მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

სუფთა წარმოება დსთ-ს შერჩეულ ქვეყნებში – მოლდოვა, საქართველო და ყაზახეთი

სუფთა წარმოების პროექტის საერთო მიზანია, დსთ-ს ქვეყნებში სუფთა წარმოების სტრატეგიის ხელშეწყობისა და განხორციელების მეშვეობით კატალიტიკური ეფექტის მიღწევა

სუფთა წარმოების პროექტის ძირითადი ამოცანები, შედეგები და განვითარება

სუფთა წარმოების სტრატეგიის ხელშესაწყობად სამი შერჩეული, მიზნობრივი ჯგუფის შესაძლებლობების და ვალდებულებების გაუმჯობესება

1. სუფთა წარმოების პროექტების განხორციელება

  •  ქართულ კომპანიებში სუფთა განვითარების სადემონსტრაციო პროექტის კვლევის მომზადება

1)

ხის გადამამუშავებელი კომპანია “ვუდ სერვისი”

2)

ქაღალდის მწარმოებელი “თბილისის ქაღალდის მწარმოებელი ქარხანა”


2. სუფთა წარმოების სტრატეგია და პრინციპები

  • სუფთა წარმოების პირველი ტრეინინგი საწარმოების ექსპერტებისათვის სუფთა წარმოების უკეთ გასაგებად;

  • სუფთა წარმოების მეორე ტრეინინგი საწარმოების ექსპერტებისათვის სუფთა წარმოების ინვესტიციებისათვის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების მომზადება და დახმარების მოთხოვნა კონსულტანტებისაგან;

  • სუფთა წარმოების ტრეინინგი სუფთა წარმოების კონსულტანტებისათვის, სუფთა წარმოების საფუძვლების, კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის და დაფინანსების შესასწავლად.

  • სუფთა წარმოების ტრეინინგი სუფთა წარმოების ტრენერებისათვის.

    3. ძირითადი საწარმოო დონის მისაღწევად

  • 2004 წ. 26 ნოემბერს თბილისში, საქართველო ჩატარდა სუფთა წარმოების კონფერენცია “გარემოს დაცვის პოლიტიკის საკითხები და სუფთა წარმოების განვითარების სტრატეგია საქართველოში”.


4. ხელმძღვანელობის სუფთა წარმოების შესახებ ინფორმირება

  • სუფთა წარმოების ბროშურების, საკონფერენციო მასალების და ნიუსლეთერების რედაქტირების საფუძველზე, სუფთა წარმოების პრინციპების და პროექტის საქმიანობის გავრცელება;

  • გარემოს დაცვის პოლიტიკის მშენებლობის და საწარმოო საქმიანობაში გარემოს დაცვითი მოთხოვნილებების განხორციელების მხრივ არსებული გამოცდილების გასაზიარებლად, სასწავლო ტურების პოლონეთში და ირლანდიაში გაგზავნა.

უნივერსიტეტებისა და ტექნიკური კოლეჯებისათვის სუფთა წარმოების სასწავლო კურსის მომზადება.

ტ.მ.კ მანანა დადიანი – განახლებადი ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პროფ. ოთარ ფურცელაძე _ ენერგოეფექტურობის ცენტრის ენერგოეფექტურობის ექსპერტი, E0312ჩ პროექტის ჩარჩოში ჩართული იყო სუფთა წარმოება დსთ-ს შერჩეულ ქვეყნებში – მოლდოვა, საქართველო და ყაზახეთის სუფთა წარმოებასა და ენერგეტიკულ აუდიტებში. ასევე ქ-ნი მანანა დადიანი და ბ-ნი ოთარ ფურცელაძე მონაწილეობას იღებდნენ ქართულ კომპანიებში სუფთა განვითარების სადემონსტრაციო პროექტების და სახელმძღვანელოების მომზადებაში: სუფთა წარმოების საშუალებები და სუფთა წარმოების სასწავლო მოდელები.

გიორგი აბულაშვილი – ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი. ჩართული იყო პროექტში, როგორც ენერგოეფექტური საკითხების და სუფთა წარმოების სტრატეგიებისა და პრინციპების ტრენერი. მონაწილეობა მიიღო 2004წ. 26 ნოემბერს თბილისში, საქართველოში ჩატარებულ სუფთა წარმოების პროექტის სასწავლო მოდელების და “გარემოს დაცვის პოლიტიკის საკითხები და სუფთა წარმოების განვითარების სტრატეგია საქართველოში” კონფერენციის ორგანიზებაში. ამ ღონისძიებაზე ბ-მა აბულაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებაში ენერგოეფექტურობის მნიშვნელობას ეხებოდა.

| მთავარი გვერდი | პროექტები |