|
ტრეინინგი “თემის განვითარება და
ენერგია”
ფონდ `ჰორიზონტის~ დაფინანსებით USAID–ის GESI-ს “თემის განვითარება და ენერგია” პროექტის ფარგლებში ენერგოეფქტურობის ცენტრმა ჩაატარა განახლებადი ენერგოტექნოლოგიებისა და ენერგოეფეტურობის ტრეინინგები ჰორიზონტის მიერ შერჩეული ცხრა სოფლის თემის წარმომადგენელთათვის.
ტრეინინგები ჩატარდა საქართველოს შემდეგ სოფლებში (იხილეთ ფოტოები):
No. |
სოფელი |
რაიონი |
რეგიონი |
თარიღი |
1 |
კეხიჯვარი |
ქარელი |
შიდა ქართლი |
13.05.05 |
2 |
სპასოვკა |
ნინოწმინდა |
სამცხე-ჯავახეთი |
17.05.05 |
3 |
ნერგიეთი |
ბაღდათი |
იმერეთი |
23.05.05 |
4 |
ლიხაური |
ოზურგეთი |
გურია |
24.05.05 |
5 |
თეკლათი |
სენაკი |
სამეგრელო |
25.05.05 |
6 |
თამარიანი |
ლაგოდეხი |
კახეთი |
03.06.05 |
7 |
ბრეთი |
ქარელი |
შიდა ქართლი |
07.06.05 |
8 |
ფშაველი |
თელავი |
კახეთი |
10.06.05 |
9 |
რატევანი |
ბოლნისი |
ქვემო ქართლი |
13.06.05 |
საქართველოს სოფლის მოსახლეობის უმეტესობას, და მათ შორის ზემოჩამოთვლილი სოფლებს შეზღუდული აქვთ ენერგომომარაგება. გათბობისა და საკვების მომზადებისათვის იყენებენ ბიომასას (შეშა – წივა), და ამით აზიანებენ ტყის საფარს. სოფლების თემების შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო მათ მიერ ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა და ამით საკუთარი ენერგო მომარაგების დონის გაუმჯობესების შესაძლებლობა, რითაც ასევე ამავდრულად წარმოიქმნება სოფლად მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა.
ტრეინინგებზე თემის წარმომადგენლები გაეცვნენ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების, ენერგოეფექტურობისა და შესაბამის გარემოსდაცვით საკითხებს. მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები მარტივი ენერგოეფექტური ღონისძიებების, განახლებადი ენერგის რესურსების ათვისებისა და ადგილობრივი რესურსებიდან გამომდინარე, ენერგეტიკული პროექტების შერჩევის შესახებ.
ყველა სოფელში 7-10 კლასელებისათვის ჩატარდა საგანმანათლებლო ვიქტორინა-სემინარი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისა და ეკოლოგიური საკითხების შესახებ. მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები, ხოლო კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულებს კი გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.
კეხიჯვარი
სპასოვკა
ნერგიეთი
ლიხაური
თეკლათი
თამარიანი
ბრეთი
ფშაველი
რატევანი
დასაწყისში
|