|
მზის ენერგიის მეშვეობით განათდა კიდევ ერთი ქართული სოფელი
2005 წლის 25 ოქტომბერს, გუდაურის საკრებულოს დაკვეთით ენერგოეფექტურობის ცენტრმა დაუმონტაჟა 49 ვტ პიკური სიმძლავრის მზის მიკროელექტროსადგური საკრებულოში შემავალ სოფელ განისაში მცხოვრებ ერთადერთ ოჯახს.
მდინარე არაგვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე განლაგებული, რთულად მისადგომი მაღალმთიანი სოფელი განისა 40-მდე ოჯახს ითვლიდა. ელექტრომომარაგება არასდროს ჰქონიათ. მიზეზთა და მიზეზთა გამო დღეს დღეობით სოფელში მხოლოდ გადიევების 4 სულიანი ოჯახიღაა შემორჩენილი. გუდაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა გუგუა მარსელიშვილმა, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით მოგვმართა თხოვნით გადაგვეწყვიტა გადიევების ოჯახის ენერგომომარაგების საკითხი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით. 25 ოქტომბერს ოჯახს დაუმონტაჟდა 49ვტ. სიმძლავრის ინდივიდუალური მზის მიკროელექტროსადგური რომელიც კვებავს ოთხ 10 ვტ ჰალოგენურ ნათურას და უზრუნველყოფს პორტატული რადიომიმღების, მობილური ტელეფონისა და ელექტროფანარის აკუმულატორულ ბატარეების დამუხტვას. პროექტის შედეგები:
|