ნარჩენების მართვა
ნარჩენების მართვის იერარქია მიუთითებს, რომ
სასურველია ნარჩენების ხელახალი გამოყენება, რასაც
მოჰყვება გადამუშავება ან აღდგენა, ან
განადგურებს, რაც
ყველაზე ნაკლებად სასურველი ვარიანტია.
თუმცა, ცალკეული ნარჩენების ბუნება პოტენციურ ბარიერს
წარმოადგენს გადამუშავების/აღდგენის/ხელახალი გამოყენების
ქმედებების განსახორციელებლად, განსაკუთრებით ადგილზე, რაც
ხშირ შემთხვევაში იწვევს ნარჩენების
გატანას ტერიტორიის გარეთ დასამუშავებლად.
იმისათვის, რათა
შეესაბამებოდეს ნარჩენების
მართვის ხედვას საქართველოში,
„საქართველო უნდა გახდეს
ნარჩენების პრევენციისა და გადამუშავების საზოგადოება“
შემდეგი ქმედებების განხორციელებით:
• ზომების მიღება
ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების,
გადამუშავებისა და აღდგენის კუთხით;
• საქართველოში არსებული ნარჩენების
შეგროვება;
• ნარჩენების წარმოქმნა
წყაროების გაყოფისას;
• ხარჯების სრული აღდგენის დანერგვა;
• მწარმოებლების
გაფართოებული პასუხისმგებლობის დანერგვა;
• ეროვნულ ინტერესებში
შემავალი ნარჩენების კონკრეტულ
ნაკადებზე ინიციატივების მიღება;
• კერძო-საზოგადოებრივი პარტნიორობის
(PPP) ჩამოყალიბება;
• ნარჩენების მართვის ეროვნული
სტრატეგიის მიზნების მისაღწევად წახალისების დანერგვა.
ნარჩენების სპეციფიკურ ნაკადად ითვლება
ის ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება ყოველდღიურად
საყოფაცხოვრებო
პირობებში ჩვეულებრივი მომხმარებლების მიერ და უნდა
გამოიყოს სხვა მუნიციპალური
ნარჩენებისგან მათი სახიფათო შემცველობის გამო.
• ავტომობილების ბატარეები/აკუმულატორები
• ძრავის
ზეთები და
საპოხი მასალები
• ელექტრო/ელექტრონული აღჭურვილობის
ნარჩენები (WEEE)
• ვადაგასული მანქანები (ELV).
ევროკავშირის
ქვეყნებში ზოგადი პრაქტიკა მდგომარეობს იმაში, რომ
მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR)
გამოყენებით, ბაზარზე გამოტანილი შესაბამისი პროდუქციის
მწარმოებლები/იმპორტიორები ახორციელებენ მართვის სისტემის
შექმნას: შესაბამისი ნარჩენების ნაკადების ცალკე
შეგროვება, შენახვა, დამუშავება/გადამუშავება.