English Version

 

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

დოკუმენტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

 

ევროპული ენერგოეფექტურობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინასთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობისთვის

 

 

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: ევროპული ენერგოეფექტურობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინასთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობისთვის

პროექტის აკრონიმი: 3ე-პარტნიორობა

პროექტის ID: 101128576

პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე

დაწყების თარიღი: 01.12.2023

დამფინანსებელი ორგანო: ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA)

დაფინანსების სქემა: Erasmus+ CBHE

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული გრანტი: 728 234 ევრო

 

პროექტი 3ე-პარტნიორობის კონსორციუმი

პროექტის კოორდინატორი: ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (ბტუ, საქართველო)

პარტნიორები ევროკავშირიდან

  • ლუვენის კათოლიკური ეკლესია (KU ლუვენი, ბელგია)

  • მილანის პოლიტექნიკური უნივერისტეტი (POLIMI, იტალია)

  • კორუნიას უნივერსიტეტი (UDC, ესპანეთი)


პარტნიორები საქართველოდან

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)

  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ)

  • ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (ეეცს)


პარტნიორები უკრაინიდან

  • დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (DONNTU)

  • უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (USUST)


პარტნიორები აზერბაიჯანიდან

  • ადა უნივერსიტეტი (ADA)

  • ხაზარის უნივერსიტეტი (KU)


ასოცირებული პარტნიორი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი, საქართველო)

 

პროექტის მიზნები და ამოცანები:

გლობალური მისწრაფებები ენერგოეფექტურობისკენ, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის გზების ძიება და სუფთა ენერგიის წარმოება აუცილებლად უკავშირდება რეგიონებს შორის თანამშრომლობას, ცოდნის გადაცემას და ერთობლივ ძალისხმევას საერთო მიზნისკენ. მიმდინარე გლობალური განვითარების დღის წესრიგი, ისევე როგორც ევროკომისიის მიერ ახლახან მიღებული REPowerEU გეგმა მკაფიოდ უსვამს ხაზს გლობალური პარტნიორობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარებისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემისთვის. პროექტი: ‘ევროპული ენერგოეფექტურობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინასთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობისთვის’ - 3ე-პარტნიორობა ხელს უწყობს მსგავს თანამშრომლობას და ცოდნის გაცვლას რეგიონებსა და ინსტიტუტებს შორის.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოდერნიზაციას და გაძლიერებას; ასევე მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ენერგეტიკული მდგრადობისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მიმართულებით.

დასახული ამბიციური მიზნის მისაღწევად, 3ე-პარტნიორობის პროექტი ეფუძნება ორ ქვაკუთხედს:

  • ცოდნის გენერირება - სასწავლო გეგმების (კურიკულუმები) ერთობლივი შემუშავება და პილოტირება: ენერგოეფექტურობის ინოვაციური კურიკულუმების შემუშავება და ადაპტირება. ჩართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა ძირითადი კომპეტენციების განვითარების მიმართულებით, სწავლის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, არა-აკადემიურ სექტორთან მუშაობა და სწავლების ინოვაციური სტრატეგიების ადაპტირება. საპილოტე ბაკალავრის და მაგისტრატურის კურსები ენერგოეფექტურობაში.

  • თანამშრომლობა და ერთობლივი ქსელის შექმნა: ენერგეტიკული ლაბორატორიებისა და მწვანე ქსელის შექმნა მონაწილე უმაღლეს სასწავლებლებში და თანამშრომლობის დამყარება პროექტის დაინტერესებულ მხარეებს შორის ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და უკრაინიდან.


პროექტი 3ე-პარტნიორობა შესდგება ორი მთავარი ფაზისგან: ერთი ეხება ცოდნის შეგროვებას, სხვადასხვა მასალების ანალიზს და სემინარებისა და ონლაინ დისკუსიების ჩატარებას. გარდა ამისა, პირველი ფაზა მოიცავს ახალ ცოდნას, რაც გულისხმობს ე.წ. ‘თეთრ წიგნის’, ანგარიშების და ახალი სასწავლო გეგმის შექმნას.
 

პირველი ფაზის მთავარი შედგები:

  • აზერბაიჯანში, საქართველოში და უკრაინაში ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული სიტუაციის ანალიზი და ანგარიშგება;

  • ევროპული პოლიტიკის, პრაქტიკისა და ინსტრუმენტების მიმოხილვა;

  • სემინარები და ვებინარების სერია;

  • ენერგოეფექტურობის თეთრი წიგნი (სამი ქვეყნისთვის: საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა);

  • ენერგოეფექტურობის სასწავლო გეგმის შემუშავებაზე სემინარები და ცოდნის გაცვლის აქტივობები;

  • ერთობლივად შემუშავებული სასწავლო გეგმა (ბაკალავრიატი და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის), ენერგოეფექტურობის სწავლების მოდერნიზებული სისტემა და მწვანე პარტნიორობა მონაწილე უმაღლეს სასწავლებლებში;

  • ერთობლივად შემუშავებული სეზონური სასკოლო სასწავლო გეგმა (მოკლევადიანი კურსი მომავალი აპლიკაციისთვის);

  • საგანმანათლებლო და სასწავლო რესურსების პაკეტი (ხელმისაწვდომი როგორც მონაწილეებისთვის, ასევე ფართო აუდიტორიისთვის პროექტის ე.წ. ცოდნის ჰაბ-ზე);

პროექტის განხორციელების მეორე ფაზა უკავშირდება ენერგეტიკული ლაბორატორიების განახლებას და შექმნას; ლაბორატორიების ქსელის შექმნას აზერბაიჯანში, საქართველოში და უკრაინაში.

მეორე ფაზის მთავარი შედგები:

  • ენერგეტიკული ლაბორატორიები შექმნა პროექტში ჩართული საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში;

  • ენერგეტიკული ლაბორატორიების ადამიანური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერება უნივერსიტეტებში;

  • ერთობლივი პლატფორმის შექმნა – მწვანე ქსელი და ციფრული ჰაბი – განახლებული და კონტექსტური ცოდნის კოლექცია, ანგარიშები, რეკომენდაციები და უახლესი ანალიზი ენერგეტიკის სფეროში.

სამუშაო პაკეტები (WP):

WP 1 - პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია

WP 2 - ენერგოეფექტურობის ცოდნის ერთობლივი შექმნა

WP 3 - სასწავლო გეგმის ერთობლივი შემუშავება ენერგოეფექტურობში

WP4 - პარტნიორობა ენერგეტიკაში

WP 5 - პროექტის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი

WP 6 - კომუნიკაცია და ინფორმაციის გავრცელება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროექტის საკონტაქტო ელ. ფოსტა: 3e-partnership@btu.edu.ge

კონტაქტი: გიორგი აბულაშვილი; ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო; ელ. ფოსტა: g_abul@eecgeo.org

 

პროექტი 3ე-პარტნიორობა სოციალური მედია:

LinkedIn

Facebook

 

Disclaimer:

თანა-დაფინანსებული ევროკავშირის მიერ. ევროკავშირის გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც მიმღები ორგანო არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მათზე.


გვერდი განახლებულია 2024 წლის 12 მარტს.

| მთავარი გვერდი | პროექტები |