რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტი საქართველოში

EN ქარ
 
 
 
 
   
     
 

ცნობიერების ამაღლება
რესწ-ის შესახებ ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება არის პროექტის მთავარი აქტივობა. ამ კომპონენტის მიზანია რესწ-ის კონცეფციის, მისი მიდგომებისა და უპირატესობების შესახებ ინფორმირება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებსა და დაინტერესებულ მხარეთა უფრო ფართო ჯგუფში. ცნობიერების ამაღლება შესაძლებლობების გაძლიერებასა და სადემონსტრაციო პროექტებთან ერთად გადამწყვეტია საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესებში რესწ მეთოდების გამოყენების ხელშეწყობისთვის.
პროექტში ცნობიერების ამაღლება მოიცავს რესწ ფორუმის და სხვა რესწ ღონისძიებების ორგანიზებას თბილისში, რეგიონულ ცენტრებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მცირე და საშუალო ბიზნესის, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების, გარემოსდაცვითი ორგანოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მონაწილეობით.

 

 

 

 
 
 
 
 
 

  

 

This information is also mirrored on the eecgeo.org/recp website.