English Version

 

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

დოკუმენტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრის შექმნა

 

პროექტის დონორი: ევროკომისიის ინოგეიტის პროგრამა

პროექტის ხანგრძლივობა: 2015 წლის ივლისი - 2016 წლისრილი

ბენეფიციარი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

დაინტერესებული მხარე: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

პროექტის მიზანი: მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრის შექმნა;

ძირითადი აქტივობები

  • სადემონსტრაციო მოდლები და ექსპონატების მოძიება ცენტრისთვის;

  • მდგრადი ენერგეტიკის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება;

  • მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრის საქმიანობების შემუშავება;

  • მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრის საზეიმო გახსნა;

  • პროექტის კოორდინაცია და ანგარიშგება.

საგამოფენო მოდელები და ექსპონატები მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრისთვის

მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრი აღიჭურვა როგორც საოფისე მოწყობილობებით და ინვენტარით, ასევე განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ექსპონატებით.

 

   



საინფორმაციო მასალები მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრისთვის

მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრისთვის მომზადდა და დაიბეჭდა სხვადასხვა საინფრომაციო მასალები (ბროშურები, პოსტერები და ა.შ.), რომელიც ეხება მდგრადი ენერგეტიკის (განახლებადი ენერგიის წყაროები და ენერგოეფექტურობა) საკითხებს.
 

   



მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის გახსნა

თბილისის მერიაში მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს მთავარი ექსპერტი ვოლფანგ ლუტცი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ცენტრში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, მოწყობილობების, ექსპონატების, საინფორმაციო მასალების გაცნობა და დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის გახსნა სრულად პასუხობს თბილისის მიერ 2010 წელს „მერების შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებებს. სივრცის მოწყობა და ენერგოეფექტური სადემონსტრაციო მასალებით აღჭურვა ევროკავშირის პროგრამა INOGATE-მა უზრუნველყო.

მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნას ითვალისწინებდა მემორანდუმი, რომელიც თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ის ტექნიკურ სამდივნოს შორის გაფორმდა გასულ წელს. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრიან ტუმმა მოაწერეს.

   

 


გვერდი განახლებულია 2016 წლის 28 აპრილს.

| მთავარი გვერდი | პროექტები |