რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტი საქართველოში

EN ქარ
 
 
 
 
   
     
 
რესწ-ის უპირატესობები
საწარმოები და სხვა ორგანიზაციები,  რომლებიც იღებენ რესწ-ს, „მეტს აკეთებენ ნაკლებით“; ისინი ზრდიან გამოყენებენული მასალებ და ენერგიის ეფექტურობას, ამაღლებენ პროდუქტიულობას და შესაბამისად კონკურენტუნარიანობას. ამავდროულად, უფრო მეტი ეფექტურობით, საწარმოები ამცირებენ მათ მიერ წარმოქმნილ დაბინძურებასა და ნარჩენების რაოდენობას, რაც ამცირებს მათ გავლენას გარემოზე, მათ შორის ნახშირბადის კვალზე. ნარჩენებისა და ემისიების შემცირებასთან ერთად, სახიფათო ნივთიერებების აღმოფხვრასთან ერთად, მცირდება სამრეწველო ოპერაციების რისკები მუშებისთვის, თემებისთვის და მომხმარებლებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიზნესები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ რესწ მეთოდებს, პრაქტიკას და ტექნოლოგიებს, იღებენ სამმაგ სარგებელს:
• ბუნებრივი რესურსების, მათ შორის წყლის, ენერგიისა და მასალების უფრო ეფექტური გამოყენება;
• გარემოზე და ბუნებაზე ზემოქმედების მინიმიზაცია ნარჩენებისა და ემისიების წარმოქმნის პრევენციით, ჰაერში, ხმელეთზე ან წყალში ჩაშვების ჩათვლით;
• ქიმიკატების გამოყენებისა და მრეწველობაში გამოყენებული ქიმიკატების უსაფრთხო განადგურების შედეგად ადამიანებისა და თემებისთვის რისკების მინიმიზაცია.
ასეთი სარგებელი ახლა უკვე ნაჩვენებია სხვადასხვა ზომისა და სექტორის ათასობით კომპანიაში მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ქართულ სადემონსტრაციო კომპანიებში განხორციელებულმა რესწ-ის შეფასებებმა გამოავლინა კომპანიებში მასალებისა და ენერგიის გამოყენების ეფექტურობის, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი პოტენციალი. რესწ-ის შეფასების ჯგუფმა, რომელშიც ჩართული იყვნენ ეროვნული ექსპერტები, სადემონსტრაციო კომპანიების მენეჯმენტი და ტექნიკური პერსონალი (18 კომპანია) რესწ ღონისძიებების განხორციელების გზით, გამოავლინეს შესაძლებლობა, ყოველწლიურად დაზოგონ დაახლოებით 12 გვტ.სთ ენერგია და 10,532 მ3 წყალი. ეს კომპანიებს მთლიანობაში დაზოგავს დაახლოებით 0,75 მლნ ევროს. რესწ ღონისძიებების ჯამური ღირებულება ყველა სადემონსტრაციო კომპანიაში შეფასდა 0,7 მლნ ევროდ, ერთ წელზე ნაკლები უკუგების საშუალო პერიოდით.
გარდა ამისა, კომპანიები, რომლებიც გამოიყენებენ რესწ მეთოდოლოგიებს, ისარგებლებენ გაუმჯობესებული გარემოსდაცვითი შესაბამისობით, გაუმჯობესებული გარემოსდაცვითი იმიჯით და ურთიერთობებით მომხმარებლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
  
 

 

 
 
 
 
 
 

  

 

This information is also mirrored on the eecgeo.org/recp website.