობების
ანალიზის, მოქმედი SEAP-ების გრძლევადიან გეგმებად
ტრანსფორმირების საკითების განხილვა.
მესამე დღეს
ფოკუსირება მოხდა SEAP-ის მონიტორინგის და
კორექტირების საკითებზე. მონაწილეები შეთახმდნენ, რომ
სამოქმედო გეგმა საჭიროებს მუდმივ კორექტირებას
ქალაქების ფინანსურ პოტენციალთან შესაბამისობაში
მოყვანას.
2014 წლის
15-17 ოქტომბერს უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩატარდა
ტრეინინგის
ბოლო, მეოთხე სესია.
სამი დღის განმავლობაში ტრეინინგის
მონაწილეები წარმატებით იმაღლებდნენ ცოდნას და
უნარ-ჩვევებს მუნიციპალური საინვესტიციო პოლიტიკის
დაგეგმვის საკითხებში. ტრეინინგს დაესწრო 20-მდე
მონაწილე საქართველოდან და უკრაინიდან, პროექტის
პარტნიორი ქალაქების ენერგო მენეჯერების, "მერების
შეთანხმების" კონსულტანტებისა და ასოციაციის "უკრაინის
ენერგოეფექტური ქალაქების" წარმომადგენლების ჩათვლით.
საინფორმაციო
პაკეტი " რა უნდა გააკეთოს ქალაქმა, რათა გახდეს
მერების შეთანხმების წარმატებული მონაწილე".
სახელმძღვანელო ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებისათვის
სასწავლო მაგალითები უკრაინიდან და საქართველოდან
სახელმძღვანელო - რეკომენდაციები მდგრადი ენერგეტიკის
საქალაქო დღეების ორგანიზებაში ადგილობრივ
თვითმართველობებისთვის
მდგრადი
ენერგეტიკის დღეები პროექტის პარტნიორ ქალაქებში
გვერდი
განახლებულია 2015
წლის 18
სექტემბერს. |