რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტი საქართველოში

EN ქარ
 
 
 
 
   
     
 

 
     
 

  


 
 

ცირკულარული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები - რესურსეფექტური, სუფთა წარმოება და ეკო-ინოვაცია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის - წარმოადგენს ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) რეგიონალურ პროგრამას, რომელიც ეხმარება ევროკავშირის ექვს პარტნიორ ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, მოლდოვას და საქართველოს.

პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ხუთი პარტნიორი ორგანიზაცია: ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment), გარემოს ინდუსტრიული განვითარების პროგრამა (UNIDO), და მსოფლიო ბანკი ( World Bank).

საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მსგავსად მოწოდებულია და აქტიურად მუშაობს როგორც მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად, ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კლიმატის ცვლილების საკითხების გადაჭრაზე. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირი და პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდნენ გარკვეულ მიზნებზე, რომლებიც მოყვანილია „20 ვალდებულება 2020 წლისთვის ''.

ამ კონტექსტში, ევროკავშირის პროგრამა (EU4Environment) ეხმარება ქვეყნებს მწვანე, უფრო ეფექტურ და მდგრად ეკონომიკებზე გადასვლასა და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში. ევროკავშირის გამოცდილება სისტემატურად იქნება გამოიყენებული, როგორც სახელმძღვანელო მასალა და ხელს შეუწყობს პროექტის საქმიანობას და შედეგების მიღწევას.

პროექტის აქტივობები:

რესურსეფექტურობისა და სუფთა წარმოების (რესწ) განხორციელება და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ამ პროცესში მასშტაბური ჩართვა:

  • განმეორება ახალ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში, საწარმოების რესწ კლუბებში გაერთიანება;

  • რესწ მომსახურების ინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერა;

  • რესწ-ის შესაძლებლობების გაფართოება ექსპერტებს შორის და მისი დემონსტრირება შერჩეულ საწარმოებში.

  • სამრეწველო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენების წყაროების შეფასება და გადამუშავების ვარიანტების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია წრიული ეკონომიკის მოდელების დემონსტრირება საპილოტე საფუძველზე, ისეთი ინსტრუმენტების დანერგვით, როგორიცაა ”ნარჩენების რუკები”.

გრძელვადიანი მოლოდინები

რესურსეფექტურობის, სუფთა წარმოების და ეკო-ინოვაციის ზრდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში.

მოსალოდნელი შედეგები

  • ეროვნული პოტენციალის შექმნა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში, რესწ-ის დემონსტრირება (როგორც ცალკეულ საწარმოებში, ასევე რესწ კლუბების საშუალებით);

  • ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა - ნარჩენების რუქის საშუალებით ნაჩენების გადამუშავების მხარდაჭერა, კერძოდ, რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების (რესწ) ინტეგრირებული მიდგომის განხორციელება ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში.

რესწ პროექტის ლიფლეტი (ინგლისურად) 2021

პროექტის მართვის სტრუქტურული სქემა ნაჩვენებია ქვემოთ.

ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის წევრები

  1. ნინო ლაზაშვილი, მდგრადი განვითარების განყოფილება, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

  2. ნინო თხილავა, გარემოსდაცვითი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

  3. შალვა ანდღულაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

  4. გიორგი აბულაშვილი, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს დირექტორი

  5. სოფიკი ახობაძე, კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) დირექტორი

  6. ირმა დაუშვილი, შპს დიოს დირექტორი

  7. მიხეილ კორძახია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;

  8. ჯიმშერ ქერქაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

 

 

 
 
 
 
 
 

  

 

ეს ინფორმაცია ასევე ასახულია eecgeo.org/recp ვებ-გვერდზე.