”პროგრამული სუფთა განვითარების მექანიზმის შემუშავება საქართველოს ახალი მცირე ჰესების პროექტებისათვის”
ნორვეგიული მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანიები ნორსკ ენერჯი და გაულდალ კონსალტი, ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად 2009 წლიდან ანხორციელებენ სამწლიან პროგრამას ”პროგრამული სუფთა განვითარების მექანიზმის (CDMPoA) შემუშავება საქართველოს ახალი მცირე ჰესების პროექტებისათვის”, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი ითვალისწინებს შემდეგ საქმიანობებს:
-
საქართველოს რეალობაში მცირე ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელებისათვის ახალი სახელმძღვანელოს შემუშავება, მათ შორის დაფინანსების შესაძლო მხარდამჭერი მექანიზმების გათვალისწინებით. სახელმძღვანელო მომზადდება ადგილობრივი ხელისუფლების, ექსპერტების უნივერსიტეტების, EBRD-ის, ადგილობრივი ბანკების, UNDP-ის, USAID-ის და საქართველოში მცირე ჰესების განვითარებაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში.
-
პროგრამული სუფთა განვითარების მექანიზმის (პსგმ) სტრუქტურის შემუშავება მცირე ჰესების მიერ ემისიებით ვაჭრობის შესაძლებლობების გაზრდისათვის; საპილოტო მცირე ჰესისთვის, როგორც საქართველოში პირველი (CDMPoA) პროექტისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება..
-
პროგრამა ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას ერთი საპილოტო პროექტისათვის.
პროექტის წარმატება დამოკიდებულია ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და ყველა სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.
მცირე ჰესის საპილოტო პროექტის შესარჩევად ჩატარებული კონკურსის შედეგად მივიღეთ 4 განაცხადება. მიღების შემდეგ “გაულდალ კონსალტი” ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად ეწვია სამომავლო ობიექტებს, რის საფუძვლზეც შემდგომში მომზადდა ანგარიში, სადაც აისახა ვიზიტების შედეგები.
დონორთა ორდღიანი საკორდინაციო სამუშაო შეხვედრა პროგრამული სუფთა განვითარების მექნიზმის შესახებ მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონების განვითრების გრძელვადიან მხარდაჭერას. სამუშაო შეხვდრა ჩატარდა KfW თბილისის ოფისში 2010 წლის 25-26 აგვისტოს.
ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით და საქართველოს გარემოსდაცვითი სამინისტროს მხარდაჭერით, ენერგოეფექტურობის ცენტრი ნორვეგიული პარტიორებთან (“ნორსკ ენერჯი”, “გლაუდალ კონსალტი”) ერთად ახორციელებს 3 წლიან პროგრამას “პროგრამული სუფთა განვითარების მექანიზმის შემუშავება საქართველოს ახალი მცირე ჰესების პროექტებისათვის”, რომლიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების მდგრად განვითარებას, მცირე ჰესების პოტენციალის გაძლიერებას და მათ ჩართვას ემისიების ვაჭრობის შესაძლებლობებში.
პროგრამული სუფთა განვითარების მექნიზმი წარმოადგენს კოორდინირებულ საქმიანობას კერძო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლებიც განახორციელებენ პოლიტიკას/ღონისძიებებს (მასტიმულირებელი სქემები და ნებაყოფლობითი პროგრამები), რომელიც მიმართულია ანთროპოგენური სათბური ემისიების შემცირებისაკენ. პროგრამული სუფთა განვითარების მექნიზმის (CDM PoA) განვითარება მოითხოვს საკორდინაციო ორგანოს შექმნას, რომელიც გაააერთიანებს დიდი რაოდენობით მცირე სიმძლავრის და დაბალი ღირებულების მქონე მსგავს პროექტებს, სათბური გაზების შემცირების საქმიანობებაში 28 წლის განამვლობაში. პროგრამული საქმიანობების კოორდინატორს შეუძლია მართოს სუფთა განვითარების მექანიზმის პროგრამული საქმიანობების რამოდენიმე ტიპი: მცირე ჰესები, ბიოგაზი, მზის ენერგია და ა.შ.
დაინტერესებული პირების/ორგანიზაციების ჩართულობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განისაზღვროს საუკეთესო სტრუქუტრა/მოდელი პროგრამული საქმიანობებისათვის, ხოლო დონორთა კოორდინაცია კი იმისათვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით გამოიძებნოს გზა საქართველოში სუფთა განვითარების მექანიზმის საქმიანობების განხორცილებისათვის. უფრო მეტიც, თანამშრომლობა მთავრობის წარმომადგნელებს შორის აუცილებელია, რათა მომზადდეს ნიადაგი განახლებადი ენერგიის წყაროების ბაზრის განვითარებისათვის.
სამუშაო შეხვედრის პირველი დღე მიეძღვნა პროგრამული სუფთა განვითარების მექანიზმის საქმიანობებს, როგორც მდგრადი განვითარების ფინანსურ ინსტრუმენტს, მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს, ბარიერებს და CDM PoA საკორდინაციო ორგანოს კრიტერიუმებზე. შეხვედრის მეორე დღე შეეხებოდა მცირე ჰესების განვითარებისათვის ერთობლივ საქმიანობებს ეკონომიკური განვითარების ასპექტში.
ნორვეგიის საელჩოს პირველი მდივანი ლარს რაგნარ აალრუდ ჰანსენი
იხილეთ სამუშაო შეხვედრის განრიგი, შეხვედრაში მონაწილეთა სია და მათი პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე.
პრეზენტაციები
South Pole’s PoA experience - South Pole Carbon Asset Management Ltd;
Activities in Renewable Energy and CDM / PoA - მიხაელ ანდრესი, KfW;
CDM-PoA as a “Co-Finance Instrument” for Small Hydropower Projects - Chances and Barriers for Georgia - ხუან კარლოს მეხია პინტო, ექსპერტი, GTZ/CIM/MOE
Hydropower Investment Promotion Project (HIPP) - მარიამ ბახტაძე, USAID;
Current Kyoto Protocol and negotiations, positive message for CDM PoA - გრიგოლ ლაზრიევი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
EEC on SS-HP Potential and existing Incentives and Programs - მანანა დადიანი, განახლებადი ენერგიის ექსპერტი, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
CDM Program of Activities for Hydropower Projects in Georgia - ენ ირენ გლიმსდალი, ეუნ ჟოო ი, Norsk Energy.
2012 წლის 26 ივნისს მოეწყო დასკვნითი სემინარი, რომლის განმავლობაში პროექტის შემმუშავებლებმა გააცნეს მოწვეულ სტუმრებს პროექტის შედეგები და აგრეთვე მომავალი გეგმები მჰესების სფეროში ნორვეგია საქართველოს შორის საქმიანობის შესახებ.
დასკვნით სემინარზე მომხსენებლები იყვნენ:
-
შესრულებული სამუშაოების შეჯამება, ქ-ნი ან-ირენ გლიმსდალი, პროექტის მენეჯერი, ნორსკ ენერჯი
-
სახელმძღვანელოს ინტერნეტ ვერსიის წარდგენა, ბ-ნი ენდრე ოტოსენი, კონსულტანტი, ნორსკ ენერჯი
-
საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო, ქ-ნი ლიზი თავდუმაძე, საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
-
აჭარაში სადემონსტრაციო პროექტის განვითარების გამოცდილება, ქ-ნი მანანა დადიანი, პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, ქ-ნი სოლვი ეიდე, დირექტორი, გაულდალ კონსულტ
-
გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, დღეს და ხვალ, ბ-ნი დავით ჭიჭინაძე ,ეკოლოგიური ექსპერტიზის და ინსპექტირების განყოფილების ხელმძღვანელი, გარემოს დაცვის სამინისტრო
-
ახალი სამწლიანი ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობის პროგრამა, ბ-ნი ენდრე ოტოსენი, კონსულტანტი, ნორსკ ენერჯი
პრეზენტაციების გადმოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ლინკიდან: http://www.allshares.ge/download.php?id=2E8F601A47
პროგრამის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მცირე ჰიდროელექტრო სადგურის პროექტის შემმუშავებლებისათვის სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც ფარავს მჰესის განვითარების ყველა ასპექტს და წარმოადგენს მათთვის მოხერხებულ ინსტრუმენტს.
სახელმძღვანელო მომზადებულია კომპანიების - ნორსკ ენერჯის, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს და გაულდალ კონსულტის მიერ.
სახელმძღვანელო მომზადებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პროგრამის დასრულების შემდეგ, 2012 წლის ივლისში, სახელმძღვანელო გადაეცემა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. სახელმძღვანელოს შენახვა და განახლება დაეკისრება სამინისტროს.
სახელმძღვანელოს ინტერნეტ ვერსიის ვებ გვერდის მისამართი: http://smallhydrogeorgia.org/en/
ინფორმაციისათვის მიმართეთ ქ-ნ მანანა დადიანს:
ტელ: +99532 2242540, 2242541, 2474247 ფაქსი:+99532 2242542
ელ.ფოსტა: m_dadi@eecgeo.org
განახლებულია 2012 წლის 5 ივლისს.
|