მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

განახლებადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების ტრეინინგი სათემო ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფებისათვის (CBO)

საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ინიციატივის (GEDI) პროგრამის დამატება - ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების პოტენციური გამოყენების მხარდაჭერა და ახალი ტექნოლოგიების/პროგრამების განხორციელების საშუალებით ენერგოეფექტურობის გაძლიერება, ასე შეიძლება განვიხილოთ USAID-ის მიერ დაფინანსებული სათემო ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების ტრეინინგ კურსები. USAIDმა მოითხოვა ორი ტრეინინგის ჩატარება საქართველოში, რომელზედაც თვალნათლივ იქნებოდა წარმოდგენილი საქართველოში არსებული განახლებადი ენერგეტიკული რესურსების და მათი ათვისების პოტენციალი და რომლიც მონაწილეებიც მიიღებენ მათი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების შესახებ ყოვლისმომცველ ინფორმაციას.

2004წ ნოემბერ-დეკემბერში “ვორლდ ლერნინგ”-მა და “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EEC), “საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციასთან (GAEE) ერთობლივად, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონების სათემო ორგანიზაციებისათვის/საინიციატივო ჯგუფებისათვის ჩაატარეს ორი ტრეინინგი კურსი, თბილისსა (16-18.11.2004) და ჩაქვში (29-1.12.2004).

პროგრამის მიზნები და ამოცანები:

მიზანი: საქართველოს რეგიონებში ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენების ხელშეწყობა

პროგრამის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენდა:
 განახლებადი ენერგიის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა;
 ამ ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებოლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ტრეინინგის მონაწილეები წარმოადგენენ სათემო ორგანიზაციების/ საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან. მონაწილეების უმრავლესობას საინჟინრო განათლება გააჩნდათ.

სამივე დღე საკმაოდ ინტენსიური იყო და შესდგებოდა:
 ვიზუალური მასალებით მდიდარი მინი-ლექციებისგან;
 სხვა თემის ან პიროვნების კონკრეტული ცხოვრებისეულ მაგალითებისგან. რომელთა დეტალური აღწერა, მონაწილეებს საშუალებას აძლევდა გაეთვალად რესურსები ინდივიდუალური ან ჯგუფური პროექტის განხორციელებისათვის, აერჩიათ ყველაზე მისაღები მიმართულება და შეეფასებინად შედეგები;
 დისკუსიისგან თითოეული მინი ლექციის შემდეგ;
 განახლებადი ენერგიის მოწყობილობების მშენებლობის და დამოუკიდებლად გაკეთების მარტივი მაგალიტები;
 განახლებადი ენერგიეტიკული ობიექტების ვიზიდიდან, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ამ ობიექტების კონსტრუქციულ სქემებს და მათი მუშაობის პრინციპებს.

ტრეინინგის თითოეულმა მონაწილემ მიიღო ყველა წარმოდგენილი პრეზენტაციის მასალა, ბროშურები და ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო ბიულეტენები:
 ენერგოდაზოგვა საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში;
 მცირე ფერმერულ მეურნეობებში ბიოგაზის დანადგარის აშენების რეკომენდაციები;
 ააშენე შენ თვითონ – მცირე ჰიდროელექტრო სადგურები;
 ენერგოეფექტური სახლი ნიშნავს .. ;
 ბინის დათბუნების მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებები
 ბროშურა უახლესი ენერგიის დამზოგი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარების შესახებ
 “მზის ენერგია სიღარიბის დასაძლევად”;
 ინფორმაცია ჰიდროელექტრო სადგურების ტურბინების ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების შესახებ
 მსოფლიოსა და საქართველოში განახლებადი ენერგიის გამოყენების კონკრეტული სოციოლოგიური გამოკვლევები და საუკეთესო მაგალითები.

სასწავლო უძღვებოდნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”-სა (EEC) და საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის (GAEE) ექსპერტები.

სასწავლო სესიის ბოლოს მონაწილეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები თავიანთი თემებისათვის. ამ გეგმების შემუშავებისას ისინი ცდილობდნენ გამოეყენებინათ განახლებადი ენერგიის შესახებ მიღებული ახალი იდეები, ცოდნა და შესაძლებლობები. რომელთა რეალიზაცია შესაძლებელი იქნება UშAID-ის, ენერგეტიკული უსაფრთხოების ინიციატივის (GEDI) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებაზე განაცხადის წარდგენით.


| მთავარი გვერდი | პროექტები |